სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამართალდამცველები მივიდნენ ლელა კილაძის სახლში, მაგრამ გუკა ვერ ნახეს" - რას უკავშირებს ვახტანგ რჩეულიშვილი ვაჟის დაკავებას
"სამართალდამცველები მივიდნენ ლელა კილაძის სახლში, მაგრამ გუკა ვერ ნახეს" - რას უკავშირებს ვახტანგ რჩეულიშვილი ვაჟის დაკავებას

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის დე­ი­და, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ და­კა­ვე­ბის პრო­ცე­სი ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს და გუკა ჯერ არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

AMBEBI.GE ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­ზუს­ტებ­ლად პრო­დი­უ­სე­რის მა­მას, ყო­ფილ პარ­ლა­მენ­ტარ ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- ბა­ტო­ნო ვახო, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია რომ დღეს დი­ლით თქვე­ნი ვაჟი და­ა­კა­ვეს?

- არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ, თუმ­ცა ცდი­ლო­ბენ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, გან­ჩი­ნე­ბით მი­ვიდ­ნენ ლელა კი­ლა­ძის სახ­ლში, სა­დაც გუკა ეგუ­ლე­ბო­დათ, მაგ­რამ ვერ ნა­ხეს. მი­ვიდ­ნენ პრო­კუ­რო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც წა­რად­გი­ნეს სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა და მას "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ედა­ვე­ბი­ან, ბა­თუ­მის "მაგ­ნო­ლი­ის" ეპი­ზოდ­ში. ამ საქ­მე­ზე უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია ირაკ­ლი მინ­დე­ლი და სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნი. პო­ლი­ტი­კურ დევ­ნად ვა­ფა­სებთ ამ საქ­მეს, თუ ვინ­მეს რამე აინ­ტე­რე­სებს ამ საქ­მე­ზე, ჩვენ გუ­კა­ზე მეტი ვი­ცით.

- რას უკავ­ში­რებთ ამას?

- ეს მოჰ­ყვა ჩვენს მიერ შე­ტა­ნილ სა­ჩი­ვარს, პრო­კუ­რა­ტუ­რამ არ გა­მო­ი­ძია არ­ცერ­თი საქ­მე, რო­მელ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" გა­კოტ­რე­ბა­ში, ეს უწყე­ბე­ბია: თბი­ლი­სის და ბა­თუ­მის მე­რია, თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი, დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო, ასე­ვე უკა­ნო­ნოდ მიგ­ვაჩ­ნია არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის მიერ აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე "ცენ­ტრ-პონტთან" და "დექ­სუს­თან" მი­მარ­თე­ბა­ში, რად­გან "დექ­სუ­სი" ამ საქ­მე­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რეა და არას­წო­რად, "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის­თვის" სა­ზი­ა­ნოდ წა­რი­მარ­თა გა­მო­ძი­ე­ბა, იმის მა­გივ­რად რომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ე­წყოთ, კბი­ლაშ­ვი­ლის მიერ, უკა­ნო­ნოდ აღ­ძრულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, გუ­კას და­კა­ვე­ბა გა­და­წყვი­ტეს. ორ კა­ცი­ა­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი 30 კა­ცი­ა­ნი გახ­და და ამას მოჰ­ყვა გუ­კას და­ჭე­რის მუ­ქა­რა.

- არ ჩა­გი­ბა­რე­ბი­ათ "მაგ­ნო­ლია" მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის?

- დამ­თავ­რე­ბუ­ლია უკვე "მაგ­ნო­ლია", ამ ობი­ექ­ტი­დან, ბა­თუ­მის მე­რი­ამ 5 მი­ლი­ო­ნი უკა­ნო­ნოდ მი­ით­ვი­სა ჩვენ­გან, ჩვენ მათ­თვის გა­და­სა­ცე­მი გვქონ­და ფარ­თე­ბი, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბაც 2 მი­ლი­ო­ნი ლარი ჯდე­ბო­და და ბა­თუ­მის მე­რი­ამ 5 მი­ლი­ო­ნად გა­დას­ცა სხვა კომ­პა­ნი­ას. "ცენ­ტრ პო­ინტს" 90 პრო­ცენ­ტი აშე­ნე­ბუ­ლი აქვს და არა­ნა­ი­რი პი­რა­მი­დე­ბი არ და­დას­ტურ­და. ვინც გა­ა­კოტ­რა "ცენ­ტრ პო­ინ­ტი" არ­ცერ­თი საქ­მე არ გა­მო­ძი­ე­ბუ­ლა.

- რას აპი­რებთ, რო­გორ აა­რი­დებთ გუ­კას პა­ტიმ­რო­ბას?

- გუ­კას რომ ვნა­ხავ შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტავ ამას, მერე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ვეც­ნო­ბი საქ­მეს, ვნა­ხავ რას ედა­ვე­ბი­ან და რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­აჩ­ნია პრო­კუ­რა­ტუ­რას. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა და მი­ვი­ღებთ შე­სა­ბა­მის ზო­მებს. ზუს­ტად რას ედა­ვე­ბი­ან გუ­კას ზუს­ტად არ ვი­ცით.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"სამართალდამცველები მივიდნენ ლელა კილაძის სახლში, მაგრამ გუკა ვერ ნახეს" - რას უკავშირებს ვახტანგ რჩეულიშვილი ვაჟის დაკავებას

"სამართალდამცველები მივიდნენ ლელა კილაძის სახლში, მაგრამ გუკა ვერ ნახეს" - რას უკავშირებს ვახტანგ რჩეულიშვილი ვაჟის დაკავებას

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გუკა რჩეულიშვილის დეიდა, ყოფილი პარლამენტარი რუსუდან კერვალიშვილი ამბობს, რომ დაკავების პროცესი ახლა მიმდინარეობს და გუკა ჯერ არ დაუკავებიათ.

AMBEBI.GE ინფორმაციის დასაზუსტებლად პროდიუსერის მამას, ყოფილ პარლამენტარ ვახტანგ რჩეულიშვილს დაუკავშირდა:

- ბატონო ვახო, გავრცელდა ინფორმაცია რომ დღეს დილით თქვენი ვაჟი დააკავეს?

- არ დაუკავებიათ, თუმცა ცდილობენ. სამართალდამცავები, განჩინებით მივიდნენ ლელა კილაძის სახლში, სადაც გუკა ეგულებოდათ, მაგრამ ვერ ნახეს. მივიდნენ პროკურორები, რომლებმაც წარადგინეს სასამართლოს განჩინება და მას "ცენტრ-პოინტის" საქმესთან დაკავშირებით ედავებიან, ბათუმის "მაგნოლიის" ეპიზოდში. ამ საქმეზე უკვე დაკავებულია ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი. პოლიტიკურ დევნად ვაფასებთ ამ საქმეს, თუ ვინმეს რამე აინტერესებს ამ საქმეზე, ჩვენ გუკაზე მეტი ვიცით.

- რას უკავშირებთ ამას?

- ეს მოჰყვა ჩვენს მიერ შეტანილ საჩივარს, პროკურატურამ არ გამოიძია არცერთი საქმე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო "ცენტრ-პოინტის" გაკოტრებაში, ეს უწყებებია: თბილისის და ბათუმის მერია, თბილისის განვითარების ფონდი, დევნილთა და განსახლების სამინისტრო, ასევე უკანონოდ მიგვაჩნია არჩილ კბილაშვილის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმე "ცენტრ-პონტთან" და "დექსუსთან" მიმართებაში, რადგან "დექსუსი" ამ საქმეში დაინტერესებული მხარეა და არასწორად, "ცენტრ-პოინტისთვის" საზიანოდ წარიმართა გამოძიება, იმის მაგივრად რომ გამოძიება დაეწყოთ, კბილაშვილის მიერ, უკანონოდ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, გუკას დაკავება გადაწყვიტეს. ორ კაციანი საგამოძიებო ჯგუფი 30 კაციანი გახდა და ამას მოჰყვა გუკას დაჭერის მუქარა.

- არ ჩაგიბარებიათ "მაგნოლია" მოსახლეობისთვის?

- დამთავრებულია უკვე "მაგნოლია", ამ ობიექტიდან, ბათუმის მერიამ 5 მილიონი უკანონოდ მიითვისა ჩვენგან, ჩვენ მათთვის გადასაცემი გვქონდა ფართები, რომლის მშენებლობაც 2 მილიონი ლარი ჯდებოდა და ბათუმის მერიამ 5 მილიონად გადასცა სხვა კომპანიას. "ცენტრ პოინტს" 90 პროცენტი აშენებული აქვს და არანაირი პირამიდები არ დადასტურდა. ვინც გააკოტრა "ცენტრ პოინტი" არცერთი საქმე არ გამოძიებულა.

- რას აპირებთ, როგორ აარიდებთ გუკას პატიმრობას?

- გუკას რომ ვნახავ შემდეგ გადავწყვიტავ ამას, მერე პროკურატურაში გავეცნობი საქმეს, ვნახავ რას ედავებიან და რა მტკიცებულებები გააჩნია პროკურატურას. ეს არის პოლიტიკური დევნა და მივიღებთ შესაბამის ზომებს. ზუსტად რას ედავებიან გუკას ზუსტად არ ვიცით.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ