პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის პირი, რომელიც ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე შეჭრისას იქნა ლიკვიდირებული
ვინ არის პირი, რომელიც ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე შეჭრისას იქნა ლიკვიდირებული

პირი, რო­მე­ლიც ცენ­ტრ "კრწა­ნი­სის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რის მცდე­ლო­ბი­სას იქნა ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. რო­გორც სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ზუ­რაბ კუ­ხი­ა­ნი­ძე აცხა­დებს, ის 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გიგა შენ­გე­ლი­აა.

კუ­ხი­ა­ნი­ძის თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის დად­გე­ნი­ლი, ჰქონ­და თუ არა მას რა­ი­მე კავ­ში­რი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­თან.

"იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა არის 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გიგა რო­მა­ნის ძე შენ­გე­ლია. არ შე­მიძ­ლია ჯერ­ჯე­რო­ბით თქმა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­თან იყო თუ არა კავ­შირ­ში. ახლა და­ვა­ლე­ბუ­ლი მაქვს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის დად­გე­ნა, ვინ არის, რას წარ­მო­ად­გენს, სად მუ­შა­ობ­და და ა.შ", - გა­ნა­ცხა­და მან "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უ­ბარ­ში.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში უკვე და­ი­კი­თხა გუ­შა­გი, რო­მელ­მაც გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

"თავ­დას­ხმა მოხ­და გუ­შაგ­ზე, რო­მელ­მაც მო­ახ­დი­ნა გაფრ­თხი­ლე­ბა, შემ­დეგ ჰა­ერ­ში გას­რო­ლა, რა­საც მოჰ­ყვა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლა. გუ­შა­გი და­ი­კი­თხა", - აღ­ნიშ­ნა მან.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცენ­ტრ "კრწა­ნი­სის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უცხო პი­რე­ბის შეჭ­რის მცდე­ლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. ისი­ნი არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ გა­ნა­წეს­ში მყო­ფი გუ­შა­გის სი­ტყვი­ერ გაფრ­თხი­ლე­ბას და თავს და­ესხნენ მას, რის შემ­დე­გაც გუ­შაგ­მა წეს­დე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რის ფაქ­ტი აღ­კვე­თა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, ერთ-ერთი თავ­დამ­სხმე­ლის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

საქ­მეს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 116-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ვინ არის პირი, რომელიც ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე შეჭრისას იქნა ლიკვიდირებული

ვინ არის პირი, რომელიც ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე შეჭრისას იქნა ლიკვიდირებული

პირი, რომელიც ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობისას იქნა ლიკვიდირებული, იდენტიფიცირებულია. როგორც სამხედრო პოლიციის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ კუხიანიძე აცხადებს, ის 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელიაა.

კუხიანიძის თქმით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი, ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი სამხედრო სამსახურთან.

"იდენტიფიცირებული პიროვნება არის 1993 წელს დაბადებული გიგა რომანის ძე შენგელია. არ შემიძლია ჯერჯერობით თქმა სამხედრო სამსახურთან იყო თუ არა კავშირში. ახლა დავალებული მაქვს შესაბამისი სამსახურებისთვის დადგენა, ვინ არის, რას წარმოადგენს, სად მუშაობდა და ა.შ", - განაცხადა მან "რუსთავი 2"-თან საუბარში.

მისივე განმარტებით, გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხა გუშაგი, რომელმაც გასროლა განახორციელა.

"თავდასხმა მოხდა გუშაგზე, რომელმაც მოახდინა გაფრთხილება, შემდეგ ჰაერში გასროლა, რასაც მოჰყვა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა. გუშაგი დაიკითხა", - აღნიშნა მან.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ