საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს საგანგებო განცხადება გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე
შსს-ს საგანგებო განცხადება გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე

გივი თარ­გა­მა­ძის მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ამ­ჟა­მად, და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, მიმ­დი­ნა­რე­ობს ხსე­ნე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბის და მას­თან კავ­შირ­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ჩხრე­კა. ჩხრე­კის შე­დე­გად, სა­მარ­თლდამ­ცვე­ლებ­მა სხვა­დას­ხვა ტი­პის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი, ხელ­ყუმ­ბა­რა, სა­ვა­რა­უ­დოდ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და მათ და­სამ­ზა­დებ­ლად გან­კუთ­ვნი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მჭი­დე­ბი, ვაზ­ნე­ბი და ნიღ­ბე­ბი ამო­ი­ღეს.

"გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან შემ­დგა­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის მიერ დე­პუ­ტატ გივი თარ­გა­მა­ძის ავ­ტო­მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად საქ­მე გახ­სნი­ლია. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ხსე­ნე­ბულ და­ნა­შუ­ლებ­რივ ფაქტთან კავ­შირ­ში მყო­ფი პირი.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქამ­დე ეც­ნო­ბა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის მიერ შემ­თხვე­ვი­დან უმოკ­ლეს დრო­ში და­ი­წყო პირ­ვე­ლა­დი და გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. კერ­ძოდ, ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბის მიერ დე­ტა­ლუ­რად იქნა დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი; და­ი­კი­თხა ათე­უ­ლო­ბით მოწ­მე; შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ და აფეთ­ქე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტის მი­ხედ­ვით ამო­ღე­ბუ­ლი იქნა გარე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი; ასე­ვე, ჩა­ტარ­და და მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ხელ­ყუმ­ბა­რა, სა­ვა­რა­უ­დოდ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, მჭი­დე­ბი, ვაზ­ნე­ბი და ნიღ­ბე­ბი - რა ამო­ი­ღო შსს-მ ჩხრე­კის შე­დე­გად

სწო­რედ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და გა­მო­ძი­ე­ბის მიერ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქტთან კავ­შირ­ში მყო­ფი პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ასე­ვე მო­პო­ვე­ბუ­ლი იქნა სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­ზეც, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ეტაპ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ.

ამ­ჟა­მად, და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, მიმ­დი­ნა­რე­ობს ხსე­ნე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბის და მას­თან კავ­შირ­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ჩხრე­კა. ჩხრე­კის შე­დე­გად, სა­მარ­თლდამ­ცვე­ლებ­მა სხვა­დას­ხვა ტი­პის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი, ხელ­ყუმ­ბა­რა, სა­ვა­რა­უ­დოდ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და მათ და­სამ­ზა­დებ­ლად გან­კუთ­ვნი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მჭი­დე­ბი, ვაზ­ნე­ბი და ნიღ­ბე­ბი ამო­ი­ღეს.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის მიერ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ პირს, მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ამ ეტაპ­ზე და­უდ­გე­ნე­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მისი და­კა­ვე­ბის მიზ­ნით.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

შსს-ს საგანგებო განცხადება გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე

შსს-ს საგანგებო განცხადება გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მიმდინარეობს ხსენებული პიროვნების და მასთან კავშირში მყოფი სხვა პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად, სამართლდამცველებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერებები და მათ დასამზადებლად განკუთვნილი საშუალებები, მჭიდები, ვაზნები და ნიღბები ამოიღეს.

"განსაკუთრებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისგან შემდგარი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საქმე გახსნილია. იდენტიფიცირებულია ხსენებულ დანაშულებრივ ფაქტთან კავშირში მყოფი პირი.

როგორც საზოგადოებას აქამდე ეცნობა, საგამოძიებო ჯგუფის მიერ შემთხვევიდან უმოკლეს დროში დაიწყო პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. კერძოდ, ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დეტალურად იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილი; დაიკითხა ათეულობით მოწმე; შემთხვევის ადგილის მიმდებარედ და აფეთქებული ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტის მიხედვით ამოღებული იქნა გარე სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები; ასევე, ჩატარდა და მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

იხილეთ ვიდეო: ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერებები, მჭიდები, ვაზნები და ნიღბები - რა ამოიღო შსს-მ ჩხრეკის შედეგად

სწორედ ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა გამოძიების მიერ დანაშაულებრივ ფაქტთან კავშირში მყოფი პირის იდენტიფიცირება. გამოძიების ფარგლებში ასევე მოპოვებული იქნა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელზეც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ.

ამჟამად, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მიმდინარეობს ხსენებული პიროვნების და მასთან კავშირში მყოფი სხვა პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად, სამართლდამცველებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერებები და მათ დასამზადებლად განკუთვნილი საშუალებები, მჭიდები, ვაზნები და ნიღბები ამოიღეს.

რაც შეეხება გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულ პირს, მისი ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე დაუდგენელია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ