საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მორალურად განადგურებულია, ცდილობენ წუთითაც არ დატოვონ მარტო" - საზარელი ავარიის რა დეტალებს ამხელს მეკო კვირიკაშვილის ადვოკატი
"მორალურად განადგურებულია, ცდილობენ წუთითაც არ დატოვონ მარტო" - საზარელი ავარიის რა დეტალებს ამხელს მეკო კვირიკაშვილის ადვოკატი

2016 წლის 21 ივ­ლისს სამ­ტრე­დია-ქუ­თა­ი­სის გზა­ზე მომ­ხდარ­მა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. ერ­თმა­ნეთს ორი მსუ­ბუ­ქი მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, მათ­გან ერთ-ერთს მო­რაგ­ბე მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი მარ­თავ­და. ძლი­ე­რი შე­ჯა­ხე­ბის დროს ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი, გი­ორ­გი პა­პას­კი­რი და ნუცა კა­ლან­და­რია, ასე­ვე მათი მე­გო­ბა­რი ანი ჩხა­ი­ძე. შემ­თხვე­ვის დროს კვი­რი­კაშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბილ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მისი მე­უღ­ლე ანა­ნო ბუ­ა­ძე და მო­რაგ­ბე გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. ოთხი­ვე და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს. რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ანა­ნო ბუ­ა­ძე.

მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი სტა­დი­ონს და­უბ­რუნ­და, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლის მხრი­დან კრი­ტი­კუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა. მა­ვა­ნი მო­რაგ­ბის დას­ჯას ითხოვს, მე­ო­რე­ნი კი ფიქ­რო­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე მო­რაგ­ბის­კენ თი­თის გაშ­ვე­რა არას­წო­რია.

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა ეტაპ­ზეა გა­მო­ძი­ე­ბა სამ­ტრე­დია-ქუ­თა­ი­სის გზა­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, Ambebi.ge მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატს, ნუკ­რი კვი­ნი­კა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- ბა­ტო­ნო ნუკ­რი, რა ეტაპ­ზეა მეკო კვი­რი­კაშ­ვი­ლის ავ­ტო­ა­ვა­რი­ის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა?

- ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­ძი­ე­ბა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ამი­ტომ დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ.

- ამ­ბო­ბენ, რომ ავა­რია მე­სა­მე მძღო­ლის გამო მოხ­და, რო­მელ­მაც გზა­ზე სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცია შექ­მნა... რას იხ­სე­ნებს მეკო ავა­რი­ის დღე­ზე?

- რო­გორც მეკო ამ­ბობს, მათ ზოლ­ში გად­მო­ვი­და მან­ქა­ნა, რო­მელ­საც გას­წრე­ბა უნ­დო­და, შე­იქ­მნა სა­ა­ვა­რიო ვი­თა­რე­ბა, ამი­ტომ მე­კომ მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი, რა დრო­საც მო­უ­ცურ­და მან­ქა­ნა და სხვა ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა.

- და­კი­თხუ­ლია მძღო­ლი, რო­მელ­მაც სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცია შექ­მნა?

- იმ მან­ქა­ნას­თან შე­ჯა­ხე­ბა არ მომ­ხდა­რა. ამ ეტაპ­ზე იმ პი­რის დად­გე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­მაც შექ­მნა სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცია. არ­სე­ბო­ბენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­წე­რენ იმ ავ­ტო­მო­ბილს.

- ამ­ბო­ბენ, მეკო ნას­ვა­მი იჯდა სა­ჭეს­თან და 300 კმ/სთ სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და...

- ენას ძვა­ლი არ აქვს. მეკო არ იყო ნას­ვა­მი და არც გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და. მას მო­უ­ცურ­და ავ­ტო­მო­ბი­ლი, მე რო­გორც ექ­სპერ­ტმა ვიცი, რომ როცა მან­ქა­ნა მო­ცურ­დე­ბა, იქ მძღო­ლი ვე­რა­ფერს მო­ა­ხერ­ხებს. შემ­ხვედ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი უფრო დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, რად­გან შე­ჯა­ხე­ბის დროს მოხ­და მოძ­რა­ო­ბის შე­ჩე­რე­ბა. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი არ­სე­ბობს, რაც ადას­ტუ­რებს ამ ყვე­ლა­ფერს.

- რო­გორ გა­დარ­ჩა უვ­ნებ­ლად მეკო კვი­რი­კაშ­ვი­ლი?

- ეს ღმერ­თის ნება იყო. შე­ჯა­ხე­ბა მოხ­და მარ­ჯვე­ნა ნა­წი­ლე­ბით, ის ად­გი­ლი, სა­დაც მეკო იჯდა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არ არის.

- ამ­ბო­ბენ, ავა­რი­ის დროს მე­კომ ავ­ტო­მო­ბილს ურტყა თავი, მარ­თა­ლია?

- მხო­ლოდ მეკო არ ჩა­ვარ­და ამ დღე­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ ტრა­გე­დია მოხ­და და მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იყო ეს თვითმხილ­ვე­ლე­ბის­თვის. მეკო მო­რა­ლუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რამ­ხე­ლა ტრა­გე­დია და­ა­ტყდა თავს? ოთხი შვი­ლი დარ­ჩა, გარ­და­ეც­ვა­ლა მე­უღ­ლე, მძი­მედ და­შავ­დნენ მისი მე­გობ­რე­ბი და და­ი­ღუ­პა ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი და მათი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა. არც უნ­დო­და ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნა, მისი ოჯა­ხის წევ­რებ­მა მომ­მარ­თეს დახ­მა­რე­ბის­თვის. სა­ბედ­ნი­ე­როდ კარ­გი მე­გობ­რე­ბი ჰყავს და ყვე­ლა ცდი­ლობს ერთი წუ­თი­თაც არ და­ტო­ვონ მარ­ტო. ის ძა­ლი­ან ცუ­დად არის და გა­ნიც­დის. კი­თხუ­ლობს რა­საც წე­რენ მას­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და კი­დევ უფრო გა­ნიც­დის.

- რო­გორ ფიქ­რობთ, დად­გე­ბა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი?

- ჯერ­ჯე­რო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, მე ვთვლი, რომ მე­კოს ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა. გა­მო­ძი­ე­ბის და ჩვე­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდე­ბა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გე­ბა თუ არა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "თუ სინ­დი­სი აქვს, ღამე მშვი­დად დიდ­ხანს ვერ და­ი­ძი­ნებს" - რას წერს მო­რაგ­ბე კვი­რი­კაშ­ვილ­ზე ავა­რი­ა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ნუცა კა­ლან­და­რი­ას დედა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მორალურად განადგურებულია, ცდილობენ წუთითაც არ დატოვონ მარტო" - საზარელი ავარიის რა დეტალებს ამხელს მეკო კვირიკაშვილის ადვოკატი

"მორალურად განადგურებულია, ცდილობენ წუთითაც არ დატოვონ მარტო" - საზარელი ავარიის რა დეტალებს ამხელს მეკო კვირიკაშვილის ადვოკატი

2016 წლის 21 ივლისს სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. ერთმანეთს ორი მსუბუქი მარკის ავტომობილი შეეჯახა, მათგან ერთ-ერთს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა. ძლიერი შეჯახების დროს ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე. შემთხვევის დროს კვირიკაშვილის ავტომობილში იმყოფებოდნენ მისი მეუღლე ანანო ბუაძე და მორაგბე გიორგი ლომინაძე მეუღლესთან ერთად. ოთხივე დაშავებული საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე.

მომხდარი ტრაგედიიდან რამდენიმე თვის შემდეგ მერაბ კვირიკაშვილი სტადიონს დაუბრუნდა, რასაც საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა.  მავანი მორაგბის დასჯას ითხოვს, მეორენი კი ფიქრობენ, რომ გამოძიების დასრულებამდე მორაგბისკენ თითის გაშვერა არასწორია.

იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა გამოძიება სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, Ambebi.ge მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატს, ნუკრი კვინიკაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო ნუკრი, რა ეტაპზეა მეკო კვირიკაშვილის ავტოავარიის საქმის გამოძიება?

- ჯერჯერობით გამოძიება არ დასრულებულა, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.

- ამბობენ, რომ ავარია მესამე მძღოლის გამო მოხდა, რომელმაც გზაზე საავარიო სიტუაცია შექმნა... რას იხსენებს მეკო ავარიის დღეზე?

- როგორც მეკო ამბობს, მათ ზოლში გადმოვიდა მანქანა, რომელსაც გასწრება უნდოდა, შეიქმნა საავარიო ვითარება, ამიტომ მეკომ მიიღო შესაბამისი ზომები, რა დროსაც მოუცურდა მანქანა და სხვა ავტომობილს შეეჯახა.

- დაკითხულია მძღოლი, რომელმაც საავარიო სიტუაცია შექმნა?

- იმ მანქანასთან შეჯახება არ მომხდარა. ამ ეტაპზე იმ პირის დადგენა მიმდინარეობს, რომელმაც შექმნა საავარიო სიტუაცია. არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც აღწერენ იმ ავტომობილს.

- ამბობენ, მეკო ნასვამი იჯდა საჭესთან და 300 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა...

- ენას ძვალი არ აქვს. მეკო არ იყო ნასვამი და არც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. მას მოუცურდა ავტომობილი, მე როგორც ექსპერტმა ვიცი, რომ როცა მანქანა მოცურდება, იქ მძღოლი ვერაფერს მოახერხებს. შემხვედრი ავტომობილი უფრო დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რადგან შეჯახების დროს მოხდა მოძრაობის შეჩერება. ექსპერტიზის დასკვნები არსებობს, რაც ადასტურებს ამ ყველაფერს.

- როგორ გადარჩა უვნებლად მეკო კვირიკაშვილი?

- ეს ღმერთის ნება იყო. შეჯახება მოხდა მარჯვენა ნაწილებით, ის ადგილი, სადაც მეკო იჯდა, დაზიანებული არ არის.

- ამბობენ, ავარიის დროს მეკომ ავტომობილს ურტყა თავი, მართალია?

- მხოლოდ მეკო არ ჩავარდა ამ დღეში, მოგეხსენებათ ტრაგედია მოხდა და მძიმე სანახავი იყო ეს თვითმხილველებისთვის. მეკო მორალურად განადგურებულია, წარმოგიდგენიათ, რამხელა ტრაგედია დაატყდა თავს? ოთხი შვილი დარჩა, გარდაეცვალა მეუღლე, მძიმედ დაშავდნენ მისი მეგობრები და დაიღუპა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მეგობარი გოგონა. არც უნდოდა ადვოკატის აყვანა, მისი ოჯახის წევრებმა მომმართეს დახმარებისთვის. საბედნიეროდ კარგი მეგობრები ჰყავს და ყველა ცდილობს ერთი წუთითაც არ დატოვონ მარტო. ის ძალიან ცუდად არის და განიცდის. კითხულობს რასაც წერენ მასზე სოციალურ ქსელში და კიდევ უფრო განიცდის.

- როგორ ფიქრობთ, დადგება გამამტყუნებელი განაჩენი?

- ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოძიება, მე ვთვლი, რომ მეკოს ბრალეულობა არ ყოფილა. გამოძიების და ჩვენი მტკიცებულებების შემდეგ გამოჩნდება გამამტყუნებელი განაჩენი დადგება თუ არა.

ასევე წაიკითხეთ: "თუ სინდისი აქვს, ღამე მშვიდად დიდხანს ვერ დაიძინებს" - რას წერს მორაგბე კვირიკაშვილზე ავარიაში გარდაცვლილი ნუცა კალანდარიას დედა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ