პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე კიდევ ერთმა პოლიციელმა მიიყვანა? - ვის ადებს ხელს ოჯახი
დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე კიდევ ერთმა პოლიციელმა მიიყვანა? - ვის ადებს ხელს ოჯახი

დე­მურ სტუ­რუ­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას კი­დევ ერთი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის ვი­ნა­ო­ბის და­მალ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. სტუ­რუ­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რი, რო­მელ­მაც ახალ­გაზ­რდა სა­ვა­რა­უ­დოდ თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა, სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს მარ­ტო არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" იუ­წყე­ბა, უკვე ცნო­ბი­ლია ალე­ტერ­ნა­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ცხე­დარს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და. სა­ბო­ლოო დას­კვნა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"ღა­მის 2 სა­ათ­ზე მო­სუ­ლა 2 პო­ლი­ცი­ე­ლი და შე­ა­მოწ­მეს ცო­ცხა­ლი იყო თუ მკვდა­რი. ნა­ნა­ხი ყავ­დათ ხეზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, გა­ი­ა­რეს და წა­ვიდ­ნენ. არ ვე­თან­ხმე­ბი მა­გათ ექ­სპერტს, 7-ში აქვს თავი ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი და 8-ში არის გა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა", - აცხა­დებს დე­მურ სტუ­რუ­ას დედა, ნონა ჯო­ჯუა. გარ­დაც­ვლი­ლის ძმა კი ამ­ბობს, რომ 22 წლის დე­მურ სტუ­რუა სას­ტი­კად იყო ნა­ცე­მი.

სამ­ტრე­დი­ა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 22 წლის დე­მურ სტუ­რუ­ას ოჯა­ხი ახალ­გაზ­რდის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცველს ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც ისი­ნი აცხა­დე­ბენ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი გო­დერ­ძი თევ­ზა­ძე დე­მურ სტუ­რუ­ას სის­ტე­მა­ტუ­რად სცემ­და და აი­ძუ­ლებ­და მის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას, თუ ვინ ინა­ხავ­და მა­რი­ხუ­ა­ნას, რა­საც მან ვერ გა­უძ­ლო და სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი­თაა აღ­ძრუ­ლი და გა­მო­ძი­ე­ბას და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვლოს სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა იძი­ებს. რაც შე­ე­ხე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე დე­მურ სტუ­რუ­ას მიერ და­წე­რილ წე­რილ­ში ნახ­სე­ნებ პო­ლი­ცი­ელს, მან პოს­ტი და­ტო­ვა. 22 წლის ახალ­გაზ­რდამ სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით 8 აგ­ვის­ტოს და­ას­რუ­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე კიდევ ერთმა პოლიციელმა მიიყვანა? - ვის ადებს ხელს ოჯახი

დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე კიდევ ერთმა პოლიციელმა მიიყვანა? - ვის ადებს ხელს ოჯახი

დემურ სტურუას ოჯახის წევრები გამოძიებას კიდევ ერთი სამართალდამცველის ვინაობის დამალვაში ადანაშაულებს. სტურუას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ უბნის ინსპექტორი, რომელმაც ახალგაზრდა სავარაუდოდ თვითმკვლელობამდე მიიყვანა, საბედისწერო ღამეს მარტო არ იმყოფებოდა.

როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2" იუწყება, უკვე ცნობილია ალეტერნარიული ექსპერტიზის პირველადი მონაცემები, რომლითაც დასტურდება, რომ ცხედარს დაზიანებები ჰქონდა. საბოლოო დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ღამის 2 საათზე მოსულა 2 პოლიციელი და შეამოწმეს ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ნანახი ყავდათ ხეზე ჩამოკიდებული, გაიარეს და წავიდნენ. არ ვეთანხმები მაგათ ექსპერტს, 7-ში აქვს თავი ჩამოკიდებული და 8-ში არის გატარებული ექსპერტიზა", - აცხადებს დემურ სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა. გარდაცვლილის ძმა კი ამბობს, რომ 22 წლის დემურ სტურუა სასტიკად იყო ნაცემი.

სამტრედიაში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას ოჯახი ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანაში სამართალდამცველს ადანაშაულებს. როგორც ისინი აცხადებენ, სამართალდამცველი გოდერძი თევზაძე დემურ სტურუას სისტემატურად სცემდა და აიძულებდა მისთვის ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვინ ინახავდა მარიხუანას, რასაც მან ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული და გამოძიებას დასავლეთ საქართვლოს საოლქო პროკურატურა იძიებს. რაც შეეხება თვითმკვლელობამდე დემურ სტურუას მიერ დაწერილ წერილში ნახსენებ პოლიციელს, მან პოსტი დატოვა. 22 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 8 აგვისტოს დაასრულა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ