ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლერი თედორაძემ დასავლეთ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელს გოდერძი თევზაძეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გოდერძი თევზაძე მიმალვაშია და დღეს ის პროცესზე არ გამოცხადებულა.
დემურ სტურუამ 7 აგვისტოს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მან სიკვდილამდე წერილი დატოვა, სადაც პოლიციელის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობს.