კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიდეოზე, რომელშიც მოხუცზე ძალადობაა ასახული, გამოძიება დაიწყო - შსს-ს კომენტარი
ვიდეოზე, რომელშიც მოხუცზე ძალადობაა ასახული, გამოძიება დაიწყო - შსს-ს კომენტარი

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია, რო­გორ შე­უ­რა­ცხყო­ფენ ახალ­გაზ­რდე­ბი მო­ხუც ქალს, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლით აღიძ­რა, რაც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლეი არი­ან პი­რე­ბი, ვინც ვი­დე­ო­კად­რებ­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ.

"უკვე მოხ­და მათი გა­მო­კი­თხვა და ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი" - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, ფე­ის­ბუ­ქისს გვერ­დზე გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა თეა პერ­ტა­ი­ამ: "ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა სა­ვა­რა­უ­დო ფაქ­ტზე შსს-ს მხრი­დან ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა იქ­ნე­ბა!

ბევ­რმა ნახა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ხან­დაზ­მულ ადა­მი­ანს, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მი­სი­ვე ოჯა­ხის წევ­რე­ბი პნევ­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან ეს­ვრი­ან...

ფაქ­ტზე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. შემ­თხვე­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და - 126-ე პრი­მა მუხ­ლით, რაც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს - გზავ­ნი­ლი პო­ტენ­ცი­უ­რი მო­ძა­ლა­დე­ე­ბის­თვის!" - წერს პერ­ტა­ია.

შე­გახ­სე­ნებთ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია, რო­გორ აწ­ვა­ლებს ორი ახალ­გაზ­რდა მო­ხუც ქალს. რო­გორც ირ­კვე­ვა, ვი­დეო იმე­რე­თის ერთ-ერთ სო­ფელ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი და youtube-ზე მარ­ტშია ატ­ვირ­თუ­ლი. ვი­დე­ოს მო­ბი­ლუ­რით გო­გო­ნა იღებს, რო­მე­ლიც მო­ხუ­ცის შვი­ლიშ­ვი­ლია. მე­ო­რე კი, ახალ­გაზ­რდა ბიჭი კის­ტის თო­ფით ტყვი­ებს ეს­ვრის მო­ხუცს და აწ­ვა­ლებს. კადრში ჩანს, რო­გორ ხა­ლი­სო­ბენ და იცი­ნი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი მო­ხუ­ცი ქა­ლის რე­აქ­ცი­ებ­ზე, რო­მე­ლიც სთხოვს შვი­ლიშ­ვი­ლებს ძა­ლა­დო­ბა შე­წყვი­ტონ.

ვი­დე­ოს ფე­ის­ბუქ­ზე მწვა­ვე კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­გან სწრაფ რე­ა­გი­რე­ბას და მო­ძა­ლა­დე ახალ­გაზ­რდე­ბის სა­თა­ნა­დო დას­ჯას მო­ი­თხო­ვენ.

წა­ი­კი­თხეთ: მო­ხუც­ზე ძა­ლა­დო­ბის ამაზ­რზე­ნი ვი­დეო, რო­მელ­მაც ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აღაშ­ფო­თა: "ვინ გა­ზარ­და ეს მხე­ცე­ბი?!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ვიდეოზე, რომელშიც მოხუცზე ძალადობაა ასახული, გამოძიება დაიწყო - შსს-ს კომენტარი

ვიდეოზე, რომელშიც მოხუცზე ძალადობაა ასახული, გამოძიება დაიწყო - შსს-ს კომენტარი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელზეც ასახულია, როგორ შეურაცხყოფენ ახალგაზრდები მოხუც ქალს, გამოძიება დაიწყო.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით აღიძრა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, უკვე იდენტიფიცირებულეი არიან პირები, ვინც ვიდეოკადრებში ფიგურირებენ.

"უკვე მოხდა მათი გამოკითხვა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები" - აცხადებენ შსს-ში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ფეისბუქისს გვერდზე გააკეთა კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა პერტაიამ: "ოჯახში ძალადობის ყველა სავარაუდო ფაქტზე შსს-ს მხრიდან ადეკვატური რეაგირება იქნება!

ბევრმა ნახა ვიდეოჩანაწერი, სადაც ხანდაზმულ ადამიანს, წინასწარი მონაცემებით, მისივე ოჯახის წევრები პნევმატური იარაღიდან ესვრიან...

ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შემთხვევა, შესაბამისად, გადაკვალიფიცირდა - 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს - გზავნილი პოტენციური მოძალადეებისთვის!" - წერს პერტაია.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ აწვალებს ორი ახალგაზრდა მოხუც ქალს. როგორც ირკვევა, ვიდეო იმერეთის ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და youtube-ზე მარტშია ატვირთული. ვიდეოს მობილურით გოგონა იღებს, რომელიც მოხუცის შვილიშვილია. მეორე კი, ახალგაზრდა ბიჭი კისტის თოფით ტყვიებს ესვრის მოხუცს და აწვალებს. კადრში ჩანს, როგორ ხალისობენ და იცინიან ახალგაზრდები მოხუცი ქალის რეაქციებზე, რომელიც სთხოვს შვილიშვილებს ძალადობა შეწყვიტონ.

ვიდეოს ფეისბუქზე მწვავე კომენტარები მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები სამართალდამცველებისგან სწრაფ რეაგირებას და მოძალადე ახალგაზრდების სათანადო დასჯას მოითხოვენ.

წაიკითხეთ: მოხუცზე ძალადობის ამაზრზენი ვიდეო, რომელმაც ფეისბუქმომხმარებლები აღაშფოთა: "ვინ გაზარდა ეს მხეცები?!"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ