მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თქვენი შვილი "მორგშია" და თუ არ წაიყვანთ, ხრამში გადავაგდებთო - სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა გორგაძის დედის დაკითხვის დეტალები
თქვენი შვილი "მორგშია" და თუ არ წაიყვანთ, ხრამში გადავაგდებთო - სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა გორგაძის დედის დაკითხვის დეტალები

ე.წ. ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე, რო­მელ­ზეც ბრა­ლი კუდ-ის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს გია დგე­ბუ­ა­ძეს, მეტ­სა­ხე­ლად "მას­ტე­რა­სა" და კუდ-ის ყო­ფილ უფ­როსს დათა ახა­ლა­ი­ას აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მოკ­ლუ­ლი შოთა გორ­გა­ძის დედა ნარ­გი­ზი გორ­გა­ძე იკი­თხე­ბა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლემ გა­იხ­სე­ნა, რის­თვის იყო წა­მო­სუ­ლი თბი­ლის­ში შოთა გორ­გა­ძე. რო­გორც ნარ­გი­ზი გორ­გა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მისი შვი­ლი თბი­ლის­ში წალ­კა­ში, ნათ­ლო­ბა­ში წას­ვლის მიზ­ნით წა­მო­ვი­და. მოწ­მის თქმით, შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან შე­ი­ტყო.

"შვილ­მა ნახა ტე­ლე­ვი­ზორ­ში, რომ გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ შო­თას მე­გო­ბა­რი მა­რა­დი იყო გარ­დაც­ვლი­ლი. ვცა­დეთ მას­თან და­რეკ­ვა, მაგ­რამ ვერ და­ვუ­კავ­შირ­დით. მერე წა­ვე­დი და მეც ვუ­ყუ­რე ტე­ლე­ვი­ზორ­ში კად­რებს. და­ვი­ნა­ხე ბავ­შვე­ბი და­ვარ­დნი­ლე­ბი, სის­ხლში ცუ­რავ­დნენ. და­ვი­წყეთ ისევ მა­რა­დის­თან და­კავ­ში­რე­ბა. ვი­ღა­ცამ გვი­პა­სუ­ხა ტე­ლე­ფონ­ზე და მი­თხრა - თქვე­ნი შვი­ლი აღარ არი­სო, "მორ­გშია" და თუ ჩა­მოხ­ვალთ დღეს­ვე, წა­იყ­ვა­ნე­თო, თუ არა­და ხრამ­ში გა­და­ვაგ­დებ­თო", - გა­ნა­ცხა­და ნარ­გი­ზი გორ­გო­ძემ.

მოწ­მის თქმით, მის შვილს და მის მე­გობ­რებს კრი­მი­ნალ­თან არა­ვი­თა­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნი­ათ და არც არა­ვი­თა­რი ია­რა­ღი არ ჰქონ­დათ. "თუ ია­რა­ღი ჰქონ­დათ, რა­ტომ არ მო­ვიდ­ნენ და არ გა­ჩხრი­კეს სახ­ლი? თუ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა უნ­დო­და, რა­ტომ არ და­ი­ჭი­რეს? რა­ტომ მოკ­ლეს? და­ე­ჭი­რათ და ჩა­ეს­ვათ ცი­ხე­ში, ვნა­ხავ­დი მა­ინც იქ. უდა­ნა­შა­უ­ლო ბი­ჭე­ბი ჩა­ცხრი­ლეს, ეს სა­მარ­თა­ლია? 11 წე­ლია ასე ვტი­რი. შვი­ლიშ­ვი­ლი და­მი­ტო­ვეს, ჩვი­ლი", - აღ­ნიშ­ნა და­კი­თხვი­სას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, შოთა გორ­გო­ძის ძმა გია გორ­გა­ძე, რო­მე­ლიც იმ დროს ცი­ხე­ში იჯდა, აწა­მეს იმის­თვის, რომ ეთ­ქვა, რო­გორ აპი­რებ­დნენ მისი ძმა და მე­გობ­რე­ბი ცი­ხის აღე­ბას და პა­ტიმ­რე­ბის გაქ­ცე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

თქვენი შვილი "მორგშია" და თუ არ წაიყვანთ, ხრამში გადავაგდებთო - სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა გორგაძის დედის დაკითხვის დეტალები

თქვენი შვილი "მორგშია" და თუ არ წაიყვანთ, ხრამში გადავაგდებთო - სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა გორგაძის დედის დაკითხვის დეტალები

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომელზეც ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გია დგებუაძეს, მეტსახელად "მასტერასა" და კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას აქვთ წაყენებული, სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა გორგაძის დედა ნარგიზი გორგაძე იკითხება.

დაზარალებულის უფლებამონაცვლემ გაიხსენა, რისთვის იყო წამოსული თბილისში შოთა გორგაძე. როგორც ნარგიზი გორგაძემ აღნიშნა, მისი შვილი თბილისში წალკაში, ნათლობაში წასვლის მიზნით წამოვიდა. მოწმის თქმით, შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ტელევიზორიდან შეიტყო.

"შვილმა ნახა ტელევიზორში, რომ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ შოთას მეგობარი მარადი იყო გარდაცვლილი. ვცადეთ მასთან დარეკვა, მაგრამ ვერ დავუკავშირდით. მერე წავედი და მეც ვუყურე ტელევიზორში კადრებს. დავინახე ბავშვები დავარდნილები, სისხლში ცურავდნენ. დავიწყეთ ისევ მარადისთან დაკავშირება. ვიღაცამ გვიპასუხა ტელეფონზე და მითხრა - თქვენი შვილი აღარ არისო, "მორგშია" და თუ ჩამოხვალთ დღესვე, წაიყვანეთო, თუ არადა ხრამში გადავაგდებთო", - განაცხადა ნარგიზი გორგოძემ.

მოწმის თქმით, მის შვილს და მის მეგობრებს კრიმინალთან არავითარი შეხება არ ჰქონიათ და არც არავითარი იარაღი არ ჰქონდათ. "თუ იარაღი ჰქონდათ, რატომ არ მოვიდნენ და არ გაჩხრიკეს სახლი? თუ დანაშაულის ჩადენა უნდოდა, რატომ არ დაიჭირეს? რატომ მოკლეს? დაეჭირათ და ჩაესვათ ციხეში, ვნახავდი მაინც იქ. უდანაშაულო ბიჭები ჩაცხრილეს, ეს სამართალია? 11 წელია ასე ვტირი. შვილიშვილი დამიტოვეს, ჩვილი", - აღნიშნა დაკითხვისას დაზარალებულის უფლებამონაცვლემ.

მისივე განცხადებით, შოთა გორგოძის ძმა გია გორგაძე, რომელიც იმ დროს ციხეში იჯდა, აწამეს იმისთვის, რომ ეთქვა, როგორ აპირებდნენ მისი ძმა და მეგობრები ციხის აღებას და პატიმრების გაქცევის ორგანიზებას.

"ქურდული სამყაროს" წევრებმა ბიზნესმენი გაიტაცეს და ფულს სძალავდნენ - შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად 13 პირი დააკავა

გარდაბანში დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს ავტომობილიდან 100 000 ლარი გასტაცა

"პოლიციის თანამშრომლებს ნუ გვაგინებ" - ქუთაისში, კომენდანტის საათის დამრღვევმა სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა