პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მინახავს ასეთი სისასტიკე, ოჯახს შვილით უსწორდებოდნენ" - მაია და გუკა რჩეულიშვილები პროკურატურაში დაიბარეს
"არ მინახავს ასეთი სისასტიკე, ოჯახს შვილით უსწორდებოდნენ" - მაია და გუკა რჩეულიშვილები პროკურატურაში დაიბარეს

მაია და გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბი დღეს თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არი­ან და­ბა­რე­ბუ­ლე­ბი. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კომ­პა­ნია "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში 11:00 სა­ათ­ზეა და­ბა­რე­ბუ­ლი, ხოლო ის - 13:00 სა­ათ­ზე.

"ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად ვარ და­ბა­რე­ბუ­ლი. საქ­მე "მაგ­ნო­ლი­ას" პრო­ექტს ეხე­ბა. მე მი­ვალ, გუკა - არ ვიცი, ის სა­ერ­თოდ არ ჩანს. არა­ფე­რი ვი­ცით გუ­კა­ზე, სად არის. ეს სა­ერ­თოდ ჰგავს პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას. გუკა სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­შია. ყუ­რით მოთ­რე­უ­ლი ამ­ბა­ვია. არ მი­ნა­ხავს ასე­თი სი­სას­ტი­კე, რომ ოჯახს შვი­ლით უს­წორ­დე­ბოდ­ნენ. ჯერ ეს სა­ქარ­თვე­ლოს არც ერთ ხე­ლი­სუ­ფალს არ უკად­რია", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრე­ნი­უსს" მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არ არ­სე­ბობს, მხა­რე არის ის და თუ ვინ­მე შე­იძ­ლე­ბა და­ობ­დეს, ეს თა­ვა­დაა.

"გუ­კას მხო­ლოდ მე შე­იძ­ლე­ბა მოვ­და­ვე­ბო­დი. პრო­კუ­რა­ტუ­რას ძა­ლი­ან არა­ჯან­სა­ღი და­ინ­ტე­რე­სე­ბა აქვს. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა - შური და ზი­ზღი, მეტი არა­ფე­რი", - ამ­ბობს მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი.

"ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კვლავ სა­უბ­რობს მის წი­ნა­აღ­მდეგ ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბა­ზე.

"ერთ-ერთ ობი­ექტს ერ­თად ვა­შე­ნებ­დით. კბი­ლაშ­ვი­ლის იყო მიწა, ჩემი - აშე­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბა. ეს არის ობი­ექ­ტი "ქორ­თი­არდ-მა­რი­ო­ტის" ეზო­ში. ბლო­კით აშე­ნე­ბუ­ლი კარ­კა­სუ­ლი შე­ნო­ბაა. კბი­ლაშ­ვილ­მა ხარ­ვე­ზი­ა­ნი მიწა მომ­ცა - 20 თუ 30 კვ.მ. მე­ზობ­ლის იყო. იქ ავა­შე­ნეთ და ვე­ღარ და­ვამ­თავ­რეთ, რად­გან სეს­ხის აღე­ბა რომ მინ­დო­და, რათა და­მემ­თავ­რე­ბი­ნა, მი­ლი­ო­ნი დავ­ხარ­ჯეთ. სეს­ხზე გვი­თხრეს, რომ არ მოგ­ვცემ­დნენ, რად­გან მიწა ხარ­ვე­ზი­ა­ნი იყო. მერე რა თქმა უნდა, უნ­დო­და წარ­თმე­ვა, რომ "დრო­ზე რა­ტომ ვერ აა­შე­ნე". ჩემ­თან სულ ასეა, სულ გა­მო­ძალ­ვაა - სახ­ლე­ბის აშე­ნე­ბა უფუ­ლოდ უნ­დათ", - აცხა­დებს მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი.

ამას­თან, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ცენ­ტრ პო­ინტ აჭა­რის" დი­რექ­ტორს ირაკ­ლი მინ­დელ­სა და გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯერ სა­ლო­მე ჩარ­კვი­ანს ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს წა­უ­ყე­ნე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სი მო­ლო­დი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტებს აქვთ, რომ­ლე­ბიც მათი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებ­თან წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში წუ­ხელ, გვი­ა­ნო­ბამ­დე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"არ მინახავს ასეთი სისასტიკე, ოჯახს შვილით უსწორდებოდნენ" - მაია და გუკა რჩეულიშვილები პროკურატურაში დაიბარეს

"არ მინახავს ასეთი სისასტიკე, ოჯახს შვილით უსწორდებოდნენ" - მაია და გუკა რჩეულიშვილები პროკურატურაში დაიბარეს

მაია და გუკა რჩეულიშვილები დღეს თბილისის პროკურატურაში არიან დაბარებულები. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა განუცხადა, გუკა რჩეულიშვილი საგამოძიებო უწყებაში 11:00 საათზეა დაბარებული, ხოლო ის - 13:00 საათზე.

"ჩვენების მისაცემად ვარ დაბარებული. საქმე "მაგნოლიას" პროექტს ეხება. მე მივალ, გუკა - არ ვიცი, ის საერთოდ არ ჩანს. არაფერი ვიცით გუკაზე, სად არის. ეს საერთოდ ჰგავს პოლიტიკურ დევნას. გუკა საერთოდ არაფერ შუაშია. ყურით მოთრეული ამბავია. არ მინახავს ასეთი სისასტიკე, რომ ოჯახს შვილით უსწორდებოდნენ. ჯერ ეს საქართველოს არც ერთ ხელისუფალს არ უკადრია", - განუცხადა "ინტერპრენიუსს" მაია რჩეულიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეში დაზარალებული არ არსებობს, მხარე არის ის და თუ ვინმე შეიძლება დაობდეს, ეს თავადაა.

"გუკას მხოლოდ მე შეიძლება მოვდავებოდი. პროკურატურას ძალიან არაჯანსაღი დაინტერესება აქვს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა - შური და ზიზღი, მეტი არაფერი", - ამბობს მაია რჩეულიშვილი.

"ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი კვლავ საუბრობს მის წინააღმდეგ ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის დაინტერესებაზე.

"ერთ-ერთ ობიექტს ერთად ვაშენებდით. კბილაშვილის იყო მიწა, ჩემი - აშენებული შენობა. ეს არის ობიექტი "ქორთიარდ-მარიოტის" ეზოში. ბლოკით აშენებული კარკასული შენობაა. კბილაშვილმა ხარვეზიანი მიწა მომცა - 20 თუ 30 კვ.მ. მეზობლის იყო. იქ ავაშენეთ და ვეღარ დავამთავრეთ, რადგან სესხის აღება რომ მინდოდა, რათა დამემთავრებინა, მილიონი დავხარჯეთ. სესხზე გვითხრეს, რომ არ მოგვცემდნენ, რადგან მიწა ხარვეზიანი იყო. მერე რა თქმა უნდა, უნდოდა წართმევა, რომ "დროზე რატომ ვერ ააშენე". ჩემთან სულ ასეა, სულ გამოძალვაა - სახლების აშენება უფულოდ უნდათ", - აცხადებს მაია რჩეულიშვილი.

ამასთან, სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტ აჭარის" დირექტორს ირაკლი მინდელსა და გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩარკვიანს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. შესაბამისი მოლოდინი დაკავებულების ადვოკატებს აქვთ, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან წინასწარი დაკავების იზოლატორში წუხელ, გვიანობამდე იმყოფებოდნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ