საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
70 წლის ქალის რიტუალური მკვლელობის შემზარავი დეტალები - ელექტროშოკით გათიშეს, გვამი დანით დაანაწევრეს და ნაგავსაყრელზე დაწვეს
70 წლის ქალის რიტუალური მკვლელობის შემზარავი დეტალები - ელექტროშოკით გათიშეს, გვამი დანით დაანაწევრეს და ნაგავსაყრელზე დაწვეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ირმა ყ., 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბექა შ. და 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნინა ჩ. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის, ხოლო 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ავ­თან­დილ ა. და 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დათა კ. - ამა­ვე მკვლე­ლო­ბის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ სამ­მა ბრალ­დე­ბულ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 19 ოქ­ტომ­ბერს, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის თა­ნახ­მად, რა­საც წინ უძღო­და დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შო­რის წარ­მოქ­მნი­ლი უთან­ხმო­ე­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა, თბი­ლის­ში, ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კორ­პუ­სის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მცხოვ­რე­ბი, ბრალ­დე­ბულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლუბა ყ. ჯერ ელექტრო­შო­კით გა­თი­შეს, ხოლო შემ­დგომ - გა­გუ­დეს და და­ნის დარ­ტყმით მოკ­ლეს. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი ლუბა ყ.-ს ცხე­და­რი დიდი ზო­მის ჩან­თა­ში მო­ა­თავ­სეს და თბი­ლის­ში, ბექა შ.-ს ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში გა­და­ი­ტა­ნეს, სა­დაც გვა­მი და­ა­ნა­წევ­რეს.

იმა­ვე სა­ღა­მოს, და­ბინ­დე­ბის შემ­დგომ, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი გვა­მი ორი ჩან­თის მეშ­ვე­ო­ბით გლ­და­ნის N8 სა­პყრო­ბი­ლის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ გა­უქ­მე­ბულ ნა­გავ­საყ­რელ­ზე გა­და­ი­ტა­ნეს, წი­ნას­წარ, მო­ცე­მუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მიზ­ნით შე­ძე­ნი­ლი ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხეს, ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს და კვა­ლის და­სა­ფა­რად, თხრილ­ში დაწ­ვეს.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს მოხ­და მკვლე­ლო­ბის, გვა­მის და­ნა­წევ­რე­ბი­სა და დაწ­ვის ად­გი­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, სა­ი­და­ნაც ამო­ი­ღეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, და­ი­კი­თხნენ მოწ­მე­ე­ბი, ჩა­ტარ­და არა­ერ­თი და მათ შო­რის, გე­ნე­ტი­კუ­რი (დნმ) ექ­სპერ­ტი­ზა, ამო­ღე­ბუ­ლია ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი და სხვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ნა­ნა­ხი და ამო­ღე­ბუ­ლი გვა­მის ფრაგ­მენ­ტე­ბი ეკუთ­ვნის გარ­დაც­ვლილ ლუბა ყ.-ს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს მიერ, ოჯა­ხის წევ­რის გა­ნა­ცხა­დის სა­ფუძ­ველ­ზე, 2016 წლის 19 ოქ­ტომ­ბრი­დან იძებ­ნე­ბო­და, რო­გორც უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ეს იყო რი­ტუ­ა­ლუ­რი მკვლე­ლო­ბა.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გან­ზრახ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ ბრალ­დე­ბულ­თა­გან ორი - ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. მე­სა­მე ბრალ­დე­ბუ­ლი, არას­რულ­წლო­ვა­ნი ნინა ჩ. დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე, 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, 375-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

70 წლის ქალის რიტუალური მკვლელობის შემზარავი დეტალები - ელექტროშოკით გათიშეს, გვამი დანით დაანაწევრეს და ნაგავსაყრელზე დაწვეს

70 წლის ქალის რიტუალური მკვლელობის შემზარავი დეტალები - ელექტროშოკით გათიშეს, გვამი დანით დაანაწევრეს და ნაგავსაყრელზე დაწვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალებზე განცხადებას ავრცელებს.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ირმა ყ., 1993 წელს დაბადებული ბექა შ. და 1999 წელს დაბადებული ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო 1994 წელს დაბადებული ავთანდილ ა. და 1993 წელს დაბადებული დათა კ. - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.

იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს მოხდა მკვლელობის, გვამის დანაწევრებისა და დაწვის ადგილების დათვალიერება, საიდანაც ამოიღეს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა არაერთი და მათ შორის, გენეტიკური (დნმ) ექსპერტიზა, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები და სხვა.

სამართალდამცველების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნანახი და ამოღებული გვამის ფრაგმენტები ეკუთვნის გარდაცვლილ ლუბა ყ.-ს, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს მიერ, ოჯახის წევრის განაცხადის საფუძველზე, 2016 წლის 19 ოქტომბრიდან იძებნებოდა, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული.

გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა.

აღნიშნულ საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი - ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, არასრულწლოვანი ნინა ჩ. დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ