მაგდა პაპიძემ შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს - რაზე ისაუბრა მსჯავრდებულის დედამ პრესკონფერენციაზე

მაგდა პაპიძემ შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს - რაზე ისაუბრა მსჯავრდებულის დედამ პრესკონფერენციაზე

მაგდა პაპიძე მის მიმართ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე მეუღლისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძის დედამ ლიანა შამუგიამ განაცხადა.

როგორც შამუგიამ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ადვოკატებს განაჩენი ჩაბარდებათ, მაგდა პაპიძისთვის განსაზღვრული სასჯელი სააპელაციო სასამართლოში საკასაციო წესით გასაჩივრდება. მაგდა პაპიძის დედის თქმით, ისინი ასევე აპირებენ სარჩელის გაგზავნას სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა რა მოთხოვნები ექნებათ აღნიშნულ საჩივარში, ამ დეტალებზე ჯერჯერობით ლიანა შამუგია არ საუბრობს.

ნახეთ ვიდეო| მაგდა პაპიძის დედის საგანგებო პრესკონფერენცია - "ახლა მინდა, ყველაზე მნიშვნელოვანს შევეხო..."

მაგდა პაპიძის დედის თქმით, არსებობს კითხვები, რომელსაც პროკურატურამ პასუხები ვერ გასცა და აქედან გამომდინარე, ის იცავს საკუთარ შვილს. ლიანა შამუგია მიიჩნევს, რომ მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან მინდიკაური "რაღაცას მალავს და სრულ სიმართლეს არ ამბობს".

ლიანა შამუგია მოუწოდებს დარეჯან მინდიკაურს, რომ კითხვებზე, რომელიც საქმეში დაცვის მხარეს გააჩნია, პასუხები გასცეს და თავადაც დაინტერესდეს, თუ რატომ არ გასცა ამ კითხვის ნიშნებს პასუხები გამოძიებამ.

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის ზომა, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლემ განსაზღვრა.

წაიკითხეთ:

რა ხდებოდა დარბაზში, მაგდა პაპიძის განაჩენის გამოცხადების დროს - ფოტოები ბოლო პროცესიდან

მაგდა პაპიძეს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის მიმართვა მხოლოდ 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ შეუძლია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ