გლდანში 30 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შემთხვევა დაახლოებით დღის 15:00 საათზე, ქერჩის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილს ჭრილობები თავისა და ხელის არეში აქვს მიყენებული.
გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, მამაკაცი ერთ-ერთ რესტორანში ცეკვავდა. ერთ-ერთი ქალბატონის განცხადებით კი, მკვლელი სამხედრო ფორმით იყო, თუმცა სხვა დეტალები მისთვის უცნობია.
როგორც ირკვევა, მოკლული ანსამბლ ხერთვისის ხელმძღვანელი ვანო წიკლაური იყო. როგორც ანსამბლ "გორდელას" წევრი თამარ ალადაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, წიკლაური "სარეპეტიციო დარბაზში მოკლეს". მისივე ინფორმაციით, დაღუპულს ორი ჭრილობა ტყვიით აქვს მიყენებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქამეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე იარაღის უკანონო ტარების მუხლით არის აღძრული