შინაგან საქმეთა სამინისტრო "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან გარე სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც, მათი მტკიცებით, ჩანს გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებაში სავარაუდო ბრალდებული და მისი მოძრაობის ტრაექტორია.
ცნობისთვის, შსს-მ დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტი გახსნა. უწყების ინფორმაციით, დანაშულებრივ ფაქტთან კავშირში მყოფი პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა იგი დაკავებული არ არის. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე დაუდგენელია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
იხილეთ: შსს-ს საგანგებო განცხადება გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე
ნახეთ ვიდეო: როგორ უახლოვდება ეჭვმიტანილი გივი თარგამაძის ავტომანქანას - სათვალთვალო კამერების კადრებს შსს ავრცელებს