"მშობლებს ნაჯახით თავი მოაჭრა, შემდეგ თვითმკვლელობა სცადა" - წალენჯიხაში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები

"მშობლებს ნაჯახით თავი მოაჭრა, შემდეგ თვითმკვლელობა სცადა" - წალენჯიხაში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები

წალენჯიხი რაიონის სოფელ ლიაში შემზარავი მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა მშობლებს თავი მოაჭრა. მომხდარის დეტალებზე Ambebi.ge-ს წალენჯიხის გამგებელის მოადგილე, ბესიკ ფარცვანია ესაუბრა. მისი ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ვიდეო| პირველი კომენტარი წალენჯიხიდან, სადაც შვილმა მშობლებს თავები მოკვეთა - რწმუნებელი შემაძრწუნებელი დეტალებით

- ეს მამაკაცი ფსიქიურად ჯანმრთელი ვერ არის. ბავშვობიდან პრობლემები აქვს. დღეს დილით მშობლებს ნაჯახით მოაჭრა თავი, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა, თავს იხრჩობდა და პოლიციამ გადაარჩინა.

- რამდენი წლის არის მამაკაცი?

- დაახლოებით 35 წლის მამაკაცია. წამალზე ჰყავდათ, აქამდე აგრესიით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ჩუმად ასმევდნენ წამალს, საჭმელში ურევდნენ და როცა ამას მიხვდა საერთოდ აღარ ჭამდა სახლში საჭმელს. როგორც ამბობენ, სწორედ ამის შემდეგ გახდა აგრესიული.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ