მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის აეროპორტში დაკავებულ ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტია
ქუთაისის აეროპორტში დაკავებულ ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტია

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვა "თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბა" ფე­ის­ბუ­ქის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში და­კა­ვე­ბულ ახალ­გაზ­რდებს შო­რის ერთ-ერთი მათი მოძ­რა­ო­ბის წევ­რი გო­გო­ნა და მისი თან­მხლე­ბი კი­დევ რამ­დე­ნი­მე გო­გო­ნა არი­ან:

"დღეს, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა ჩვე­ნი ერთ-ერთი აქ­ტი­ვის­ტი - ქეთა გა­ბუ­ნია და მისი თან­ხმლე­ბი პი­რე­ბი (ერთ-ერთი ღა­მის კლუ­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი). პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ქონ­დათ ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია რის სა­ფუძ­ველ­ზეც უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ ჩხრე­კა. მას შემ­დეგ რაც ჩხრე­კამ მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო, გა­და­იყ­ვა­ნეს ქუ­თა­ის­ში ტო­მოგ­რა­ფი­ის გა­და­სა­ღე­ბად. ამ მო­მენ­ტის­თვის აღარ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­კა­ვე­ბუ­ლებ­თან ვა­წარ­მო­ოთ კო­მუ­ნი­კა­ცია. ვცდი­ლობთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გარ­კვე­ვას.

ქე­თამ შეძ­ლო ეს ესაა და­კავ­ში­რე­ბა ჩვენ­თან და გვი­თხრა რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­დუ­რა" - ვკი­თხუ­ლობთ "თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბის" ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე.

თა­ვად და­კა­ვე­ბუ­ლი ქეთა გა­ბუ­ნია ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე წერს: "მე­გობ­რე­ბო, მშვი­დო­ბაა. ვარ ქუ­თა­ის­ში ტო­მოგ­რა­ფი­ა­ზე. ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გაგ­ვა­ჩე­რეს, გაგ­ვჩხრი­კეს და ვე­რა­ფე­რი რომ ვერ ნა­ხეს, ტო­მოგ­რა­ფი­ას გვი­ღე­ბენ. ჩაგ­ვიშ­ვა ვი­ღა­ცამ, ვინც ახ­ლაც ბერ­ლინ­შია" - წერს გა­ბუ­ნია.

შე­გახ­სე­ნებთ, ცოტა ხნის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში 10 ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა და­ა­კა­ვეს. შსს-ში და­ა­დას­ტუ­რეს ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ში ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე უწყე­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ავ­რცე­ლე­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" უწყე­ბა­ში გა­ნუ­მარ­ტეს, და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას აე­რო­პორ­ტში მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ავ­რცე­ლე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ქუთაისის აეროპორტში დაკავებულ ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტია

ქუთაისის აეროპორტში დაკავებულ ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტია

საზოგადოებრივი ინიციატივა "თეთრი ხმაურის მოძრაობა" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში დაკავებულ ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი მათი მოძრაობის წევრი გოგონა და მისი თანმხლები კიდევ რამდენიმე გოგონა არიან:

"დღეს, რამდენიმე საათის წინ, ქუთაისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ პოლიციამ დააკავა ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი - ქეთა გაბუნია და მისი თანხმლები პირები (ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები). პოლიციელებმა განუცხადეს, რომ ქონდათ ოპერატიული ინფორმაცია რის საფუძველზეც უნდა განეხორციელებინათ ჩხრეკა. მას შემდეგ რაც ჩხრეკამ მათთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო, გადაიყვანეს ქუთაისში ტომოგრაფიის გადასაღებად. ამ მომენტისთვის აღარ გვაქვს შესაძლებლობა დაკავებულებთან ვაწარმოოთ კომუნიკაცია. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას.

ქეთამ შეძლო ეს ესაა დაკავშირება ჩვენთან და გვითხრა რომ მიმდინარეობს დაკავებულების ტომოგრაფიული შემოწმების პროცედურა" - ვკითხულობთ "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ფეისბუქის გვერდზე.

თავად დაკავებული ქეთა გაბუნია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს: "მეგობრებო, მშვიდობაა. ვარ ქუთაისში ტომოგრაფიაზე. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაგვაჩერეს, გაგვჩხრიკეს და ვერაფერი რომ ვერ ნახეს, ტომოგრაფიას გვიღებენ. ჩაგვიშვა ვიღაცამ, ვინც ახლაც ბერლინშია" - წერს გაბუნია.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში 10 ქართველი ახალგაზრდა დააკავეს. შსს-ში დაადასტურეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქუთაისის აეროპორში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიება ჩატარდა, თუმცა ამ ეტაპზე უწყებაში კონკრეტული პირების დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუმარტეს, დამატებით ინფორმაციას აეროპორტში მიმდინარე ღონისძიებასთან დაკავშირებით, მოგვიანებით გაავრცელებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ