სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრწანისის" ბაზასთან მოკლული ახალგაზრდის დედა: "ქათმის მოკვლის ეშინოდა, რა იარაღი უნდა ჰქონოდა?"
 "კრწანისის" ბაზასთან მოკლული ახალგაზრდის დედა: "ქათმის მოკვლის ეშინოდა, რა იარაღი უნდა ჰქონოდა?"

"კრწა­ნი­სის" ეროვ­ნულ საწ­ვრთნელ ბა­ზას­თან მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ას ოჯა­ხი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას გეგ­მავს.

ამას­თან, გარ­დაც­ვლი­ლის დედა ელზა შენ­გე­ლია დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მის შვილს ია­რა­ღი არ ექ­ნე­ბო­და.

"ქათ­მის მოკ­ვლის რომ ეში­ნო­და, ისეთ კაცს რა ია­რა­ღი უნდა ჰქო­ნო­და? ჩემს მე­ო­რე შვილს ვე­ლა­პა­რა­კე, ვი­ღაც გო­გოს­თან შე­სახ­ვედ­რად წა­ვი­დაო და მალე და­გე­ლა­პა­რა­კე­ბაო, ნუ გე­ში­ნი­აო. სამ­ხედ­რო­ში რა უნ­დო­და? - არა­ნა­ი­რი ვერ­სია არ გვაქვს. ან ის გუ­შა­გი ვინ იდგა? - ისე და­ე­ჭი­რათ, ცი­ხე­ში ჩა­ეს­ვათ", - გა­ნა­ცხა­და ელზა შენ­გე­ლი­ამ.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცენ­ტრ "კრწა­ნი­სის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უცხო პი­რე­ბის შეჭ­რის მცდე­ლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. ისი­ნი არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ გა­ნა­წეს­ში მყო­ფი გუ­შა­გის სი­ტყვი­ერ გაფრ­თხი­ლე­ბას და თავს და­ესხნენ მას, რის შემ­დე­გაც გუ­შაგ­მა წეს­დე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რის ფაქ­ტი აღ­კვე­თა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, ერთ-ერთი თავ­დამ­სხმე­ლის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ის უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. გარ­დაც­ვლი­ლი 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ზუგ­დი­დე­ლი გი­ორ­გი შენ­გე­ლი­აა.

საქ­მეს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 116-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"კრწანისის" ბაზასთან მოკლული ახალგაზრდის დედა: "ქათმის მოკვლის ეშინოდა, რა იარაღი უნდა ჰქონოდა?"

 "კრწანისის" ბაზასთან მოკლული ახალგაზრდის დედა: "ქათმის მოკვლის ეშინოდა, რა იარაღი უნდა ჰქონოდა?"

"კრწანისის" ეროვნულ საწვრთნელ ბაზასთან მომხდარი შემთხვევის შედეგად ლიკვიდირებული გიორგი შენგელიას ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.

ამასთან, გარდაცვლილის დედა ელზა შენგელია დარწმუნებულია, რომ მის შვილს იარაღი არ ექნებოდა.

"ქათმის მოკვლის რომ ეშინოდა, ისეთ კაცს რა იარაღი უნდა ჰქონოდა? ჩემს მეორე შვილს ველაპარაკე, ვიღაც გოგოსთან შესახვედრად წავიდაო და მალე დაგელაპარაკებაო, ნუ გეშინიაო. სამხედროში რა უნდოდა? - არანაირი ვერსია არ გვაქვს. ან ის გუშაგი ვინ იდგა? - ისე დაეჭირათ, ციხეში ჩაესვათ", - განაცხადა ელზა შენგელიამ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ