პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირმას სიცილ-ხარხარით უპასუხია, დედაჩემის "ტრუპი" ავიკიდეთო" - საზარელ მკვლელობაში ბრალდებულთა ჩვენების ახალი დეტალები
"ირმას სიცილ-ხარხარით უპასუხია, დედაჩემის "ტრუპი" ავიკიდეთო" - საზარელ მკვლელობაში ბრალდებულთა ჩვენების ახალი დეტალები

76 წლის ქა­ლის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი კი­დევ ერთ პირს ეძე­ბენ. ამის შე­სა­ხებ გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" წერს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცია კი­დევ ერთ პირს და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის ეძებს. მას მოკ­ლუ­ლის შვილ­მა ირმა ყო­ჩი­აშ­ვილ­მა და მის­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა ბექა შენ­გე­ლი­ამ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ უამ­ბეს.

"პო­ლი­ცი­ის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ში ის­მის, რო­გორ უყ­ვე­ბი­ან ვი­ღაც მა­მა­კაცს, რომ ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, ის კი ამ­ბობს, ცხე­დარს მჟა­ვა რა­ტომ არ და­ას­ხი­თო", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

"კვი­რის პა­ლიტ­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამა­ვე ჩა­ნა­წე­რე­ბით, ირმა ყო­ჩი­აშ­ვი­ლი გეგ­მას აწყობ­და, რომ მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა მა­მის­თვის და­ებ­რა­ლე­ბი­ნა, "მას შემ­დეგ კი, რაც ომარ ყო­ჩი­აშ­ვილ­მა ეჭვი მას­ზე აიღო, ირ­მამ ბე­ქას მა­მის მკვლე­ლო­ბაც შეს­თა­ვა­ზა".

წა­ი­კი­თხეთ: სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი ქა­ლის მე­უღ­ლის კო­მენ­ტა­რი - "ამას ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი...თბი­ლი, მამა-შვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და"

აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა შენ­გე­ლია, ორ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვია. პირ­ვე­ლად ქურ­დო­ბის­თვის პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი და­ე­დო, მე­ო­რედ კი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს, მაგ­რამ ამ­ნის­ტი­ით სას­ჯე­ლი შე­უმ­ცირ­და და 2014 წლის ბო­ლოს, დე­კემ­ბერ­ში ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და. და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი პირი ავ­თან­დილ ამი­რა­ნაშ­ვი­ლი კი ბექა შენ­გე­ლი­ას თა­ნაკ­ლა­სე­ლია. რო­გორც მისი ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, ბექა შენ­გე­ლი­ამ და ირმა ყო­ჩი­აშ­ვილ­მა მას "სი­ცი­ლით" უთხრეს, რომ ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, რაც მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღუქ­ვამს.

წა­ი­კი­თხეთ: "დე­დის მერე, მა­მაც უნდა მო­მეკ­ლაო..." - ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი რი­ტუ­ა­ლურ მკვლე­ლო­ბა­ზე, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა

"27 ოქ­ტომ­ბერს ბექა და ავ­თან­დი­ლი ერ­თმა­ნეთს შემ­თხვე­ვით რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეხ­ვდნენ. ბე­ქას უთ­ქვამს, ბა­რის გახ­სნა მინ­და, სა­დაც დამ­წყე­ბი მხატ­ვრე­ბი თა­ვი­ანთ ნა­მუ­შევ­რებს გა­მო­ფე­ნე­ნო. იმ დღეს ბე­ქამ და ავ­თან­დილ­მა და­ლი­ეს და სწო­რედ მა­შინ გა­იც­ნო ირმა ყო­ჩი­აშ­ვი­ლი. მერე მთაწ­მინ­და­ზე, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში წა­ვიდ­ნენ. მა­შინ მო­ის­მი­ნა ამი­რა­ნაშ­ვილ­მა ირ­მა­სა და ბე­ქას სა­უ­ბა­რი, "ტრუ­პი" ავი­კი­დე­თო. ავ­თან­დილს უკი­თხავს, ვი­სიო და ირ­მას სი­ცილ-ხარ­ხა­რით უპა­სუ­ხია, დე­და­ჩე­მი­სო. ეს სი­მარ­თლედ არ აღუქ­ვამს ამი­რა­ნაშ­ვილს. ბიჭი იმ ღა­მეს იქ დარ­ჩა, მე­ო­რე დღეს კი სახ­ლში წა­ვი­და. 2 ნო­ემ­ბერს ისევ შეხ­ვდა ავ­თან­დი­ლი ბე­ქას და უთხრა, მოვ­ნა­ხე ბა­რის­თვის ად­გი­ლი და მე­პატ­რო­ნეს და­გა­ლა­პა­რა­კებ­თო. შენ­გე­ლი­ამ მე არ მცა­ლია და ირმა გა­მოგ­ყვე­ბაო, ბარ­ში მი­სუ­ლე­ბი კი აიყ­ვა­ნეს", - აცხა­დებს ამი­რა­ნაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ქარ­თლოს ვა­შა­კი­ძე.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" 14 ნო­ემ­ბრის ნო­მერ­ში ან გახ­დით სა­ი­ტის ხელ­მომ­წე­რი და მი­ი­ღეთ წვდო­მა სტა­ტი­ებ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ირმას სიცილ-ხარხარით უპასუხია, დედაჩემის "ტრუპი" ავიკიდეთო" - საზარელ მკვლელობაში ბრალდებულთა ჩვენების ახალი დეტალები

"ირმას სიცილ-ხარხარით უპასუხია, დედაჩემის "ტრუპი" ავიკიდეთო" - საზარელ მკვლელობაში ბრალდებულთა ჩვენების ახალი დეტალები

76 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველები კიდევ ერთ პირს ეძებენ. ამის შესახებ გაზეთი "კვირის პალიტრა" წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიცია კიდევ ერთ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ეძებს. მას მოკლულის შვილმა ირმა ყოჩიაშვილმა და მისმა შეყვარებულმა ბექა შენგელიამ ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბეს.

"პოლიციის მიერ მოპოვებული ფარული მიყურადების ჩანაწერებში ისმის, როგორ უყვებიან ვიღაც მამაკაცს, რომ ადამიანი მოკლეს, ის კი ამბობს, ცხედარს მჟავა რატომ არ დაასხითო", - ნათქვამია სტატიაში.

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, ამავე ჩანაწერებით, ირმა ყოჩიაშვილი გეგმას აწყობდა, რომ მომხდარი მკვლელობა მამისთვის დაებრალებინა, "მას შემდეგ კი, რაც ომარ ყოჩიაშვილმა ეჭვი მასზე აიღო, ირმამ ბექას მამის მკვლელობაც შესთავაზა".

წაიკითხეთ: სასტიკად მოკლული ქალის მეუღლის კომენტარი - "ამას ვერ წარმოვიდგენდი...თბილი, მამა-შვილური ურთიერთობა გვქონდა"

აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებული ბექა შენგელია, ორჯერ ნასამართლევია. პირველად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრი დაედო, მეორედ კი გაუპატიურებისთვის დააკავეს, მაგრამ ამნისტიით სასჯელი შეუმცირდა და 2014 წლის ბოლოს, დეკემბერში ციხიდან გამოვიდა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი ავთანდილ ამირანაშვილი კი ბექა შენგელიას თანაკლასელია. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ბექა შენგელიამ და ირმა ყოჩიაშვილმა მას "სიცილით" უთხრეს, რომ ადამიანი მოკლეს, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს სერიოზულად არ აღუქვამს.

წაიკითხეთ: "დედის მერე, მამაც უნდა მომეკლაო..." - ახალი დეტალები რიტუალურ მკვლელობაზე, რომელმაც საზოგადოება შეძრა

"27 ოქტომბერს ბექა და ავთანდილი ერთმანეთს შემთხვევით რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ. ბექას უთქვამს, ბარის გახსნა მინდა, სადაც დამწყები მხატვრები თავიანთ ნამუშევრებს გამოფენენო. იმ დღეს ბექამ და ავთანდილმა დალიეს და სწორედ მაშინ გაიცნო ირმა ყოჩიაშვილი. მერე მთაწმინდაზე, ნაქირავებ ბინაში წავიდნენ. მაშინ მოისმინა ამირანაშვილმა ირმასა და ბექას საუბარი, "ტრუპი" ავიკიდეთო. ავთანდილს უკითხავს, ვისიო და ირმას სიცილ-ხარხარით უპასუხია, დედაჩემისო. ეს სიმართლედ არ აღუქვამს ამირანაშვილს. ბიჭი იმ ღამეს იქ დარჩა, მეორე დღეს კი სახლში წავიდა. 2 ნოემბერს ისევ შეხვდა ავთანდილი ბექას და უთხრა, მოვნახე ბარისთვის ადგილი და მეპატრონეს დაგალაპარაკებთო. შენგელიამ მე არ მცალია და ირმა გამოგყვებაო, ბარში მისულები კი აიყვანეს", - აცხადებს ამირანაშვილის ადვოკატი ქართლოს ვაშაკიძე.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 14 ნოემბრის ნომერში ან გახდით საიტის ხელმომწერი და მიიღეთ წვდომა სტატიებზე

"მათი სახლიდან ხმაური არასდროს გაგვიგია, გაკვირვებული ვარ" - რას ჰყვება მეზობელი ოჯახზე, სადაც შვილმა დედა მოკლა

თბილისში ახალგაზრდა ბიჭმა დედა მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი წაუკიდა

რატომ იმატა სასტიკმა მკვლელობებმა საქართველოში?