პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ოქრუაშვილი თავდასხმის მონაწილეებს ასახელებს
ირაკლი ოქრუაშვილი თავდასხმის მონაწილეებს ასახელებს

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი თავ­დას­ხმის მო­ნა­წი­ლე­ებს ასა­ხე­ლებს და მომ­ხდარ­ში ედუ­არდ ნუ­ცუ­ბი­ძე­სა და ალექ­სან­დრე ინ­დი­აშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლებს. ამას­თან, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი გორ­ში ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­ში კახი კა­ლა­ძის ცო­ლის ძმას ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"დი­ლი­დან, სა­არ­ჩევ­ნო რე­ჟიმ­ში ვა­წარ­მო­ებ­დით შეხ­ვედ­რებს ჩვენს აქ­ტი­ვის­ტებ­თან ერ­თად, გო­რის ერთ-ერთ უბან­ში. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, ვინ­მე ედუ­არდ ნუ­ცუ­ბი­ძე დი­ლი­დან ცდი­ლობ­და ჩვე­ნი სხვა­დას­ხვა შეხ­ვედ­რის ჩაშ­ლას, რაც არ გა­მო­უ­ვი­და. ბო­ლოს, მე­ო­თხე თუ მე­ხუ­თე შეხ­ვედ­რა­ზე, მან მო­იყ­ვა­ნა მკვლე­ლო­ბა­ზე, ყა­ჩა­ღო­ბა­ზე, ადა­მი­ა­ნის დაჭ­რა­ზე, ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბა­ზე არა­ერ­თგზის ნა­სა­მარ­თლე­ვი ალექ­სან­დრე ინ­დი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლია გორ­ში. მას ჰქონ­და სურ­ვი­ლი აე­რია ჩვე­ნი ერთ-ერთი შეხ­ვედ­რა. ჩემი დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა საკ­მა­ოდ კო­რექ­ტუ­ლად და დე­ლი­კა­ტუ­რად აუხ­სნეს, რომ მას ეს არ გა­მო­უ­ვი­დო­და. ბო­ლოს შეხ­ლა-შე­მოხ­ლის შე­დე­გად მან ამო­ი­ღო ია­რა­ღი და რამ­დე­ნი­მე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გას­რო­ლა მო­ახ­დი­ნა, რო­გორც ჩემს, ასე­ვე ჩემი დაც­ვის წევ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. დაჭ­რი­ლია ჩემი დაც­ვის ერთი წევ­რი და ჩვე­ნი ერთ-ერთი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო პე­რი­ოდ­ში გორ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ე.წ. ძვე­ლი ბი­ჭე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. "ამ ყვე­ლაფ­რის თა­ვია კახა კა­ლა­ძის ცო­ლის ძმა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზე­ბას უკე­თებ­და აი ამ ბი­ჭე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბას. ის აძ­ლევ­და გა­რან­ტი­ებს ამ ბი­ჭებს, რომ მათ არა­ვინ შე­ე­ხე­ბო­და", - აცხა­დებს ოქ­რუ­აშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ირაკლი ოქრუაშვილი თავდასხმის მონაწილეებს ასახელებს

ირაკლი ოქრუაშვილი თავდასხმის მონაწილეებს ასახელებს

ირაკლი ოქრუაშვილი თავდასხმის მონაწილეებს ასახელებს და მომხდარში ედუარდ ნუცუბიძესა და ალექსანდრე ინდიაშვილს ადანაშაულებს. ამასთან, ოქრუაშვილი გორში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურებაში კახი კალაძის ცოლის ძმას ადანაშაულებს.

"დილიდან, საარჩევნო რეჟიმში ვაწარმოებდით შეხვედრებს ჩვენს აქტივისტებთან ერთად, გორის ერთ-ერთ უბანში. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი კოორდინატორი, ვინმე ედუარდ ნუცუბიძე დილიდან ცდილობდა ჩვენი სხვადასხვა შეხვედრის ჩაშლას, რაც არ გამოუვიდა. ბოლოს, მეოთხე თუ მეხუთე შეხვედრაზე, მან მოიყვანა მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, ადამიანის დაჭრაზე, იარაღის უკანონო ტარებაზე არაერთგზის ნასამართლევი ალექსანდრე ინდიაშვილი, რომელიც ცნობილი კრიმინალია გორში. მას ჰქონდა სურვილი აერია ჩვენი ერთ-ერთი შეხვედრა. ჩემი დაცვის თანამშრომლებმა საკმაოდ კორექტულად და დელიკატურად აუხსნეს, რომ მას ეს არ გამოუვიდოდა. ბოლოს შეხლა-შემოხლის შედეგად მან ამოიღო იარაღი და რამდენიმე მიზანმიმართული გასროლა მოახდინა, როგორც ჩემს, ასევე ჩემი დაცვის წევრების მიმართულებით. დაჭრილია ჩემი დაცვის ერთი წევრი და ჩვენი ერთ-ერთი კოორდინატორი", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გორში შეინიშნება საარჩევნო პროცესში ე.წ. ძველი ბიჭების გააქტიურება. "ამ ყველაფრის თავია კახა კალაძის ცოლის ძმა, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა აი ამ ბიჭების აქტიურობას. ის აძლევდა გარანტიებს ამ ბიჭებს, რომ მათ არავინ შეეხებოდა", - აცხადებს ოქრუაშვილი.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ