სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვებიან თვითმხილველები ვაკეში მომხდარ სროლასა და ეჭვმიტანილზე: "კაპიუშონი ჰქონდა თავზე წამოფარებული..."
რას ყვებიან თვითმხილველები ვაკეში მომხდარ სროლასა და ეჭვმიტანილზე: "კაპიუშონი ჰქონდა თავზე წამოფარებული..."

თვითმხილ­ვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ვა­კე­ში, რი­გის ქუ­ჩა­ზე, მან­ქა­ნა­ში მყო­ფი პირი ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე მა­მა­კაც­მა ჩა­ცხრი­ლა და ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის­კენ გა­იქ­ცა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რი­გი­სა და ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის კუ­თხე­ში მო­მუ­შა­ვე მეყ­ვა­ვი­ლემ გა­ნუ­ცხა­და.

"და­ვი­ნა­ხე, რო­გორ გად­მო­უხ­ვია შუქ­ნი­შან­ზე შავ­მა ავ­ტო­მო­ბილ­მა, რო­მელ­საც უც­ბად მი­ვარ­და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც კა­პი­უ­შო­ნი ჰქონ­და თავ­ზე წა­მო­ფა­რე­ბუ­ლი. მან ჯერ ერთი მხრი­დან მო­უ­ა­რა ავ­ტო­მო­ბილს და იქ მჯდომ მა­მა­კაცს ეს­რო­ლა, შემ­დეგ კი მე­ო­რე მხრი­დან მი­უ­ახ­ლოვ­და და ასე­ვე სრო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

იხი­ლეთ ვი­დეო: პირ­ვე­ლი კად­რე­ბი ვა­კე­ში სრო­ლის ად­გი­ლი­დან - რა და­ი­ნა­ხა თვითმხილ­ველ­მა ტრა­გე­დი­ის მო­მენ­ტში

ამის შემ­დეგ ის გა­იქ­ცა ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩის­კენ, ხოლო ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გად­მო­ვი­და და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა. მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­ვიდ­ნენ ქა­ლე­ბი და მან­ქა­ნი­დან მე­ო­რე და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გად­მო­იყ­ვა­ნეს", - გა­ნა­ცხა­და თვითმხილ­ველ­მა.

კი­დევ ერთი თვითმხილ­ვე­ლის თქმით, შემ­თხვე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 4-ის ნა­ხე­ვარ­ზე მოხ­და. "გა­ვი­გო­ნეთ სრო­ლის ხმა და რომ გა­მო­ვე­დით, კაცი იყო მოკ­ლუ­ლი. ის ტიპი გა­იქ­ცა, არა­ვის არ და­უ­ნა­ხავს", - ამ­ბობს ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ვა­კე­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი უკვე და­ა­კა­ვა.

ვა­კე­ში მომ­ხდა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის დროს მოკ­ლუ­ლი პირი სოსო ჯო­ხა­ძეა. იგი ე.წ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, გი­ორ­გი ჯო­ხა­ძის ძმაა.

წა­ი­კი­თხეთ: ვინ იყო ვა­კე­ში მოკ­ლუ­ლი სოსო ჯო­ხა­ძე და რა კავ­ში­რი ჰქონ­და მას იუს­ტი­ცი­ის მი­ნიტრთან

იხი­ლეთ ვი­დეო: რო­გორ აღ­წერს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს თვითმხილ­ვე­ლი - "ჩა­მო­ფა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და რა­ღაც..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

რას ყვებიან თვითმხილველები ვაკეში მომხდარ სროლასა და ეჭვმიტანილზე: "კაპიუშონი ჰქონდა თავზე წამოფარებული..."

რას ყვებიან თვითმხილველები ვაკეში მომხდარ სროლასა და ეჭვმიტანილზე: "კაპიუშონი ჰქონდა თავზე წამოფარებული..."

თვითმხილველის განცხადებით, ვაკეში, რიგის ქუჩაზე, მანქანაში მყოფი პირი ფეხით მოსიარულე მამაკაცმა ჩაცხრილა და ჭავჭავაძის გამზირისკენ გაიქცა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რიგისა და ფალიაშვილის ქუჩების კუთხეში მომუშავე მეყვავილემ განუცხადა.

"დავინახე, როგორ გადმოუხვია შუქნიშანზე შავმა ავტომობილმა, რომელსაც უცბად მივარდა ფეხით მოსიარულე ადამიანი, რომელსაც კაპიუშონი ჰქონდა თავზე წამოფარებული. მან ჯერ ერთი მხრიდან მოუარა ავტომობილს და იქ მჯდომ მამაკაცს ესროლა, შემდეგ კი მეორე მხრიდან მიუახლოვდა და ასევე სროლა განახორციელა.

იხილეთ ვიდეო: პირველი კადრები ვაკეში სროლის ადგილიდან - რა დაინახა თვითმხილველმა ტრაგედიის მომენტში

ამის შემდეგ ის გაიქცა ჭავჭავაძის ქუჩისკენ, ხოლო ავტომანქანიდან გასისხლიანებული ადამიანი გადმოვიდა და დახმარება ითხოვა. მაღაზიიდან გამოვიდნენ ქალები და მანქანიდან მეორე დასისხლიანებული ადამიანი გადმოიყვანეს", - განაცხადა თვითმხილველმა.

კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, შემთხვევა დაახლოებით 4-ის ნახევარზე მოხდა. "გავიგონეთ სროლის ხმა და რომ გამოვედით, კაცი იყო მოკლული. ის ტიპი გაიქცა, არავის არ დაუნახავს", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.

ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს მოკლული პირი სოსო ჯოხაძეა. იგი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის, გიორგი ჯოხაძის ძმაა.

წაიკითხეთ: ვინ იყო ვაკეში მოკლული სოსო ჯოხაძე და რა კავშირი ჰქონდა მას იუსტიციის მინიტრთან

იხილეთ ვიდეო: როგორ აღწერს მკვლელობაში ბრალდებულს თვითმხილველი - "ჩამოფარებული ჰქონდა რაღაც..."

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ