მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოხუცზე ძალადობის ამაზრზენი ვიდეო, რომელმაც ფეისბუქმომხმარებლები აღაშფოთა: "ვინ გაზარდა ეს მხეცები?!"
მოხუცზე ძალადობის ამაზრზენი ვიდეო, რომელმაც ფეისბუქმომხმარებლები აღაშფოთა: "ვინ გაზარდა ეს მხეცები?!"

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია, რო­გორ აწ­ვა­ლებს ორი ახალ­გაზ­რდა მო­ხუც ქალს. რო­გორც ირ­კვე­ვა, ვი­დეო იმე­რე­თის ერთ-ერთ სო­ფელ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი და youtube-ზე მარ­ტშია ატ­ვირ­თუ­ლი. ვი­დე­ოს მო­ბი­ლუ­რით გო­გო­ნა იღებს, რო­მე­ლიც მო­ხუ­ცის შვი­ლიშ­ვი­ლია. მე­ო­რე კი, ახალ­გაზ­რდა ბიჭი კის­ტის თო­ფით ტყვი­ებს ეს­ვრის მო­ხუცს და აწ­ვა­ლებს. კადრში ჩანს, რო­გორ ხა­ლი­სო­ბენ და იცი­ნი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი მო­ხუ­ცი ქა­ლის რე­აქ­ცი­ებ­ზე, რო­მე­ლიც სთხოვს შვი­ლიშ­ვი­ლებს ძა­ლა­დო­ბა შე­წყვი­ტონ.

იხი­ლეთ ვი­დეო

ვი­დე­ოს ფე­ის­ბუქ­ზე მწვა­ვე კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­გან სწრაფ რე­ა­გი­რე­ბას და მო­ძა­ლა­დე ახალ­გაზ­რდე­ბის სა­თა­ნა­დო დას­ჯას მო­ი­თხო­ვენ:

"კა­ნო­ნით ასეთ საქ­ცი­ელ­ზე თუ არის რა­ი­მე სას­ჯე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­სა­ჯოს ორი­ვე პი­როვ­ნე­ბა გა­დამ­ღე­ბიც, ასე გუ­ლი­ა­ნად რომ ხარ­ხა­რებს და მსრო­ლე­ლიც"

"სა­ი­დან ან­დე­ნი უსულ­გუ­ლო­ბა და უტიფ­რო­ბა, ოჯა­ხებ­ში არ იზ­რდე­ბით?..."

"მ...........თ დე­დაც,მა­მაც, ...ასე­თი გვე­ლის წი­წი­ლე­ბი არ გა­ზარ­დოს ღმერ­თმა!!!!"

"ეს გა­უზ­რდე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი­ი­იი, არ­ცერ­თს ბებო არ ყავს? ან არ და­ბერ­დე­ბი­ან?"

"ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლია და უნდა მოხ­დეს რე­ა­გი­რე­ბა"

"პა­თო­ლო­გი მო­ძა­ლა­დე ბავ­შვე­ბი რომ­ლე­ბიც კა­ნო­ნის უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯონ სხვა­პირ­ზე ძა­ლა­დო­ბის გამო უბ­რა­ლოთ ამ ფაქ­ტის ყუ­რე­ბის მერე მხო­ლოდ და მხო­ლოდ მებ­რა­ლე­ბი­ან ამ ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი რა ავად­მყო­ფე­ბი ეზ­რდე­ბათ ოჯახ­ში"

"სად გა­ი­ზარ­დნენ, ან ვინ გა­ზარ­და ეს მხე­ცე­ბი?! ვინ­მემ არ იცის ამა­თი ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ? კარ­გად უნდა მოს­დო გვერ­დებ­ში და ცე­მა­ში უნდა ამო­ხა­დო ამ სა­დის­ტებს სული"

"გული მეტ­კი­ნა და ამე­ტი­რა ამას შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი აკე­თებთ!? და თან ხა­ლუსობთ სკდე­ბით სი­ცი­ლით ........დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ უხ­ცხო მო­ხი­ცი უზ­ლუ­რი რო ნა­ხოთ ქუ­ჩა­ში ტოვლში წვი­მა­ში ფეხს და­ა­ბუ­ჯებთ და კა­ტო­კი­ვით გა­და­უვ­ლით.......სირ­ცხვი­ლი­ა­ა­აა..."

"ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო სხვა ქვეყ­ნებ­შია გა­და­ხიზ­ნუ­ლი მო­ხუ­ცე­ბის მო­სავ­ლე­ლად, ყვე­ლა, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა პა­ტივს სცემს თა­ვი­ანთ ასა­კო­ვან ხალ­ხს და პირ­ველ ყოვ­ლი­სა, სა­ხელ­მწი­ფო და ჩვენს გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ მო­ხუ­ცებს კიდე ეს უნ­დათ? ისე­დაც გა­ძაღ­ლე­ბუ­ლი აქვთ ცხოვ­რე­ბა...თან რო­გორც ჩანს ნორ­მა­ლუ­რად კე­რაც არ გა­აჩ­ნია...პ.ს. ბუ­ნებ­რი­ვია, ეცო­დი­ნე­ბო­დათ, რომ ვი­დე­ოს ატ­ვირ­თვას დიდი აგ­რე­სია მოყ­ვე­ბო­და, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ამი­თაც მო­რიგ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ გა­რეწ­რე­ბი!" - წე­რენ აღ­შფო­თე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

ვი­დე­ოს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც:

ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი, სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი: "ეს არა­ა­და­მი­ა­ნე­ბი ნამ­დვი­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­შიშ ცხო­ვე­ლე­ბად გა­იზ­რდე­ბი­ან! გული და­მეწ­ვა! ასეთ რა­მეს რომ შევ­სწრე­ბო­დი ალ­ბათ შე­მო­მაკ­ვდე­ბოდ­ნენ! თან რო­გორ აწ­ვა­ლე­ბენ და დას­ცი­ნი­ან და ეს ვი­დე­ოც გა­მო­დეს ქსელ­ში თით­ქოს სა­ა­მა­ყო გა­ა­კე­თეს რამე! ვინ არი­ან? მათი სა­ხე­ე­ბი ყვე­ლამ უნდა ვნა­ხოთ და მერე ვუმ­კურ­ნუ­ლოთ ამ სა­ცო­და­ვებს ამათ! პი­რუ­ტყვე­ბი!"

ია ფა­რუ­ლა­ვა, მსა­ხი­ო­ბი: "ბო­ლომ­დე ვერ ვუ­ყუ­რე !!!!! მო­ვი­თხოვ და­ი­სა­ჯონ ეს ნა­ძი­რელ­ბი ......რა ხდე­ბა !!!! ეს რა ხდე­ბა ??? რა­ტომ ხდე­ბა ???რისი ბრა­ლია??? ვისი ბრა­ლია ????ვის მოვ­თხო­ვოთ პა­სუ­ხი !!!!!! მივ­მარ­თავ სა­მარ­თალ­და­ცავ სტუქ­ტუ­რებს და­ი­ჭი­რეთ და­სა­ჯეთ ....და­სა­ჯეთ და­სა­ჯეთ !!!!!!!!"

აღ­ნიშ­ნულ ფაქთ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შსს-ს პო­ზი­ცი­ით და­ვინ­ტე­რეს­დით. რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 125-ე, ცე­მის მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არი­ან პი­რე­ბი, ვინც ვი­დე­ო­კად­რებ­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ.

"უკვე მოხ­და მათი გა­მო­კი­თხვა და ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი" - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

მოხუცზე ძალადობის ამაზრზენი ვიდეო, რომელმაც ფეისბუქმომხმარებლები აღაშფოთა: "ვინ გაზარდა ეს მხეცები?!"

მოხუცზე ძალადობის ამაზრზენი ვიდეო, რომელმაც ფეისბუქმომხმარებლები აღაშფოთა: "ვინ გაზარდა ეს მხეცები?!"

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ აწვალებს ორი ახალგაზრდა მოხუც ქალს. როგორც ირკვევა, ვიდეო იმერეთის ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და youtube-ზე მარტშია ატვირთული. ვიდეოს მობილურით გოგონა იღებს, რომელიც მოხუცის შვილიშვილია. მეორე კი, ახალგაზრდა ბიჭი კისტის თოფით ტყვიებს ესვრის მოხუცს და აწვალებს. კადრში ჩანს, როგორ ხალისობენ და იცინიან ახალგაზრდები მოხუცი ქალის რეაქციებზე, რომელიც სთხოვს შვილიშვილებს ძალადობა შეწყვიტონ.

იხილეთ ვიდეო

ვიდეოს ფეისბუქზე მწვავე კომენტარები მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები სამართალდამცველებისგან სწრაფ რეაგირებას და მოძალადე ახალგაზრდების სათანადო დასჯას მოითხოვენ:

"კანონით ასეთ საქციელზე თუ არის რაიმე სასჯელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს ორივე პიროვნება გადამღებიც, ასე გულიანად რომ ხარხარებს და მსროლელიც"

"საიდან ანდენი უსულგულობა და უტიფრობა, ოჯახებში არ იზრდებით?..."

"მ...........თ დედაც,მამაც, ...ასეთი გველის წიწილები არ გაზარდოს ღმერთმა!!!!"

"ეს გაუზრდელი ცხოველებიიიი, არცერთს ბებო არ ყავს? ან არ დაბერდებიან?"

"ეს ჩვეულებრივი დანაშაულია და უნდა მოხდეს რეაგირება"

"პათოლოგი მოძალადე ბავშვები რომლებიც კანონის უმკაცრესად უნდა დაისაჯონ სხვაპირზე ძალადობის გამო უბრალოთ ამ ფაქტის ყურების მერე მხოლოდ და მხოლოდ მებრალებიან ამ ბავშვების მშობლები რა ავადმყოფები ეზრდებათ ოჯახში"

"სად გაიზარდნენ, ან ვინ გაზარდა ეს მხეცები?! ვინმემ არ იცის ამათი ვინაობის შესახებ? კარგად უნდა მოსდო გვერდებში და ცემაში უნდა ამოხადო ამ სადისტებს სული"

"გული მეტკინა და ამეტირა ამას შვილიშვილები აკეთებთ!? და თან ხალუსობთ სკდებით სიცილით ........დარწმუნებული ვარ უხცხო მოხიცი უზლური რო ნახოთ ქუჩაში ტოვლში წვიმაში ფეხს დააბუჯებთ და კატოკივით გადაუვლით.......სირცხვილიაააა..."

"ნახევარი საქართველო სხვა ქვეყნებშია გადახიზნული მოხუცების მოსავლელად, ყველა, განურჩევლად ასაკისა პატივს სცემს თავიანთ ასაკოვან ხალხს და პირველ ყოვლისა, სახელმწიფო და ჩვენს გაუბედურებულ მოხუცებს კიდე ეს უნდათ? ისედაც გაძაღლებული აქვთ ცხოვრება...თან როგორც ჩანს ნორმალურად კერაც არ გააჩნია...პ.ს. ბუნებრივია, ეცოდინებოდათ, რომ ვიდეოს ატვირთვას დიდი აგრესია მოყვებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამითაც მორიგ სიამოვნებას იღებენ გარეწრები!" - წერენ აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები.

ვიდეოს ეხმაურებიან ცნობილი ადამიანებიც:

ანიტა რაჭველიშვილი, საოპერო მომღერალი: "ეს არაადამიანები ნამდვილად საზოგადოებისთვის საშიშ ცხოველებად გაიზრდებიან! გული დამეწვა! ასეთ რამეს რომ შევსწრებოდი ალბათ შემომაკვდებოდნენ! თან როგორ აწვალებენ და დასცინიან და ეს ვიდეოც გამოდეს ქსელში თითქოს საამაყო გააკეთეს რამე! ვინ არიან? მათი სახეები ყველამ უნდა ვნახოთ და მერე ვუმკურნულოთ ამ საცოდავებს ამათ! პირუტყვები!"

ია ფარულავა, მსახიობი: "ბოლომდე ვერ ვუყურე !!!!! მოვითხოვ დაისაჯონ ეს ნაძირელბი ......რა ხდება !!!! ეს რა ხდება ??? რატომ ხდება ???რისი ბრალია??? ვისი ბრალია ????ვის მოვთხოვოთ პასუხი !!!!!! მივმართავ სამართალდაცავ სტუქტურებს დაიჭირეთ დასაჯეთ ....დასაჯეთ დასაჯეთ !!!!!!!!"

აღნიშნულ ფაქთთან დაკავშირებით, შსს-ს პოზიციით დავინტერესდით. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით არის დაწყებული. უწყების ინფორმაციით, უკვე იდენტიფიცირებული არიან პირები, ვინც ვიდეოკადრებში ფიგურირებენ.

"უკვე მოხდა მათი გამოკითხვა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები" - აცხადებენ შსს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ