მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყიფშიძეზე მომხდარი სროლის ახალი დეტალები - რატომ დაჭრა კლიენტმა პროფილაქტიკის თანამშრომელი
ყიფშიძეზე მომხდარი სროლის ახალი დეტალები - რატომ დაჭრა კლიენტმა პროფილაქტიკის თანამშრომელი

რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში სრო­ლის ხმა ის­მო­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცით, დამ­ნა­შა­ვე ავ­ტო­მა­ტი­დან ის­რო­და.

რო­გორც ირ­კვე­ვა, დაჭ­რი­ლია პრო­ფი­ლაქ­ტი­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­საც ამ წუ­თებ­ში ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა.

შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პრო­ფი­ლაქ­ტი­კის თა­ნამ­შრო­მელ­მა გა­ნუ­ცხა­და, სრო­ლის შე­დე­გად დაჭ­რი­ლია ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში მუ­შა­ობს.

იხი­ლეთ პირ­ვე­ლი კად­რე­ბი პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­დან, სა­დაც სრო­ლა მოხ­და

"ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი დაჭ­რეს ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით, სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და პრო­ფი­ლაქ­ტი­კის თა­ნამ­შრო­მელ­მა.

დაჭ­რი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის კომ­პი­უ­ტე­რულ დი­აგ­ნოს­ტი­კა­ზე მუ­შა­ობს.

ამას­თან, კი­დევ ერთი თვითმხილ­ვე­ლის თქმით, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის თა­ნამ­შრო­მელს კლი­ენ­ტმა ეს­რო­ლა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კლი­ენ­ტმა ცე­ცხლი მას შემ­დეგ გახ­სნა, რაც პრო­ფი­ლაქ­ტი­კის თა­ნამ­შრო­მელ­მა მო­უც­ლე­ლო­ბის მი­ზე­ზით ავ­ტო­მან­ქა­ნის დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის და­ლო­დე­ბა სთხო­ვა.

"უთხრა, ჯერ არ მცა­ლია, ბევ­რი მან­ქა­ნა მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, და­მე­ლო­დე და გა­გი­კე­თე­ბო, რის შემ­დე­გაც, ამ ადა­მი­ან­მა მან­ქა­ნი­დან ავ­ტო­მა­ტი ამო­ი­ღო და ეს­რო­ლა", - აღ­ნიშ­ნა­ვენ პრო­ფი­ლაქ­ტი­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

ყიფშიძეზე მომხდარი სროლის ახალი დეტალები - რატომ დაჭრა კლიენტმა პროფილაქტიკის თანამშრომელი

ყიფშიძეზე მომხდარი სროლის ახალი დეტალები - რატომ დაჭრა კლიენტმა პროფილაქტიკის თანამშრომელი

რამდენიმე წუთის წინ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ პროფილაქტიკაში სროლის ხმა ისმოდა. არსებული ინფორმაცით, დამნაშავე ავტომატიდან ისროდა.

როგორც ირკვევა, დაჭრილია პროფილაქტიკის თანამშრომელი, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

შემთხვევის შესახებ საუბრობენ თვითმხილველები. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროფილაქტიკის თანამშრომელმა განუცხადა, სროლის შედეგად დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც აღნიშნულ პროფილაქტიკაში მუშაობს.

იხილეთ პირველი კადრები პროფილაქტიკიდან, სადაც სროლა მოხდა

"ჩვენი თანამშრომელი დაჭრეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, საავადმყოფოშია გადაყვანილი", - განაცხადა პროფილაქტიკის თანამშრომელმა.

დაჭრილი ავტომანქანების კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე მუშაობს.

ამასთან, კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, პროფილაქტიკის თანამშრომელს კლიენტმა ესროლა. მისივე ინფორმაციით, კლიენტმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც პროფილაქტიკის თანამშრომელმა მოუცლელობის მიზეზით ავტომანქანის დიაგნოსტიკისთვის დალოდება სთხოვა.

"უთხრა, ჯერ არ მცალია, ბევრი მანქანა მაქვს გასაკეთებელი, დამელოდე და გაგიკეთებო, რის შემდეგაც, ამ ადამიანმა მანქანიდან ავტომატი ამოიღო და ესროლა", - აღნიშნავენ პროფილაქტიკის თანამშრომლები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ