მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა გუკა რჩეულიშვილზე ძებნას გამოაცხადებს
პროკურატურა გუკა რჩეულიშვილზე ძებნას გამოაცხადებს

პრო­კუ­რა­ტუ­რა შპს "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­ზე ძებ­ნას გა­მო­ა­ცხა­დებს. ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გვარ­ცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"პრო­კუ­რა­ტუ­რამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს შპს "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის, ამა­ვე ჯგუ­ფის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის, შპს "ცენ­ტრ პო­ინ­ტი აჭა­რას" დი­რექ­ტო­რე­ბის ირაკ­ლი მინ­დე­ლის და სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ.

ბრალ­დე­ბის მხა­რემ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სხვა სა­ფუძ­ვლებ­თან ერ­თად და­ა­სა­ბუ­თა იმ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი მე­ნა­შე­ნე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს მი­ა­წო­დონ ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს­და მათი კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლია და არა­ნა­ი­რი სა­ხის პრე­ტენ­ზია არ გა­აჩ­ნი­ათ, რი­თაც ცდი­ლო­ბენ გა­მო­ძი­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას. ასე­ვე მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბით დგინ­დე­ბა, რომ მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და შპს "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის" სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კვლა­ვაც და­მა­ტე­ბით ითხო­ვენ თან­ხებს მე­ნა­შე­ნე­ე­ბი­სა­გან, რა­მაც კვლა­ვაც შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზა­რა­ლოს ისი­ნი; ამავდრო­უ­ლად, მე­ნა­შე­ნე­ე­ბი­სა­გან და­მა­ტე­ბით მო­ზი­დულ თან­ხებს ასე­ვე ეუფ­ლე­ბი­ან შპს "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფია" დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დიდი ოდე­ნო­ბით, ჯგუ­ფუ­რად სხვი­სი ქო­ნე­ბის გაფ­ლან­გვის ბრალ­დე­ბით 2016 წლის 10 ივ­ლისს ბრალ­დე­ბუ­ლად და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნი და ირაკ­ლი მინ­დე­ლი, ხოლო გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა ამ დრომ­დე ვერ მოხ­და, რად­გან იგი ემა­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს, სა­სა­მარ­თლომ მისი და­კა­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, რის გა­მოც მის მი­მართ და­კა­ვე­ბის გა­რე­შე და­ი­წყო სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა.

ვი­ნა­ი­დან გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი თავს არი­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბას, მის მი­მართ და­უს­წრებ­ლად გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლად პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ. კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვით მის მი­მართ გა­მო­ცხად­დე­ბა ძებ­ნა", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტურს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

პროკურატურა გუკა რჩეულიშვილზე ძებნას გამოაცხადებს

პროკურატურა გუკა რჩეულიშვილზე ძებნას გამოაცხადებს

პროკურატურა შპს "ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილზე ძებნას გამოაცხადებს. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გვარცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფის" დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილის, ამავე ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილის, შპს "ცენტრ პოინტი აჭარას" დირექტორების ირაკლი მინდელის და სალომე ჩარკვიანის დაკავების შესახებ.

ბრალდების მხარემ შუამდგომლობა კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებთან ერთად დაასაბუთა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული მაია რჩეულიშვილი და მასთან დაკავშირებული პირები მენაშენეებს მოუწოდებენ, რომ საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოსდა მათი კანონიერი ინტერესები დაკმაყოფილებულია და არანაირი სახის პრეტენზია არ გააჩნიათ, რითაც ცდილობენ გამოძიების შეცდომაში შეყვანას. ასევე მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ მაია რჩეულიშვილი და შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სხვა წარმომადგენლები კვლავაც დამატებით ითხოვენ თანხებს მენაშენეებისაგან, რამაც კვლავაც შეიძლება დააზარალოს ისინი; ამავდროულად, მენაშენეებისაგან დამატებით მოზიდულ თანხებს ასევე ეუფლებიან შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფია" დამფუძნებლები და მათთან დაკავშირებული პირები. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დიდი ოდენობით, ჯგუფურად სხვისი ქონების გაფლანგვის ბრალდებით 2016 წლის 10 ივლისს ბრალდებულად დაკავებული იქნა სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი, ხოლო გურამ რჩეულიშვილის დაკავება ამ დრომდე ვერ მოხდა, რადგან იგი ემალება გამოძიებას. რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, სასამართლომ მისი დაკავების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის გამოც მის მიმართ დაკავების გარეშე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.

ვინაიდან გურამ რჩეულიშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მის მიმართ გამოცხადდება ძებნა", - ნათქვამია პროკურატურს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ