პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-მა ტერორისტული აქტი აღკვეთა - სად და რის აფეთქებას გეგმავდა საქართველოს 5 მოქალაქე
სუს-მა ტერორისტული აქტი აღკვეთა - სად და რის აფეთქებას გეგმავდა საქართველოს 5 მოქალაქე

სუს-მა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი აღ­კვე­თა - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

"კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა 2016 წლის 20 აგ­ვის­ტოს, რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ჯგუ­ფუ­რად მომ­ზა­დე­ბი­სათ­ვის და ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბი­სა და ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს 5 მო­ქა­ლა­ქე: ბექა ბ, ვლა­დი­მერ რ, მინ­დია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. და­ა­კა­ვა.

ამ პი­რე­ბის გარ­და, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას­თან ერ­თობ­ლი­ვად და­კა­ვე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლი ლე­ვან მ, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­ქა­ლა­ქე ირაკ­ლი ბ.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი ამ­ზა­დებ­დნენ სო­ფელ სა­გუ­რა­მოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მდი­ნა­რე არაგვზე გა­მა­ვა­ლი რუ­სეთ-სომ­ხე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გაზ­სა­დე­ნი მი­ლის ღია მო­ნაკ­ვე­თის აფეთ­ქე­ბას.

იცი­ლეთ ოპე­რა­ტი­უ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა

ამ მიზ­ნის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, 20 აგ­ვის­ტოს, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი გა­ემ­გზავრნენ ჟინ­ვა­ლი-შა­ტი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მახ­ლობ­ლად ტყის მა­სივ­ში არ­სე­ბუ­ლი ია­რა­ღის სა­მა­ლა­ვი­დან ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ამო­სა­ღე­ბად.

სა­მა­ლა­ვი­დან მათ ამო­ი­ღეს: 4 ცალი 200 გრა­მი­ა­ნი ტრო­ტი­ლის კოჭა, ორი სა­ხის ცე­ცხლგამ­ტა­რი ზო­ნა­რი, 5 ცალი კაფ­სუ­ლა დე­ტო­ნა­ტო­რი, ერთი ცალი ე.წ. "უემ­კა­ზე" მუხ­ტი, ერთი ცალი რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის ე.წ. "ვე­ზე­დეს" მუხ­ტი თა­ვი­სი­ვე ამ­ფეთ­ქით, რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის ერთი ცალი ამ­ფეთ­ქი და მო­ა­თავ­სეს ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, რა დრო­საც და­კა­ვე­ბუ­ლი იქ­ნენ სუს-ის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ.

გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მიერ სა­მა­ლა­ვის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია და­მა­ტე­ბით 3 ერ­თე­უ­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი მჭი­დე­ბით და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა. ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის ბი­ნა­ში, მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი­დან ამო­ღე­ბუ­ლია რუქა, სა­დაც და­ტა­ნი­ლია ის ად­გი­ლე­ბი, რომ­ლის აფეთ­ქე­ბა­საც და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი გეგ­მავ­დნენ.

იხი­ლეთ აფეთ­ქე­ბის მო­ნაკ­ვე­თე­ბის გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა

გა­მო­ძი­ე­ბას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი აწარ­მო­ებს, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 18 - 323 მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და მე-2 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, 3231 მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, 25-3231 მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, 236 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, 332-ე მუხ­ლით, 376-ე მუხ­ლით", - გა­ნა­ცხა­დეს სუს-ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე.

სუს-მა ტერორისტული აქტი აღკვეთა - სად და რის აფეთქებას გეგმავდა საქართველოს 5 მოქალაქე

სუს-მა ტერორისტული აქტი აღკვეთა - სად და რის აფეთქებას გეგმავდა საქართველოს 5 მოქალაქე

სუს-მა ტერორისტული აქტი აღკვეთა - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა.

ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე ირაკლი ბ.

გამოძიებით დადგენილია, რომ დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას.

იცილეთ ოპერატიული ვიდეომასალა

ამ მიზნის განსახორციელებლად, 20 აგვისტოს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გაემგზავრნენ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად.

სამალავიდან მათ ამოიღეს: 4 ცალი 200 გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. "უემკაზე" მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. "ვეზედეს" მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი და მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც დაკავებული იქნენ სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

გამომძიებლების მიერ სამალავის დათვალიერების შედეგად ამოღებულია დამატებით 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, მისი პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებულია რუქა, სადაც დატანილია ის ადგილები, რომლის აფეთქებასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ.

იხილეთ აფეთქების მონაკვეთების გრაფიკული გამოსახულება

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18 - 323 მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 3231 მუხლის 1-ლი ნაწილით, 25-3231 მუხლის 1-ლი ნაწილით, 236 მუხლის მე-2 ნაწილით, 332-ე მუხლით, 376-ე მუხლით", - განაცხადეს სუს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ