პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმდენად ვერ იტანდა დედას, უთქვამს, მოვკლათ და გავაქროთ, მკვდარიც არ მინდაო" - შემაძრწუნებელი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები
 "იმდენად ვერ იტანდა დედას, უთქვამს, მოვკლათ და გავაქროთ, მკვდარიც არ მინდაო" - შემაძრწუნებელი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გახ­სნი­ლი სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლის ექ­სკლუ­ზი­უ­რი დე­ტა­ლებ­ზე სტა­ტია გა­ზეთ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რამ" მო­ამ­ზა­და, რომ­ლი­და­ნაც გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს:

დე­და­ქა­ლა­ქი შეძ­რა სას­ტიკ­მა მკვლე­ლო­ბამ - გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 76 წლის ლუბა ყო­ჩი­აშ­ვი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ში მხი­ლე­ბუ­ლია მისი 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ირმა (მა­რი­ამ) ყო­ჩი­აშ­ვი­ლი. ის უკვე და­ა­კა­ვეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა. ძა­ლო­ვა­ნებ­მა 5 პირი და­ა­კა­ვეს, ყვე­ლა მათ­გა­ნი ირმა ყო­ჩი­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რია. 3 ბრალ­დე­ბულს ჯგუ­ფურ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი, მათ­გან ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნია, კი­დევ 2 პირს და­ნა­შა­უ­ლის და­მალ­ვა­ში ამ­ხე­ლენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

აი, რა გვი­ამ­ბო ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა: "დნმ-ის ანა­ლი­ზით და­დას­ტურ­და, რომ და­ნახ­ში­რე­ბუ­ლი ძვლე­ბი ჩვე­ნი ნო­ნა­სი (ში­ნა­უ­რე­ბი ასე ვე­ძახ­დით) იყო. ნა­გავ­საყ­რელ­ზე სა­ეჭ­ვო კვა­ლი მო­ხუც­მა მა­მა­კაც­მა იპო­ვა და შე­ა­ტყო­ბი­ნა პო­ლი­ცი­ას. მა­შინ­ვე არ უთ­ქვამთ, რომ ქალი იპო­ვეს. თა­ვი­დან­ვე შვილ­ზე იყო ეჭვი, ეს მი­ნიშ­ნე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მა­მა­მის­მა მის­ცა, მან გა­იყ­ვა­ნა გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი კვალ­ზე და ამის შემ­დეგ ირ­მას პო­ლი­ცია უთ­ვალ­თვა­ლებ­და. მის ტან­საც­მელ­ში მა­ლუ­ლად ჩიპი და­მონ­ტაჟ­და. ირმა თა­ვის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებს ხვდე­ბო­და და პო­ლი­ცია მათ სა­უ­ბარს ის­მენ­და. რაც ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შოა, ომა­რის მოკ­ვლაც ჰქონ­დათ და­გეგ­მი­ლი. ირ­მამ თა­ვად შეს­თა­ვა­ზა მათ, მა­მა­მი­სიც მო­ეკ­ლათ. შეყ­ვა­რე­ბულ­მა ტე­ლე­ფო­ნით უთხრა ირ­მას, უნდა მო­ვი­დეო, სახ­ლში უნდა მო­ეკ­ლათ ისიც... ქალი რომ და­ი­კარ­გა, ირმა იმ ღა­მეს შინ არ ყო­ფი­ლა. მა­მა­მი­სი ამ­ბობს, მე­ო­რე დღეს მთვრა­ლი მო­ვი­და და მთე­ლი დღე ეძი­ნაო…

იმ­დე­ნად ვერ იტან­და დე­და­მისს, მე­გობ­რე­ბის­თვის უთ­ქვამს, მოვ­კლათ და მისი ცხე­და­რი გა­ვაქ­როთ, მკვდა­რიც არ მინ­დაო. მან იცო­და ნაშ­ვი­ლე­ბი რომ იყო. ეს დე­და­მის­მა უთხრა კი­დეც. თურ­მე ამის შემ­დეგ უფრო აით­ვალ­წუ­ნა დედა და მის სი­ტყვას სა­ერ­თოდ არ აქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას

იხი­ლეთ სრუ­ლად გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" ან გახ­დით სა­ი­ტის ხელ­მომ­წე­რი, შე­ი­ძი­ნეთ სა­სი­რვე­ლი პა­კე­ტი და წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია: შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი მკვლე­ლო­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი დე­ტა­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

"იმდენად ვერ იტანდა დედას, უთქვამს, მოვკლათ და გავაქროთ, მკვდარიც არ მინდაო" - შემაძრწუნებელი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

 "იმდენად ვერ იტანდა დედას, უთქვამს, მოვკლათ და გავაქროთ, მკვდარიც არ მინდაო" - შემაძრწუნებელი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

რამდენიმე დღის წინ გახსნილი საზარელი დანაშაულის ექსკლუზიური დეტალებზე სტატია გაზეთმა "კვირის პალიტრამ" მოამზადა, რომლიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს:

დედაქალაქი შეძრა სასტიკმა მკვლელობამ - გამოძიების ინფორმაციით, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში მხილებულია მისი 18 წლის ქალიშვილი, ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილი. ის უკვე დააკავეს სამართალდამცავებმა. ძალოვანებმა 5 პირი დააკავეს, ყველა მათგანი ირმა ყოჩიაშვილის მეგობარია. 3 ბრალდებულს ჯგუფურ მკვლელობაში ედება ბრალი, მათგან ერთი არასრულწლოვანია, კიდევ 2 პირს დანაშაულის დამალვაში ამხელენ.

იხილეთ ვიდეო

აი, რა გვიამბო ოჯახის ახლობელმა: "დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ დანახშირებული ძვლები ჩვენი ნონასი (შინაურები ასე ვეძახდით) იყო. ნაგავსაყრელზე საეჭვო კვალი მოხუცმა მამაკაცმა იპოვა და შეატყობინა პოლიციას. მაშინვე არ უთქვამთ, რომ ქალი იპოვეს. თავიდანვე შვილზე იყო ეჭვი, ეს მინიშნება სამართალდამცავებს მამამისმა მისცა, მან გაიყვანა გამომძიებლები კვალზე და ამის შემდეგ ირმას პოლიცია უთვალთვალებდა. მის ტანსაცმელში მალულად ჩიპი დამონტაჟდა. ირმა თავის თანამზრახველებს ხვდებოდა და პოლიცია მათ საუბარს ისმენდა. რაც ყველაზე საგანგაშოა, ომარის მოკვლაც ჰქონდათ დაგეგმილი. ირმამ თავად შესთავაზა მათ, მამამისიც მოეკლათ. შეყვარებულმა ტელეფონით უთხრა ირმას, უნდა მოვიდეო, სახლში უნდა მოეკლათ ისიც... ქალი რომ დაიკარგა, ირმა იმ ღამეს შინ არ ყოფილა. მამამისი ამბობს, მეორე დღეს მთვრალი მოვიდა და მთელი დღე ეძინაო…

იმდენად ვერ იტანდა დედამისს, მეგობრებისთვის უთქვამს, მოვკლათ და მისი ცხედარი გავაქროთ, მკვდარიც არ მინდაო. მან იცოდა ნაშვილები რომ იყო. ეს დედამისმა უთხრა კიდეც. თურმე ამის შემდეგ უფრო აითვალწუნა დედა და მის სიტყვას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასირველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: შემაძრწუნებელი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ