Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მძღოლი, რომელიც ვაკეში "სასწრაფოს" დაეჯახა და გაიქცა, იდენტიფიცირებულია
მძღოლი, რომელიც ვაკეში "სასწრაფოს" დაეჯახა და გაიქცა, იდენტიფიცირებულია

წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით ვა­კე­ში ავა­რია მოხ­და. რო­გორც AMBEBI.GE-ს თვითმხილ­ველ­მა უამ­ბო, ბარ­ნო­ვი­სა და ნა­ფა­რე­უ­ლის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე სწრა­ფად მოძ­რა­ვი "რენჯ-რო­ვე­რის" მარ­კის ჯიპი სას­წრა­ფოს მან­ქა­ნას და­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად სას­წრა­ფო ამობ­რუნ­და. თვითმხილ­ვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "რენჯ-რო­ვე­რის" მძღო­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­იქ­ცა და მან­ქა­ნა მი­ა­ტო­ვა.

ვა­კე­ში მომ­ხდა­რი მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის მო­ნა­წი­ლე მძღო­ლი ინ­დე­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბარ­ნო­ვი­სა და ნა­ფა­რე­უ­ლის ქუ­ჩის კვე­თა­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ოთხი ადა­მი­ა­ნია და­შა­ვე­ბუ­ლი და ყვე­ლა მათ­გა­ნი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პა­ჟის წევ­რია. რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, და­შა­ვე­ბულ­თა და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ხა­რის­ხი მსუ­ბუ­ქია და მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას შემ­თხვე­ვი­სას პა­ცი­ენ­ტი არ გა­დაჰ­ყავ­და, გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­დი­ო­და, რა დრო­საც მას "რე­ინჯ რო­ვე­რის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა ამობ­რუნ­და. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გან­გვი­ცხა­დეს, რომ ამ­ჟა­მად და­შა­ვე­ბულ­თა­გან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი რჩე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი სამი კი სახ­ლში გა­ნაგ­რძობს მკურ­ნა­ლო­ბას.

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე

AMBEBI.GE

მძღოლი, რომელიც ვაკეში "სასწრაფოს" დაეჯახა და გაიქცა, იდენტიფიცირებულია

მძღოლი, რომელიც ვაკეში "სასწრაფოს" დაეჯახა და გაიქცა, იდენტიფიცირებულია

წუხელ, გვიან ღამით ვაკეში ავარია მოხდა. როგორც AMBEBI.GE-ს თვითმხილველმა უამბო, ბარნოვისა და ნაფარეულის ქუჩების კვეთაზე სწრაფად მოძრავი "რენჯ-როვერის" მარკის ჯიპი სასწრაფოს მანქანას დაეჯახა. შეჯახების შედეგად სასწრაფო ამობრუნდა. თვითმხილველის ინფორმაციით, "რენჯ-როვერის" მძღოლი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მანქანა მიატოვა.

ვაკეში მომხდარი მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ინდეტიფიცირებულია. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ბარნოვისა და ნაფარეულის ქუჩის კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანია დაშავებული და ყველა მათგანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრია. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაშავებულთა დაზიანებების ხარისხი მსუბუქია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია სასწრაფო დახმარების ბრიგადას შემთხვევისას პაციენტი არ გადაჰყავდა, გამოძახებაზე მიდიოდა, რა დროსაც მას "რეინჯ როვერის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. შეჯახების შედეგად სასწრაფო დახმარების მანქანა ამობრუნდა. სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ ამჟამად დაშავებულთაგან საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ადამიანი რჩება, დანარჩენი სამი კი სახლში განაგრძობს მკურნალობას.

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ