სამართალი
Faceამბები
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ შვილსა და ოთხ თანამონაწილეს პატიმრობა შეეფარდათ
 დედის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ შვილსა და ოთხ თანამონაწილეს პატიმრობა შეეფარდათ

76 წლის ქა­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ხუ­თი­ვე პირს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან ერთ-ერ­თის ად­ვო­კატ­მა ნიკა სად­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პირი არ არის ბრალ­დე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბა­ში, არა­მედ არის და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ის აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რებს.

ად­ვო­კა­ტის თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან იყო და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და არ არ­სე­ბობ­და მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რის არც მი­მალ­ვის საფრ­თხე და არც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხე.

მო­რი­გი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 8 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

შსს-მ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი გახ­სნა. რო­გორც უწყე­ბა­ში 4 ნო­ემ­ბერს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს, და­კა­ვე­ბუ­ლია 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ირმა ყ., 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბექა შ. და 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნინა ჩ. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის, ხოლო 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ავ­თან­დილ ა. და 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დათა კ. - ამა­ვე მკვლე­ლო­ბის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

წა­ი­კი­თხეთ: "შვი­ლი და­ე­ღუ­პათ, მერე ეს გოგო აიყ­ვა­ნეს... სა­ში­ნელ სექ­ტა­შია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი" - რას ჰყვე­ბი­ან სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი ქა­ლის მე­ზობ­ლე­ბი

რო­გორც შსს-ში გა­ნა­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ სამ­მა ბრალ­დე­ბულ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 19 ოქ­ტომ­ბერს, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის თა­ნახ­მად, რა­საც წინ უძღო­და დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შო­რის წარ­მოქ­მნი­ლი უთან­ხმო­ე­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა, თბი­ლის­ში, ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კორ­პუ­სის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მცხოვ­რე­ბი, ბრალ­დე­ბულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლუბა ყ. ჯერ ელექტრო­შო­კით გა­თი­შეს, ხოლო შემ­დგომ - გა­გუ­დეს და და­ნის დარ­ტყმით მოკ­ლეს. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი ლუბა ყ.-ს ცხე­და­რი დიდი ზო­მის ჩან­თა­ში მო­ა­თავ­სეს და თბი­ლის­ში, ბექა შ.-ს ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში გა­და­ი­ტა­ნეს, სა­დაც გვა­მი და­ა­ნა­წევ­რეს. იმა­ვე სა­ღა­მოს, და­ბინ­დე­ბის შემ­დგომ, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი გვა­მი ორი ჩან­თის მეშ­ვე­ო­ბით გლ­და­ნის N8 სა­პყრო­ბი­ლის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ გა­უქ­მე­ბულ ნა­გავ­საყ­რელ­ზე გა­და­ი­ტა­ნეს, წი­ნას­წარ, მო­ცე­მუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მიზ­ნით შე­ძე­ნი­ლი ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხეს, ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს და კვა­ლის და­სა­ფა­რად, თხრილ­ში დაწ­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ეს იყო რი­ტუ­ა­ლუ­რი მკვლე­ლო­ბა.

წა­ი­კი­თხეთ: "ბრალ­დე­ბულ­თა­გან ერთ-ერ­თმა, გარ­დაც­ვლი­ლის სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი შე­ჭა­მა..." - ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია ქა­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­ცე­სი­დან

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გან­ზრახ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ ბრალ­დე­ბულ­თა­გან ორი - ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. მე­სა­მე ბრალ­დე­ბუ­ლი, არას­რულ­წლო­ვა­ნი ნინა ჩ. დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე, 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, 375-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

დედის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ შვილსა და ოთხ თანამონაწილეს პატიმრობა შეეფარდათ

 დედის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ შვილსა და ოთხ თანამონაწილეს პატიმრობა შეეფარდათ

76 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებიდან ერთ-ერთის ადვოკატმა ნიკა სადრაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ არის ბრალდებული მკვლელობაში, არამედ არის დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული. შესაბამისად, ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის მხრიდან იყო დაუსაბუთებელი შუამდგომლობა და არ არსებობდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის არც მიმალვის საფრთხე და არც მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

მორიგი სასამართლო პროცესი 8 დეკემბერს გაიმართება.

შსს-მ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც უწყებაში 4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული ირმა ყ., 1993 წელს დაბადებული ბექა შ. და 1999 წელს დაბადებული ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო 1994 წელს დაბადებული ავთანდილ ა. და 1993 წელს დაბადებული დათა კ. - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

წაიკითხეთ: "შვილი დაეღუპათ, მერე ეს გოგო აიყვანეს... საშინელ სექტაშია გაწევრიანებული" - რას ჰყვებიან სასტიკად მოკლული ქალის მეზობლები

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა.

წაიკითხეთ: "ბრალდებულთაგან ერთ-ერთმა, გარდაცვლილის სხეულის ნაწილები შეჭამა..." - ახალი ინფორმაცია ქალის მკვლელობის საქმის პროცესიდან

აღნიშნულ საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი - ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, არასრულწლოვანი ნინა ჩ. დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ