მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მეუღლე ორსულადაა, ჰყავს სამი შვილი და გთხოვთ, ეს გარემოება გაითვალისწინოთ" - გუკა რჩეულიშვილი სასამართლოზე
 "ჩემი მეუღლე ორსულადაა, ჰყავს სამი შვილი და გთხოვთ, ეს გარემოება გაითვალისწინოთ" - გუკა რჩეულიშვილი სასამართლოზე

"ჩემი მე­უღ­ლე არის ორ­სუ­ლად, ასე­ვე ჰყავს სამი შვი­ლი და გთხოვთ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ეს გა­რე­მო­ე­ბა", - ასე მი­მარ­თა "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლეს და სთხო­ვა, მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა გი­რა­ო­თი შე­უც­ვა­ლოს. შე­გახ­სე­ნებთ, ლელა კი­ლა­ძე გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის­გან შვილს ელო­დე­ბა.

გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე იშუ­ამ­დგომ­ლა, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­უქ­მდეს და იგი სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლდეს, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით კი ად­ვო­კატ­მა გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის­თვის გი­რა­ოს სა­ხით 100 ათა­სი ლა­რის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა, რო­მე­ლიც, რო­გორც ად­ვო­კატ­მა გან­მარ­ტა, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით.

წა­ი­კი­თხეთ: ლელა კი­ლა­ძე გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის­გან შვილს ელო­დე­ბა: "კლა­ვენ ერთ ადა­მი­ანს და იბა­დე­ბა მე­ო­რე..."

ბრალ­დე­ბულ­მა რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა, ად­ვო­კა­ტის მიერ და­ყე­ნე­ბუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლეს თა­ვა­დაც მი­მარ­თა.

"მინ­და გან­ვმარ­ტო, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ ჩემი წას­ვლა უკავ­შირ­დე­ბო­და ჩემს სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვარ პრო­დი­უ­სე­რი და ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბის გამო მი­წევ­და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში კი, არა­ნა­ი­რი პრო­ექ­ტი არ მაქვს და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზღვარ­გა­რე­თაც ვერ წა­ვი­დო­დი. ასე­ვე მინ­და გი­თხრათ, რომ ჩემი მე­უღ­ლე არის ორ­სუ­ლად, ასე­ვე ჰყავს სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, მარ­ტოა მათ­თან და ზრდის. ამი­ტომ, გთხოვთ, ეს გა­რე­მო­ე­ბაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას. კი­დევ ერთს და­ვა­მა­ტებ, თუ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რა­ი­მე სა­ხით შე­ა­ფერ­ხებს დე­და­ჩე­მის, მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის პრო­ცესს, რა თქმა უნდა, მირ­ჩევ­ნია, რომ ცი­ხე­ში ვიჯ­დე", - გა­ნა­ცხა­და გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს, მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ­მა, მა­რი­ამ ცუც­ქი­რი­ძემ სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე ასე­ვე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­უქ­მე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით კი მო­სა­მარ­თლეს 250 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შეს­თა­ვა­ზა.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ლელა კი­ლა­ძე რჩე­უ­ლიშ­ვი­ლებ­თან გა­და­ღე­ბულ ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"ჩემი მეუღლე ორსულადაა, ჰყავს სამი შვილი და გთხოვთ, ეს გარემოება გაითვალისწინოთ" - გუკა რჩეულიშვილი სასამართლოზე

 "ჩემი მეუღლე ორსულადაა, ჰყავს სამი შვილი და გთხოვთ, ეს გარემოება გაითვალისწინოთ" - გუკა რჩეულიშვილი სასამართლოზე

"ჩემი მეუღლე არის ორსულად, ასევე ჰყავს სამი შვილი და გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს გარემოება", - ასე მიმართა "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილმა მოსამართლეს და სთხოვა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალოს. შეგახსენებთ, ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილისგან შვილს ელოდება.

გუკა რჩეულიშვილის ადვოკატმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და იგი სასამართლო დარბაზშივე გათავისუფლდეს, ალტერნატივის სახით კი ადვოკატმა გუკა რჩეულიშვილისთვის გირაოს სახით 100 ათასი ლარის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რომელიც, როგორც ადვოკატმა განმარტა, უზრუნველყოფილი იქნება გუკა რჩეულიშვილის მეუღლის უძრავი ქონებით.

წაიკითხეთ: ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილისგან შვილს ელოდება: "კლავენ ერთ ადამიანს და იბადება მეორე..."

ბრალდებულმა რჩეულიშვილმა, ადვოკატის მიერ დაყენებული შუამდგომლობის შემდეგ მოსამართლეს თავადაც მიმართა.

"მინდა განვმარტო, რომ საზღვარგარეთ ჩემი წასვლა უკავშირდებოდა ჩემს სამსახურეობრივ საქმიანობას. მოგეხსენებათ, ვარ პროდიუსერი და ფილმების გადაღების გამო მიწევდა ქვეყნის დატოვება. ბოლო პერიოდში კი, არანაირი პროექტი არ მაქვს და შესაბამისად, საზღვარგარეთაც ვერ წავიდოდი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემი მეუღლე არის ორსულად, ასევე ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, მარტოა მათთან და ზრდის. ამიტომ, გთხოვთ, ეს გარემოებაც გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას. კიდევ ერთს დავამატებ, თუ ეს გადაწყვეტილება რაიმე სახით შეაფერხებს დედაჩემის, მაია რჩეულიშვილის პროცესს, რა თქმა უნდა, მირჩევნია, რომ ციხეში ვიჯდე", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, მისი ინტერესების დამცველმა, მარიამ ცუცქირიძემ სასამართლოს წინაშე ასევე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა დააყენა, ალტერნატივის სახით კი მოსამართლეს 250 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.

ასევე დაგაინტერესებთ: ლელა კილაძე რჩეულიშვილებთან გადაღებულ ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ