პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი - თუ მთავრობა დაინტერესებულია დაზარალებულების დაკმაყოფილებით, "ცენტრ პოინტს" საშუალება უნდა მიეცეს მშენებლობები დაასრულოს
ადვოკატი - თუ მთავრობა დაინტერესებულია დაზარალებულების დაკმაყოფილებით, "ცენტრ პოინტს" საშუალება უნდა მიეცეს მშენებლობები დაასრულოს

"ცენ­ტრ პო­ინ­ტის" საქ­მე­ზე რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მა­რი­ნე ცუც­ქი­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ მთავ­რო­ბა და პრო­კუ­რა­ტუ­რა რე­ა­ლუ­რად არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბით, კომ­პა­ნი­ას მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მი­ე­ცეს.

ამის შე­სა­ხებ ად­ვო­კატ­მა დღეს და­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს ბრალ­დე­ბის მხა­რის 10-15 მოწ­მე და­ი­კი­თხე­ბა, სა­ა­კა­ძე­ზე არ­სე­ბუ­ლი კორ­პუს­ში ბი­ნე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თავს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ.

"დღემ­დე ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბულს, ვინც პრო­ცე­სებ­ზე და­ი­კი­თხა, ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა ჰქონ­და, ეს იყო ბი­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბა. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ გვა­ინ­ტე­რე­სებს რა იქ­ნე­ბა ამ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნა, მშე­ნებ­ლო­ბე­ბი დას­რულ­დეს, თუ სხვა პრე­ტენ­ზია ექ­ნე­ბათ.

შე­კი­თხვე­ბი იქ­ნე­ბა ძი­რი­თა­დად იმის შე­სა­ხებ, თუ რაში ცნო­ბენ ისი­ნი თავს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად, რამ­დე­ნად და­ზა­რალ­დნენ, რა მო­ლო­დი­ნე­ბი აქვთ ამ საქ­მე­ზე და ა.შ. თუ მთავ­რო­ბა და პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ინ­ტე­რე­ბუ­ლია რე­ა­ლუ­რად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბით, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში "ცენ­ტრ პო­ინტს" უნდა მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და­ას­რუ­ლოს. მო­ლა­პა­რა­კე­ბის ფონ­ზე უნდა გაგ­რძელ­დეს ეს საქ­მე", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დაც­ვის მხა­რეს ჰყავს მოწ­მე­ე­ბი და გა­აჩ­ნია დო­კუ­მენ­ტა­ცია იმის და­მა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ კომ­პა­ნია თა­ვად არის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან.

"ჩვენ გვყავს უამ­რა­ვი მოწ­მე, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი არი­ან სრუ­ლად და "ცენ­ტრ-პო­ინტმა" შე­ას­რუ­ლა თა­ვი­სი ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ასე­ვე გვაქვს დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც ასა­ხავს, რომ "ცენ­ტრ პო­ინ­ტი" თვი­თონ არის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს, ძვე­ლი და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან", - გან­მარ­ტა ად­ვო­კატ­მა.

დღეს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" საქ­მის გან­ხილ­ვა გა­ნახ­ლდე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ადვოკატი - თუ მთავრობა დაინტერესებულია დაზარალებულების დაკმაყოფილებით, "ცენტრ პოინტს" საშუალება უნდა მიეცეს მშენებლობები დაასრულოს

ადვოკატი - თუ მთავრობა დაინტერესებულია დაზარალებულების დაკმაყოფილებით, "ცენტრ პოინტს" საშუალება უნდა მიეცეს მშენებლობები დაასრულოს

"ცენტრ პოინტის" საქმეზე რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატის, მარინე ცუცქირიძის განცხადებით, თუ მთავრობა და პროკურატურა რეალურად არის დაინტერესებული დაზარალებულების დაკმაყოფილებით, კომპანიას მშენებლობის დასრულების საშუალება უნდა მიეცეს.

ამის შესახებ ადვოკატმა დღეს დანიშნული პროცესის კომენტირებისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დღეს ბრალდების მხარის 10-15 მოწმე დაიკითხება, სააკაძეზე არსებული კორპუსში ბინების მფლობელები, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ.

"დღემდე ყველა დაზარალებულს, ვინც პროცესებზე დაიკითხა, ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა, ეს იყო ბინების დასრულება. განვითარებული მოვლენების შემდეგ გვაინტერესებს რა იქნება ამ დაზარალებულების მოთხოვნა, მშენებლობები დასრულდეს, თუ სხვა პრეტენზია ექნებათ.

შეკითხვები იქნება ძირითადად იმის შესახებ, თუ რაში ცნობენ ისინი თავს დაზარალებულად, რამდენად დაზარალდნენ, რა მოლოდინები აქვთ ამ საქმეზე და ა.შ. თუ მთავრობა და პროკურატურა დაინტერებულია რეალურად დაზარალებულების დაკმაყოფილებით, ყველა შემთხვევაში "ცენტრ პოინტს" უნდა მიეცეს საშუალება, რომ მშენებლობები დაასრულოს. მოლაპარაკების ფონზე უნდა გაგრძელდეს ეს საქმე", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დაცვის მხარეს ჰყავს მოწმეები და გააჩნია დოკუმენტაცია იმის დამადასტურებლად, რომ კომპანია თავად არის დაზარალებული სახელმწიფოს მხრიდან.

"ჩვენ გვყავს უამრავი მოწმე, რომლებიც ამბობენ, რომ დაკმაყოფილებული არიან სრულად და "ცენტრ-პოინტმა" შეასრულა თავისი ყველა ვალდებულება. ასევე გვაქვს დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს, რომ "ცენტრ პოინტი" თვითონ არის დაზარალებული სახელმწიფოს, ძველი და ახალი ხელისუფლების მხრიდან", - განმარტა ადვოკატმა.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, "ცენტრ პოინტის" საქმის განხილვა განახლდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ