მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც იყო ინსტრუქტორი, იმის ბრალია" - რაში ადანაშაულებს თავდაცვის სამინისტროს ზღვაში დაკარგული სამხედროს მამა
"ვინც იყო ინსტრუქტორი, იმის ბრალია" - რაში ადანაშაულებს თავდაცვის სამინისტროს ზღვაში დაკარგული სამხედროს მამა

გო­ნი­ო­ში, ზღვა­ში და­კარ­გუ­ლი ჯა­რის­კა­ცის იაგო შა­რა­ძის მამა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის და­უც­ვე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. შა­რა­ძის თქმით, მის­მა შვილ­მა ცურ­ვა კარ­გად იცო­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, ინ­სტრუქ­ტა­ჟის დარ­ღვე­ვის გამო და­ი­ღუ­პა.

"ვფიქ­რობ, უსაფრ­თხო­ე­ბა არ იყო და­ცუ­ლი. მეც გვი­ან გა­ნა­გე­ბი­ნეს. ამ­ბა­ვი პირ­ველ სა­ათ­ზე მოხ­და და მე სამი სა­ა­თის შემ­დეგ გა­ვი­გე. ვინც იყო ინ­სტრუქ­ტო­რი, ალ­ბათ იმის ბრა­ლია. პირ­ვე­ლი იყო ცურ­ვა­ში. უჟანგბა­დოდ რომ გა­სუ­ლი­ყო, შეძ­ლებ­და უკან გა­მოს­ვლას, მაგ­რამ სიღ­რმე­ში რომ შე­ვიდ­ნენ, კონ­ტრო­ლი ხომ იყო სა­ჭი­რო? ინ­სტრუქ­ტა­ჟი ხომ უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ?", - აღ­ნიშ­ნა იაგო შა­რა­ძემ.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბის ორი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე - კაპ­რა­ლი იაგო შა­რა­ძე და I კლა­სის რი­გი­თი გი­ორ­გი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც მებ­რძოლ-მყვინ­თავ­თა კურსს გა­დი­ოდ­ნენ, შავ ზღვა­ზე გეგ­მი­ურ სა­ზღვაო სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სწავ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. საწ­ვრთნე­ლი ვარ­ჯი­შის დროს, ზღვა­ში სიღ­მი­თი ჩაყ­ვინ­თვის შემ­დეგ, გი­ორ­გი ნა­ნი­ტაშ­ვილ­მა და იაგო შა­რა­ძემ ვერ შეძ­ლეს ზღვის ზე­და­პირ­ზე ამოს­ვლა და ამ დრომ­დე მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და­უდ­გე­ნე­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, აშშ-ს მთავ­რო­ბამ აშშ-ს ევ­რო­პულ სარ­დლო­ბას და­ა­ვა­ლა, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლებ­მა ორი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის გა­დარ­ჩე­ნის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­ნი­ოს ყო­ფი­ლი სას­რო­ლე­თის სა­ზღვაო ზოლ­ში, შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლე­ბის ორი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­საც სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოპე­რა­ტი­უ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის და გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბი, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი და­ნა­ყო­ფი, სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს შე­სა­ბა­მის და­ნა­ყო­ფებ­თან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ვინც იყო ინსტრუქტორი, იმის ბრალია" - რაში ადანაშაულებს თავდაცვის სამინისტროს ზღვაში დაკარგული სამხედროს მამა

"ვინც იყო ინსტრუქტორი, იმის ბრალია" - რაში ადანაშაულებს თავდაცვის სამინისტროს ზღვაში დაკარგული სამხედროს მამა

გონიოში, ზღვაში დაკარგული ჯარისკაცის იაგო შარაძის მამა თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების ზომების დაუცველობაში ადანაშაულებს. შარაძის თქმით, მისმა შვილმა ცურვა კარგად იცოდა და სავარაუდოდ, ინსტრუქტაჟის დარღვევის გამო დაიღუპა.

"ვფიქრობ, უსაფრთხოება არ იყო დაცული. მეც გვიან განაგებინეს. ამბავი პირველ საათზე მოხდა და მე სამი საათის შემდეგ გავიგე. ვინც იყო ინსტრუქტორი, ალბათ იმის ბრალია. პირველი იყო ცურვაში. უჟანგბადოდ რომ გასულიყო, შეძლებდა უკან გამოსვლას, მაგრამ სიღრმეში რომ შევიდნენ, კონტროლი ხომ იყო საჭირო? ინსტრუქტაჟი ხომ უნდა ჩაეტარებინათ?", - აღნიშნა იაგო შარაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობამ აშშ-ს ევროპულ სარდლობას დაავალა, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა მიიღონ, - ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად ახორციელებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ