მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციელების ზეწოლის გახმაურებული ფაქტები და საქმეები, სადაც სამართალდამცველთა ბრალეულობა იკვეთება
პოლიციელების ზეწოლის გახმაურებული ფაქტები და საქმეები, სადაც სამართალდამცველთა ბრალეულობა იკვეთება

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დაფ­ნარ­ში 22 წლის დე­მურ სტუ­რუ­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­ტეს­ტის ახა­ლი ტალ­ღა აა­გო­რა - თა­ვის ჩა­მოხ­რჩო­ბამ­დე ახალ­გაზ­რდამ წე­რი­ლი და­ტო­ვა, სა­დაც ის პო­ლი­ცი­ელ გო­დერ­ძი თევ­ზა­ძეს ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­სა და ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია, ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და დე­მურ სტუ­რუ­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ პო­ლი­ცი­ელს 2-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, თუმ­ცა გო­დერ­ძი თევ­ზა­ძე მი­მალ­ვა­შია.

ბოლო წლებ­ში პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტებ­ზე სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" იუ­რისტს, მერი და­უშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- ჩვენს ან­გა­რიშ­ში აღ­წე­რი­ლია 2013 წლი­დან დღემ­დე სა­ი­ას წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 21 სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მე. უშუ­ა­ლოდ ის საქ­მე­ე­ბი, რო­მელ­შიც სა­ი­ას ად­ვო­კა­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და და იცავ­და ამა თუ იმ პი­რის ინ­ტე­რესს.

- წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, 2013 წლი­დან რო­გო­რია სტა­ტის­ტი­კა, მომ­რავ­ლე­ბუ­ლია თუ არა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლა, და­ნა­შა­უ­ლი, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბა?

- ეს მო­ნა­ცე­მი შე­და­რე­ბუ­ლი არ გვაქვს წინა წლე­ბის სტა­ტის­ტი­კას­თან, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმის თქმა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი მომ­რავ­ლე­ბუ­ლია ან ნაკ­ლე­ბია, არ შეგ­ვიძ­ლია.

- რამ­დე­ნად მოჰ­ყვე­ბა რე­ა­გი­რე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი­დან, როცა საქ­მე­ში შე­საძ­ლო დამ­ნა­შა­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლია?

- ყვე­ლა საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გა­მო­ძი­ე­ბა წლო­ბით გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ ისე, რომ არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ ჩანს, არც დამ­ნა­შა­ვის გა­მოვ­ლე­ნა ხდე­ბა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის არც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა არ ხდე­ბა. პი­რებს, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან მათ მი­მართ იყო ზე­წო­ლა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, არ ანი­ჭე­ბენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუსს. გა­რე­დან თუ შევ­ხე­დავთ, ფაქ­ტობ­რი­ვად სრუ­ლი­ად არა­ფე­რი არ ხდე­ბა, ხოლო თუ შიგ­ნით მი­დის გა­მო­ძი­ე­ბა, ჩვე­ნი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის იმი­ტომ, რომ ისი­ნი არ არი­ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლე­ბი და არ აქვთ შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა.

- რო­მე­ლია თქვენს ან­გა­რიშ­ში ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი?

- იყო რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი საქ­მე, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად გა­შუქ­და. ერთ-ერ­თია მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის საქ­მე. პირი და­ა­კა­ვეს, და­კი­თხეს შსს-ში, სა­დაც მის­ცა ჩვე­ნე­ბა თა­ვი­სი მე­გობ­რის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ თით­ქოს მან ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­დას­ცა. და­კი­თხვი­დან მე­ო­რე დღეს მი­ქა­უ­ტა­ძე ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. მი­ქა­უ­ტა­ძის ცო­ლის თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მე­გობ­რის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის მო­თხოვ­ნით სას­ტი­კად სცე­მეს და სწო­რედ ამან გა­და­ა­წყვე­ტი­ნა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.

კი­დევ ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ლე­ვან აბ­ზი­ა­ნი­ძის საქ­მეა, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ა­ში ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აბ­ზი­ა­ნი­ძის ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­შარ­დვის მიზ­ნით და­ა­ლე­ვი­ნეს ტაბ­ლე­ტე­ბი, რომ აე­ღოთ ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა და ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა. და­კი­თხვი­დან გა­მო­სუ­ლი აბ­ზი­ა­ნი­ძე მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. საქ­მე­ზე ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

AMBEBI.GE ამ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უ­კავ­შირ­და პრო­კუ­რა­ტუ­რას. რო­გორც უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნა­ცხა­დეს, მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა შე­წყდა, რად­გან მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი არც ერთი ფაქ­ტი არ და­დას­ტურ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ლე­ვან აბ­ზი­ა­ნი­ძის საქ­მეს, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გვი­თხრეს, გა­მო­ძი­ე­ბა ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს, საქ­მის სხვა დე­ტა­ლე­ბი კი ცნო­ბი­ლი არ არის.

"სა­ი­ას" ან­გა­რიშ­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე საქ­მეა, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას ეხე­ბა, გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მათ­განს, სა­დაც და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ვი­ნა­ო­ბა და­ფა­რუ­ლია:

გ.კ-ს საქ­მე: გ.კ-ს გან­მარ­ტე­ბით დგინ­დე­ბა, რომ 2016 წლის 27 თე­ბერ­ვლის ღა­მეს მან თა­ვის მე­გო­ბარს მი­ა­კი­თხა ქ. თე­ლავ­ში, მის სა­მუ­შაო ად­გი­ლას. გ.კ-ს მე­გო­ბა­რი ად­გილ­ზე არ დახ­ვდა, ხოლო თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, იგი მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე კაფე-რეს­ტო­რან­ში იყო, სა­დაც გამ­წვა­ვე­ბულ კონ­ფლიქტს ჰქონ­და ად­გი­ლი. ამის შემ­დეგ გ.კ. მე­გობ­რის სა­ნა­ხა­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი რეს­ტორ­ნის­კენ გა­ე­შუ­რა, თუმ­ცა, მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თზე მას მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დახ­ვდნენ. მან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ჰკი­თხა საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ და მე­გო­ბა­რი მო­ი­კი­თხა, მაგ­რამ, პა­სუ­ხის ნაც­ვლად, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მას სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, და­ა­კა­ვეს და დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მომ­დევ­ნო დღეს გ.კ. და­ი­ბა­რეს თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნის ფაქ­ტზე. სა­სა­მარ­თლომ სახ­დე­ლის სა­ხედ მას გა­ნუ­სა­ზღვრა ჯა­რი­მა 250 ლა­რის ოდე­ნო­ბით. საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბის შე­დე­გად დგინ­დე­ბა, რომ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ე­ფუძნა საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით წარ­მოდ­გე­ნილ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმსა და ოქ­მის შემ­დგე­ნის გან­მარ­ტე­ბას. ამას­თან, გ.კ. და­ე­თან­ხმა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნის ფაქტს, თუმ­ცა, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით პი­რად სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტა, მისი აღი­ა­რე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო იმით, რომ მას არ ჰყავ­და დამ­ცვე­ლი, იყო შე­ში­ნე­ბუ­ლი და და­ზაფ­რუ­ლი, რის გა­მოც თავი აა­რი­და სა­სა­მარ­თლო­ზე სი­მარ­თლის თქმას და სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნის ფაქტს და­ე­თან­ხმა.

სა­ი­ას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დგომ, გ.კ-მ ჩა­ი­ტა­რა სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა და აიღო ექი­მის ცნო­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და და­ზი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცნო­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ გ.კ-ს სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და უჩი­ო­და ტკი­ვი­ლებს. დღეს­დღე­ო­ბით კა­ხე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან, გ.კ. ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის ცნო­ბი­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად, იგი მოკ­ლე­ბუ­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­ეც­ნოს საქ­მის მა­სა­ლებს და მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე.

თ.გ-ს საქ­მე: თ.გ-ს ნა­ამ­ბო­ბით ირ­კვე­ვა, რომ 2015 წლის 15 დე­კემ­ბერს თერ­ჯო­ლის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი, რომ­ლე­ბიც და­ახ­ლო­ე­ბით 22 სა­ა­თი­დან დი­ლის 5 სა­ა­თამ­დე ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი. თ.გ-ს ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში აყე­ნებ­დნენ სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას, სთხოვ­დნენ არარ­სე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბას და გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. მისი გან­მარ­ტე­ბით, ასე­ვე ად­გი­ლი ჰქონ­და­მუ­ქა­რას, რომ "ჩა­უ­დებ­დნენ" ნა­ქურ­დალ ნივ­თებს და სა­სა­მარ­თლო­ში წა­რად­გენ­დნენ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თ.გ. ამ დრო­ის­თვის იყო 14 წლის. და­კა­ვე­ბის დროს მას ჩა­მო­არ­თვეს ტე­ლე­ფო­ნი და არ მის­ცეს და­რეკ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თ.გ-სთან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი კი, იყო 13 წლის, რომ­ლის მი­მართ არც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ და არც სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აწარ­მო­ებს გა­მო­ძი­ე­ბას და საქ­მე აღ­ძრუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 147-ე მუხ­ლით - გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა და 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით - სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით. დღემ­დე არ მომ­ხდა­რა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის­თვის ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა და არც თ.გ-ს და და­ნარ­ჩე­ნი ორი პი­რის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა.

გ.ს-ს საქ­მე: გ.ს-ს ნა­ამ­ბო­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ 2013 წლის 20 ივ­ნისს ძმას­თან და 2 ნაც­ნობ პი­როვ­ნე­ბას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ქ.თე­ლავ­ში, თე­ატ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რა დრო­საც ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად გა­ვი­და თე­ატ­რის უკან. ამ დროს მათ­თან მი­ვიდ­ნენ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა (რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და სა­ხის და სხე­უ­ლის არე­ში ხე­ლე­ბი­სა და წიხ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ცე­მა­ში) იმ მო­ტი­ვით, თით­ქოს გ.ს. და მას­თან ერ­თად მყოფ­ნი იგი­ნე­ბოდ­ნენ ე.წ. "ძაღ­ლე­ბის" მი­სა­მარ­თით. შემ­დგომ გ.ს. და­ა­კა­ვეს, და­ა­დეს ხელ­ბორ­კი­ლი და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩას­ვეს მან­ქა­ნა­ში, სა­დაც მას სხვა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მაც და­უ­წყეს ცემა. იგი გა­და­იყ­ვა­ნეს ჯერ თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სამ­მარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ასე­ვე გრძელ­დე­ბო­და მის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. მე­ტიც, რო­გორც თა­ვად გ.ს. აღ­ნიშ­ნავს, არა­ერ­თი მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მას არ მის­ცეს ად­ვო­კატ­თან და­კავ­ში­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ამის შემ­დგომ ის გა­და­იყ­ვა­ნეს სიღ­ნა­ღის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში. ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად, ამ უკა­ნას­კნელს სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და მრავ­ლო­ბი­თი და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი. 2013 წლის 20 ივ­ნისს თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ გ.ს. ცნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად პო­ლი­ცი­ის­თვის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გამო და სახ­დე­ლის სა­ხით და­ა­კის­რა ჯა­რი­მა 400 (ოთხა­სი) ლა­რის ოდე­ნო­ბით. რო­გორც გ.ს. აღ­ნიშ­ნავს, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე იგი და­ე­თან­ხმა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნას, რაც მისი უკი­დუ­რე­სად მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­თა და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­სად­მი ში­შით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

2013 წლის 21 ივ­ნისს გ.ს-მ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ მისი ცე­მის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მო­თხოვ­ნით, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და შსს-ს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას მი­მარ­თა. 2013 წლის 22 ივ­ნისს თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­ი­კი­თხა გ.ს. იგი გა­იგ­ზავ­ნა ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის

ხა­რის­ხის დად­გე­ნის მიზ­ნით.

ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, კა­ხე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გ.ს-სთვის ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე. გ.ს. დღემ­დე არ არის ცნო­ბი­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად და, შე­სა­ბა­მი­სად, მოკ­ლე­ბუ­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­ეც­ნოს საქ­მის მა­სა­ლებს და მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით" (საქ­მე­ე­ბი აღე­ბუ­ლა საია-ს ან­გა­რი­ში­დან)

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

პოლიციელების ზეწოლის გახმაურებული ფაქტები და საქმეები, სადაც სამართალდამცველთა ბრალეულობა იკვეთება

პოლიციელების ზეწოლის გახმაურებული ფაქტები და საქმეები, სადაც სამართალდამცველთა ბრალეულობა იკვეთება

რამდენიმე კვირის წინ, სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამ საზოგადოებრივი პროტესტის ახალი ტალღა ააგორა - თავის ჩამოხრჩობამდე ახალგაზრდამ წერილი დატოვა, სადაც ის პოლიციელ გოდერძი თევზაძეს ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ზეწოლაში ადანაშაულებდა.

გამოძიება დაწყებულია, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა გოდერძი თევზაძე მიმალვაშია.

ბოლო წლებში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე სასაუბროდ AMBEBI.GE "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტს, მერი დაუშვილს დაუკავშირდა:

- ჩვენს ანგარიშში აღწერილია 2013 წლიდან დღემდე საიას წარმოებაში არსებული 21 საადვოკატო საქმე. უშუალოდ ის საქმეები, რომელშიც საიას ადვოკატი მონაწილეობდა და იცავდა ამა თუ იმ პირის ინტერესს.

- წინა წლებთან შედარებით, 2013 წლიდან როგორია სტატისტიკა, მომრავლებულია თუ არა სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლა, დანაშაული, უფლებამოსილების გადაჭარბება?

- ეს მონაცემი შედარებული არ გვაქვს წინა წლების სტატისტიკასთან, აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი დანაშაული მომრავლებულია ან ნაკლებია, არ შეგვიძლია.

- რამდენად მოჰყვება რეაგირება საგამოძიებო უწყებებიდან, როცა საქმეში შესაძლო დამნაშავე სამართალდამცველია?

- ყველა საქმეზე გამოძიება დაწყებულია, შეიძლება ითქვას, გამოძიება წლობით გრძელდება, მაგრამ ისე, რომ არანაირი შედეგი არ ჩანს, არც დამნაშავის გამოვლენა ხდება და დაზარალებული პირებისთვის არც დაზარალებულის სტატუსის მინიჭება არ ხდება. პირებს, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციელების მხრიდან მათ მიმართ იყო ზეწოლა და უფლებამოსილების გადამეტება, არ ანიჭებენ დაზარალებულის სტატუსს. გარედან თუ შევხედავთ, ფაქტობრივად სრულიად არაფერი არ ხდება, ხოლო თუ შიგნით მიდის გამოძიება, ჩვენი ბენეფიციარებისთვის ცნობილი არ არის იმიტომ, რომ ისინი არ არიან დაზარალებულად ცნობილები და არ აქვთ შესაბამისი უფლება.

- რომელია თქვენს ანგარიშში ყველაზე გახმაურებული ფაქტები?

- იყო რამდენიმე ცნობილი საქმე, რომელიც მედიაში აქტიურად გაშუქდა. ერთ-ერთია მამუკა მიქაუტაძის საქმე. პირი დააკავეს, დაკითხეს შსს-ში, სადაც მისცა ჩვენება თავისი მეგობრის წინააღმდეგ, რომ თითქოს მან ნარკოტიკული საშუალება გადასცა. დაკითხვიდან მეორე დღეს მიქაუტაძე ჩამომხრჩვალი იპოვეს. მიქაუტაძის ცოლის თქმით, გარდაცვლილი პოლიციის განყოფილებაში მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის მოთხოვნით სასტიკად სცემეს და სწორედ ამან გადააწყვეტინა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

კიდევ ერთი გახმაურებული ლევან აბზიანიძის საქმეა, რომელიც პოლიციაში ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით გადაიყვანეს. როგორც მოგვიანებით აბზიანიძის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, განყოფილებაში მოშარდვის მიზნით დაალევინეს ტაბლეტები, რომ აეღოთ ბიოლოგიური მასალა და ჩაეტარებინათ ნარკოლოგიური შემოწმება. დაკითხვიდან გამოსული აბზიანიძე მალევე გარდაიცვალა. საქმეზე ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა კონკრეტული არაფერია ცნობილი.

AMBEBI.GE ამ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით დაუკავშირდა პროკურატურას. როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, მამუკა მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება შეწყდა, რადგან მათი ინფორმაციით, საქმეში არსებული არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა. რაც შეეხება ლევან აბზიანიძის საქმეს, როგორც პროკურატურის პრესსამსახურში გვითხრეს, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს, საქმის სხვა დეტალები კი ცნობილი არ არის.

"საიას" ანგარიშში კიდევ რამდენიმე საქმეა, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ეხება, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს, სადაც დაზარალებულთა ვინაობა დაფარულია:

გ.კ-ს საქმე: გ.კ-ს განმარტებით დგინდება, რომ 2016 წლის 27 თებერვლის ღამეს მან თავის მეგობარს მიაკითხა ქ. თელავში, მის სამუშაო ადგილას. გ.კ-ს მეგობარი ადგილზე არ დახვდა, ხოლო თანამშრომლების განმარტებით, იგი მახლობლად მდებარე კაფე-რესტორანში იყო, სადაც გამწვავებულ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. ამის შემდეგ გ.კ. მეგობრის სანახავად აღნიშნული რესტორნისკენ გაეშურა, თუმცა, მითითებულ მისამართზე მას მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ. მან სამართალდამცავებს ჰკითხა საქმის გარემოებების შესახებ და მეგობარი მოიკითხა, მაგრამ, პასუხის ნაცვლად, პოლიციელებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

მომდევნო დღეს გ.კ. დაიბარეს თელავის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის ჩადენის ფაქტზე. სასამართლომ სახდელის სახედ მას განუსაზღვრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. საქმის მასალების გაცნობის შედეგად დგინდება, რომ სასამართლო გადაწყვეტილება დაეფუძნა საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილ სამართალდარღვევის ოქმსა და ოქმის შემდგენის განმარტებას. ამასთან, გ.კ. დაეთანხმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა, როგორც მოგვიანებით პირად საუბარში განმარტა, მისი აღიარება განპირობებული იყო იმით, რომ მას არ ჰყავდა დამცველი, იყო შეშინებული და დაზაფრული, რის გამოც თავი აარიდა სასამართლოზე სიმართლის თქმას და სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს დაეთანხმა.

საიასთან კონსულტაციის შემდგომ, გ.კ-მ ჩაიტარა სამედიცინო შემოწმება და აიღო ექიმის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დაზიანების შესახებ. აღნიშნული ცნობით დასტურდება, რომ გ.კ-ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და უჩიოდა ტკივილებს. დღესდღეობით კახეთის საოლქო პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, ვინაიდან, გ.კ. ჯერჯერობით არ არის ცნობილი დაზარალებულად, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, გაეცნოს საქმის მასალებს და მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობაზე.

თ.გ-ს საქმე: თ.გ-ს ნაამბობით ირკვევა, რომ 2015 წლის 15 დეკემბერს თერჯოლის პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ დააკავეს სამი არასრულწლოვანი, რომლებიც დაახლოებით 22 საათიდან დილის 5 საათამდე ჰყავდათ დაკავებული. თ.გ-ს ამ პერიოდის განმავლობაში აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, სთხოვდნენ არარსებული დანაშაულის აღიარებას და გამოძიებასთან თანამშრომლობას. მისი განმარტებით, ასევე ადგილი ჰქონდამუქარას, რომ "ჩაუდებდნენ" ნაქურდალ ნივთებს და სასამართლოში წარადგენდნენ.

მნიშვნელოვანია, რომ თ.გ. ამ დროისთვის იყო 14 წლის. დაკავების დროს მას ჩამოართვეს ტელეფონი და არ მისცეს დარეკვის შესაძლებლობა. თ.გ-სთან ერთად დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კი, იყო 13 წლის, რომლის მიმართ არც ადმინისტრაციულ და არც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამჟამად საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას და საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლით - განზრახ უკანონო დაკავება და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. დღემდე არ მომხდარა კონკრეტული პირებისთვის ბრალის წაყენება და არც თ.გ-ს და დანარჩენი ორი პირის დაზარალებულად ცნობა.

გ.ს-ს საქმე: გ.ს-ს ნაამბობიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 20 ივნისს ძმასთან და 2 ნაცნობ პიროვნებასთან ერთად იმყოფებოდა ქ.თელავში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გავიდა თეატრის უკან. ამ დროს მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა (რაც გამოიხატებოდა სახის და სხეულის არეში ხელებისა და წიხლების გამოყენებით ცემაში) იმ მოტივით, თითქოს გ.ს. და მასთან ერთად მყოფნი იგინებოდნენ ე.წ. "ძაღლების" მისამართით. შემდგომ გ.ს. დააკავეს, დაადეს ხელბორკილი და ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, სადაც მას სხვა პოლიციელებმაც დაუწყეს ცემა. იგი გადაიყვანეს ჯერ თელავის რაიონულ სამმართველოში, სადაც ასევე გრძელდებოდა მის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მეტიც, როგორც თავად გ.ს. აღნიშნავს, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მას არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების საშუალება.

ამის შემდგომ ის გადაიყვანეს სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ფიზიკური ძალადობის შედეგად, ამ უკანასკნელს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაჟეჟილობები. 2013 წლის 20 ივნისს თელავის რაიონულმა სასამართლომ გ.ს. ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო და სახდელის სახით დააკისრა ჯარიმა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. როგორც გ.ს. აღნიშნავს, სასამართლო პროცესზე იგი დაეთანხმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას, რაც მისი უკიდურესად მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობითა და პოლიციელებისადმი შიშით იყო განპირობებული.

2013 წლის 21 ივნისს გ.ს-მ, სამართალდამცავების მიერ მისი ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თელავის რაიონულ პროკურატურასა და შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართა. 2013 წლის 22 ივნისს თელავის რაიონული პროკურატურის მიერ დაიკითხა გ.ს. იგი გაიგზავნა ექსპერტიზაზე, სხეულზე არსებული დაზიანებების

ხარისხის დადგენის მიზნით.

ამჟამინდელი მდგომარეობით, კახეთის საოლქო პროკურატურაში კვლავ მიმდინარეობს გამოძიება თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გ.ს-სთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე. გ.ს. დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულად და, შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, გაეცნოს საქმის მასალებს და მიიღოს ინფორმაცია მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით" (საქმეები აღებულა საია-ს ანგარიშიდან)

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ