მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურის საგანგებო განცხადება: მაია და გუკა რჩეულიშვილების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
პროკურატურის საგანგებო განცხადება: მაია და გუკა რჩეულიშვილების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ცენტ-პო­ინ­ტის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს შპს "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფი"-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის, ამა­ვე ჯგუ­ფის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის, შპს "ცენ­ტრ პო­ინ­ტი აჭა­რა"-ს დი­რექ­ტო­რე­ბის ირაკ­ლი მინ­დე­ლის და სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ. ბრალ­დე­ბის მხა­რემ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სხვა სა­ფუძ­ვლებ­თან ერ­თად და­ა­სა­ბუ­თა იმ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი მე­ნა­შე­ნე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს მი­ა­წო­დონ ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს­და მათი კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლია და არა­ნა­ი­რი სა­ხის პრე­ტენ­ზია არ გა­აჩ­ნი­ათ, რი­თაც ცდი­ლო­ბენ გა­მო­ძი­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას.

ასე­ვე მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბით დგინ­დე­ბა, რომ მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და შპს "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის" სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კვლა­ვაც და­მა­ტე­ბით ითხო­ვენ თან­ხებს მე­ნა­შე­ნე­ე­ბი­სა­გან, რა­მაც კვლა­ვაც შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზა­რა­ლოს ისი­ნი; ამავდრო­უ­ლად, მე­ნა­შე­ნე­ე­ბი­სა­გან და­მა­ტე­ბით მო­ზი­დულ თან­ხებს ასე­ვე ეუფ­ლე­ბი­ან შპს "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფი"-ს დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დიდი ოდე­ნო­ბით, ჯგუ­ფუ­რად სხვი­სი ქო­ნე­ბის გაფ­ლან­გვის ბრალ­დე­ბით 2016 წლის 10 ივ­ლისს ბრალ­დე­ბუ­ლად და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნი და ირაკ­ლი მინ­დე­ლი, ხოლო გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა ამ დრომ­დე ვერ მოხ­და, რად­გან იგი ემა­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს, სა­სა­მარ­თლომ მისი და­კა­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, რის გა­მოც მის მი­მართ და­კა­ვე­ბის გა­რე­შე და­ი­წყო სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა.

ვი­ნა­ი­დან გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი თავს არი­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბას, მის მი­მართ და­უს­წრებ­ლად გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლად პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ. კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვით მის მი­მართ გა­მო­ცხად­დე­ბა ძებ­ნა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი სამ­შე­ნებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის მიერ და­ფუძნ­და კომ­პა­ნია "ცენ­ტრ პო­ინ­ტი ჯგუ­ფი". პრე­სა­სა თუ მე­დი­ა­ში გა­სუ­ლი რეკ­ლა­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფის მი­ზანს და­ბა­ლი ფა­სი­თა და მა­ღა­ლი ხა­რის­ხით მრა­ვა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის აშე­ნე­ბა წარ­მო­ად­გენ­და, შე­დე­გად მრა­ვალ­მა მო­ქა­ლა­ქემ მი­მარ­თა "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუფს", ჯერ კი­დევ არა­შე­ნე­ბუ­ლი ბი­ნე­ბის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლით.

შპს "ცენ­ტრ პო­ინ­ტი ჯგუ­ფი"- ს ფი­ლი­ა­ლის შპს "ცენ­ტრ პო­ინ­ტი აჭა­რა" დი­რექ­ტო­რებს წარ­მო­ად­გენ­დნენ: 2004 წლის 23 ივ­ლი­სი­დან - 2006 წლის 28 ნო­ემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნი, ხოლო 2006 წლის 28 ნო­ემ­ბრი­დან - ირაკ­ლი მინ­დე­ლი. დი­რექ­ტო­რე­ბი და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში იყ­ვნენ შპს "ცენ­ტრ პო­ინ­ტი ჯგუ­ფი"- ს დამ­ფუძ­ნე­ბელ პარტნი­ორ­თან მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­თან და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეს­თან გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილ­თან და მოქ­მე­დებ­დნენ მათი მი­თი­თე­ბით. შპს "ცენ­ტრ პო­ინტ აჭა­რა"- ს ბა­თუმ­ში სამი ობი­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, კერ­ძოდ კი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო პუშ­კი­ნი­სა და ბაგ­რა­ტი­ო­ნის ქუ­ჩებ­ზე, ხოლო რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი "თეთ­რი მაგ­ნო­ლია".

შპს "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფი" -ს მიერ გა­წე­უ­ლი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ით 2005 წლის 2 მა­ი­სი­დან - 2010 წლის 8 სექ­ტემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან მო­ზი­დულ იქნა ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბი 64 219 606 ლა­რის ოდე­ნო­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხე­ბი უნდა მი­მარ­თუ­ლი­ყო მშე­ნებ­ლო­ბის­თვის, 2004 წლის 23 ივ­ლი­სი­დან - 2006 წლის 28 ნო­ემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში სა­ლო­მე ჩარ­კვი­ან­მა სა­ლა­რო­დან, მე­ნა­შე­ნე­თა მიერ შე­ტა­ნი­ლი თან­ხა 3 756 017.41 ლა­რის ოდე­ნო­ბით არა­მიზ­ნობ­რი­ვად გაფ­ლან­გა და თან­ხა არ მოხ­მარ­და კონ­კრე­ტუ­ლი ობი­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბას.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ფი­ლი­ა­ლის დი­რექ­ტო­რად ირაკ­ლი მინ­დე­ლის და­ნიშ­ვნის შემ­დეგ, მან 2006 წლის 28 ნო­ემ­ბრი­დან - 2010 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში არა­მიზ­ნობ­რი­ვად გაფ­ლან­გა შპს "ცენ­ტრ პო­ინტ აჭა­რას"-ს მე­ნა­შე­ნე­თა მიერ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის შე­ტა­ნი­ლი თან­ხა 15 984 828.9 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ამ­დე­ნად, ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა ირაკ­ლი მინ­დელ­თან და სა­ლო­მე ჩარ­კვი­ან­თან ერ­თად გაფ­ლან­გა მე­ნა­შე­ნე­თა კუთ­ვნი­ლი ფუ­ლა­დი თან­ხა 19 740 845 ლარი.

გარ­და ამი­სა, ირაკ­ლი მინ­დე­ლი შპს "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფი"-ს სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილ­თან ერ­თად 2009 წლის 7 ივ­ლი­სი­დან - 2010 წლის 30 მარ­ტამ­დე პე­რი­ოდ­ში და­ე­უფ­ლა მე­ნა­შე­ნე­თა კუთ­ვნილ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხას 1 657 959,39 ლა­რის ოდე­ნო­ბით, რაც მათ ერ­თობ­ლი­ვად მი­ით­ვი­სეს.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შპს "ცენ­ტრ პო­ინტ აჭა­რამ" არ უზ­რუნ­ველ­ყო ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა პუშ­კი­ნის და ბაგ­რა­ტი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე, არ შე­ას­რუ­ლა ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის "თეთ­რი მაგ­ნო­ლი­ის" მე­ნა­შე­ნე­ე­ბის მი­მართ, რის გა­მოც მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა გა­ნი­ცა­დეს დიდი ოდე­ნო­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი.

მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის, ირაკ­ლი მინ­დე­ლის, სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნის და გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­წყე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 182-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა" და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას შვი­დი­დან თერ­თმეტ წლამ­დე ვა­დით ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

პროკურატურის საგანგებო განცხადება: მაია და გუკა რჩეულიშვილების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურის საგანგებო განცხადება: მაია და გუკა რჩეულიშვილების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურა ცენტ-პოინტის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფი"-ს დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილის, ამავე ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილის, შპს "ცენტრ პოინტი აჭარა"-ს დირექტორების ირაკლი მინდელის და სალომე ჩარკვიანის დაკავების შესახებ. ბრალდების მხარემ შუამდგომლობა კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებთან ერთად დაასაბუთა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული მაია რჩეულიშვილი და მასთან დაკავშირებული პირები მენაშენეებს მოუწოდებენ, რომ საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოსდა მათი კანონიერი ინტერესები დაკმაყოფილებულია და არანაირი სახის პრეტენზია არ გააჩნიათ, რითაც ცდილობენ გამოძიების შეცდომაში შეყვანას.

ასევე მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ მაია რჩეულიშვილი და შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სხვა წარმომადგენლები კვლავაც დამატებით ითხოვენ თანხებს მენაშენეებისაგან, რამაც კვლავაც შეიძლება დააზარალოს ისინი; ამავდროულად, მენაშენეებისაგან დამატებით მოზიდულ თანხებს ასევე ეუფლებიან შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფი"-ს დამფუძნებლები და მათთან დაკავშირებული პირები. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დიდი ოდენობით, ჯგუფურად სხვისი ქონების გაფლანგვის ბრალდებით 2016 წლის 10 ივლისს ბრალდებულად დაკავებული იქნა სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი, ხოლო გურამ რჩეულიშვილის დაკავება ამ დრომდე ვერ მოხდა, რადგან იგი ემალება გამოძიებას. რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, სასამართლომ მისი დაკავების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის გამოც მის მიმართ დაკავების გარეშე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.

ვინაიდან გურამ რჩეულიშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მრავალფუნქციური სამშენებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის მიერ დაფუძნდა კომპანია "ცენტრ პოინტი ჯგუფი". პრესასა თუ მედიაში გასული რეკლამების შესაბამისად აღნიშნული ჯგუფის მიზანს დაბალი ფასითა და მაღალი ხარისხით მრავალი საცხოვრებელი ბინის აშენება წარმოადგენდა, შედეგად მრავალმა მოქალაქემ მიმართა "ცენტრ პოინტ ჯგუფს", ჯერ კიდევ არაშენებული ბინების შეძენის სურვილით.

შპს "ცენტრ პოინტი ჯგუფი"- ს ფილიალის შპს "ცენტრ პოინტი აჭარა" დირექტორებს წარმოადგენდნენ: 2004 წლის 23 ივლისიდან - 2006 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში სალომე ჩარკვიანი, ხოლო 2006 წლის 28 ნოემბრიდან - ირაკლი მინდელი. დირექტორები დანაშაულებრივ კავშირში იყვნენ შპს "ცენტრ პოინტი ჯგუფი"- ს დამფუძნებელ პარტნიორთან მაია რჩეულიშვილთან და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან გურამ რჩეულიშვილთან და მოქმედებდნენ მათი მითითებით. შპს "ცენტრ პოინტ აჭარა"- ს ბათუმში სამი ობიექტის მშენებლობა უნდა განეხორციელებინა, კერძოდ კი, საცხოვრებელი სახლები უნდა აშენებულიყო პუშკინისა და ბაგრატიონის ქუჩებზე, ხოლო რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსი "თეთრი მაგნოლია".

შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფი" -ს მიერ გაწეული სარეკლამო კამპანიით 2005 წლის 2 მაისიდან - 2010 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში მოქალაქეებისგან მოზიდულ იქნა ფულადი სახსრები 64 219 606 ლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანხები უნდა მიმართულიყო მშენებლობისთვის, 2004 წლის 23 ივლისიდან - 2006 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში სალომე ჩარკვიანმა სალაროდან, მენაშენეთა მიერ შეტანილი თანხა 3 756 017.41 ლარის ოდენობით არამიზნობრივად გაფლანგა და თანხა არ მოხმარდა კონკრეტული ობიექტის მშენებლობას.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფილიალის დირექტორად ირაკლი მინდელის დანიშვნის შემდეგ, მან 2006 წლის 28 ნოემბრიდან - 2010 წლის ოქტომბრამდე პერიოდში არამიზნობრივად გაფლანგა შპს "ცენტრ პოინტ აჭარას"-ს მენაშენეთა მიერ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის შეტანილი თანხა 15 984 828.9 ლარის ოდენობით.

ამდენად, ერთობლიობაში მაია რჩეულიშვილმა ირაკლი მინდელთან და სალომე ჩარკვიანთან ერთად გაფლანგა მენაშენეთა კუთვნილი ფულადი თანხა 19 740 845 ლარი.

გარდა ამისა, ირაკლი მინდელი შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფი"-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილთან ერთად 2009 წლის 7 ივლისიდან - 2010 წლის 30 მარტამდე პერიოდში დაეუფლა მენაშენეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 1 657 959,39 ლარის ოდენობით, რაც მათ ერთობლივად მიითვისეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს "ცენტრ პოინტ აჭარამ" არ უზრუნველყო ობიექტების მშენებლობა პუშკინის და ბაგრატიონის ქუჩაზე, არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები საცხოვრებელი კომპლექსის "თეთრი მაგნოლიის" მენაშენეების მიმართ, რის გამოც მოქალაქეებმა განიცადეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ