პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუკა რჩეულიშვილი დააკავეს?
გუკა რჩეულიშვილი დააკავეს?

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა პრო­დი­უ­სე­რი გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის დე­ი­და, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ და­კა­ვე­ბის პრო­ცე­სი ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მი­სი­ვე თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლია "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" ბა­თუ­მის სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი მინ­დე­ლი და გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნი.

რო­გორც კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ის აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის­გან ფლობს, რო­მელ­საც ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა და სხვა დე­ტა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე მის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის.

"სა­უ­ბა­რია ბა­თუ­მის პრო­ექ­ტზე "მაგ­ნო­ლია", რო­მე­ლიც ჩა­ბა­რე­ბუ­ლია და იქ უკვე ხალ­ხი ცხოვ­რობს. აქ რა შუ­ა­შია გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, არ ვიცი", - აღ­ნიშ­ნა რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან შპს "ცენ­ტრ-პო­ინ­ტი აჭა­რას" დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი მინ­დე­ლი და გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცია, ამ ფაქტს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ვერ ადას­ტუ­რე­ბენ. "და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან შპს "ცენ­ტრ-პო­ინ­ტი აჭა­რას" დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი მინ­დე­ლი და სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მე ვა­დას­ტუ­რებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად, რომ ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია მხო­ლოდ ორი პირი. მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ებ­ზე ვერ გა­ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნა­თია სუ­ხი­აშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში.

თუ რო­მე­ლი მუხ­ლით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი, ამ ეტაპ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ აკონ­კრე­ტე­ბენ. ნა­თია სუ­ხი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას პრო­კუ­რა­ტუ­რა ხვალ გა­ავ­რცე­ლებს.

წა­ი­კი­თხეთ: "სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ ლელა კი­ლა­ძის სახ­ლში, მაგ­რამ გუკა ვერ ნა­ხეს" - რას უკავ­ში­რებს ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი ვა­ჟის და­კა­ვე­ბას

გუკა რჩეულიშვილი დააკავეს?

გუკა რჩეულიშვილი დააკავეს?

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა პროდიუსერი გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გუკა რჩეულიშვილის დეიდა, ყოფილი პარლამენტარი რუსუდან კერვალიშვილი ამბობს, რომ დაკავების პროცესი ახლა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, დაკავებულია "ცენტრ-პოინტის" ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი.

როგორც კერვალიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის აღნიშნულ ინფორმაციას ვახტანგ რჩეულიშვილისგან ფლობს, რომელსაც ტელეფონით ესაუბრა და სხვა დეტალების თაობაზე მისთვის ცნობილი არ არის.

"საუბარია ბათუმის პროექტზე "მაგნოლია", რომელიც ჩაბარებულია და იქ უკვე ხალხი ცხოვრობს. აქ რა შუაშია გუკა რჩეულიშვილი, არ ვიცი", - აღნიშნა რუსუდან კერვალიშვილმა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულები არიან შპს "ცენტრ-პოინტი აჭარას" დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს გუკა რჩეულიშვილის დაკავების ოპერაცია, ამ ფაქტს პროკურატურაში ვერ ადასტურებენ. "დაკავებულები არიან შპს "ცენტრ-პოინტი აჭარას" დირექტორი ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, მე ვადასტურებ ოფიციალურად, რომ ამ დროისთვის დაკავებულია მხოლოდ ორი პირი. მიმდინარე სპეცოპერაციებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს", - განაცხადა პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

თუ რომელი მუხლით არიან დაკავებული აღნიშნული პირები, ამ ეტაპზე პროკურატურაში არ აკონკრეტებენ. ნათია სუხიაშვილის განმარტებით, ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ხვალ გაავრცელებს.

წაიკითხეთ: "სამართალდამცველები მივიდნენ ლელა კილაძის სახლში, მაგრამ გუკა ვერ ნახეს" - რას უკავშირებს ვახტანგ რჩეულიშვილი ვაჟის დაკავებას

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ