რამდენიმე დღის წინ ფალიაშვილის და რიგის კუთხეში შეიარაღებული თავდასხმის დროს სოსო ჯოხაძე მოკლეს, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი ჯოხაძის ძმაა.
იგი ავტომობილით ადვოკატ ზაქარია ჩიბუხაშვილთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მათ ნიღბიანი მამაკაცი მიუახლოვდა და ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილი ადვოკატი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. სამართალდამცველებმა მომხდარი დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს და მკვლელობაში ბრალდებული ბადრი ნათობაძე (ბადუკა) დააკავეს.
Ambebi.ge-მ მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება დამნაშავე. ვიდეო სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.
ინტერნეტში ვაკეში მომხდარი მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება