პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაგდა პაპიძე რომ უდანაშაულო ყოფილიყო...
მაგდა პაპიძე რომ უდანაშაულო ყოფილიყო...

სა­ი­ას იუ­რის­ტის ნინო ბა­ღაშ­ვი­ლის ბლო­გი ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე

"პ.ს. და­სა­წყის­ში­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ბლო­გი არ ეხე­ბა მაგ­და პა­პი­ძის მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს და არც ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ვერ­დიქტს. ეს ბლო­გი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზეა, პა­პი­ძის და­ნა­შა­უ­ლო­ბის მიღ­მა არ­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, რო­მელ­მაც სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და­წყე­ბამ­დე და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვამ­დე გა­მო­ი­ტა­ნა გა­ნა­ჩე­ნი.

ხდე­ბა ასე, რომ ქმრე­ბი კლა­ვენ ცო­ლებს, ცო­ლე­ბი ქმრებს, დე­დე­ბი შვი­ლებს და მაგ­და პა­პი­ძის საქ­მე არც პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა და არც უკა­ნას­კნე­ლი, სამ­წუ­ხა­როდ. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი ნამ­დვი­ლად უპ­რე­ცენ­დენ­ტოა თა­ვი­სი რე­ზო­ნან­სით მე­დი­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. 2015 წლის 20 დე­კემ­ბრი­დან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მაა, თუ რო­გორ მოკ­ლა 25 წლის გო­გომ ქმა­რი და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი. რა თქმა უნდა, იმა­ზე დიდი ტრა­გე­დია არა­ფე­რია, როცა დედა შვილს კლავს და ეს და­ნა­შა­უ­ლიც თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით ძა­ლი­ან მძი­მე და სენ­სი­ტი­უ­რია ყვე­ლას­თვის. თუმ­ცა, მაგ­და პა­პი­ძის საქ­მის გარ­შე­მო დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ამ­ბებ­მა, სხვა, კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა წარ­მო­ა­ჩი­ნა, რომ­ლის სა­ფუძ­ვე­ლიც ჩვენ­ში ღრმად გამ­ჯდა­რი და და­ლე­ქი­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბია.

პა­პი­ძის საქ­მე არის ამ­ბა­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, და­უ­ფიქ­რებ­ლად, ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ბო­ლომ­დე გა­წი­როს ადა­მი­ა­ნი, ისე რომ გა­დარ­ჩე­ნის გზაც არ და­უ­ტო­ვოს. ეს არის ამ­ბა­ვი არაპრო­ფე­სი­ო­ნალ და არაჰუ­მა­ნურ მე­დი­ა­ზე, რო­მელ­საც შე­უძ­ლია უდი­დე­სი ტრა­გე­დია ჩვე­უ­ლებ­რივ, ტაბ­ლო­ი­დურ, ყვი­თელ თე­მად აქ­ცი­ოს. და რაც მთა­ვა­რია, ეს არის ამ­ბა­ვი მო­რა­ლის­ტურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, რო­მე­ლიც თა­ვად­ვე ხდე­ბა ტყვე მო­რა­ლუ­რი თუ სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბის და ქმნის შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრე­ცენ­დენ­ტებს.

გი­ფიქ­რი­ათ რა მოხ­დე­ბო­და, მაგ­და პა­პი­ძე რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ყო­ფი­ლი­ყო?...

პ.ს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით 2014 წელს 34 ქა­ლის მკვლე­ლო­ბა მოხ­და, სა­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი იყო ჯა­რი­მა 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო მაქ­სი­მა­ლუ­რი 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და 3 შემ­თხვე­ვა­ში. 2 საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბულს ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის გამო სას­ჯე­ლის მოხ­და და­უდ­გინ­და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

ამ საქ­მე­ე­ბი­დან უმ­რავ­ლე­სო­ბა ალ­ბათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს არც სმე­ნია, არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა სა­თა­ნა­დოდ და­ი­სა­ჯნენ თუ არა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი. და­ნა­შა­უ­ლი კი, ვინც არ უნდა იყოს მსხვერ­პლი, და­ნა­შა­უ­ლია და დამ­ნა­შა­ვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­სა­ჯოს სა­მარ­თლი­ა­ნად. უპირ­ვე­ლე­სად ეს უნდა იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნა და ინ­ტე­რე­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბის მი­მართ არ უნდა იყოს შერ­ჩე­ვი­თი, რად­გან სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ადა­მი­ა­ნო­ბის გა­რე­შე ნა­ჯა­ხია და ადა­მი­ა­ნო­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გა­რე­შე უზ­ნე­ო­ბა".

წყა­რო: gyla.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მაგდა პაპიძე რომ უდანაშაულო ყოფილიყო...

მაგდა პაპიძე რომ უდანაშაულო ყოფილიყო...

საიას იურისტის ნინო ბაღაშვილის ბლოგი ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ სასამართლო პროცესზე

"პ.ს. დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ბლოგი არ ეხება მაგდა პაპიძის მიერ ჩადენილ დანაშაულს და არც ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს. ეს ბლოგი საზოგადოებაზეა, პაპიძის დანაშაულობის მიღმა არსებულ საზოგადოებაზე, რომელმაც სასამართლო პროცესების დაწყებამდე და მტკიცებულებების გამოკვლევამდე გამოიტანა განაჩენი.

ხდება ასე, რომ ქმრები კლავენ ცოლებს, ცოლები ქმრებს, დედები შვილებს და მაგდა პაპიძის საქმე არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი, სამწუხაროდ. თუმცა, აღნიშნული პროცესი ნამდვილად უპრეცენდენტოა თავისი რეზონანსით მედიასა და საზოგადოებაში. 2015 წლის 20 დეკემბრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, თუ როგორ მოკლა 25 წლის გოგომ ქმარი და მცირეწლოვანი შვილი. რა თქმა უნდა, იმაზე დიდი ტრაგედია არაფერია, როცა დედა შვილს კლავს და ეს დანაშაულიც თავისი შინაარსით ძალიან მძიმე და სენსიტიურია ყველასთვის. თუმცა, მაგდა პაპიძის საქმის გარშემო დატრიალებულმა ამბებმა, სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა წარმოაჩინა, რომლის საფუძველიც ჩვენში ღრმად გამჯდარი და დალექილი სტერეოტიპებია.

პაპიძის საქმე არის ამბავი საზოგადოებაზე, რომელსაც შეუძლია ძალიან მარტივად, დაუფიქრებლად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ბოლომდე გაწიროს ადამიანი, ისე რომ გადარჩენის გზაც არ დაუტოვოს. ეს არის ამბავი არაპროფესიონალ და არაჰუმანურ მედიაზე, რომელსაც შეუძლია უდიდესი ტრაგედია ჩვეულებრივ, ტაბლოიდურ, ყვითელ თემად აქციოს. და რაც მთავარია, ეს არის ამბავი მორალისტურ საზოგადოებაზე, რომელიც თავადვე ხდება ტყვე მორალური თუ სტერეოტიპული წარმოდგენების და ქმნის შერჩევითი სამართლიანობის პრეცენდენტებს.

გიფიქრიათ რა მოხდებოდა, მაგდა პაპიძე რომ უდანაშაულო ყოფილიყო?...

პ.ს. ოფიციალური მონაცემებით 2014 წელს 34 ქალის მკვლელობა მოხდა, სადაც მინიმალური სასჯელი იყო ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ხოლო მაქსიმალური 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 3 შემთხვევაში. 2 საქმეზე მსჯავრდებულს ფსიქიკური აშლილობის გამო სასჯელის მოხდა დაუდგინდა სამედიცინო დაწესებულებაში.

ამ საქმეებიდან უმრავლესობა ალბათ საზოგადოების დიდ ნაწილს არც სმენია, არ დაინტერესებულა სათანადოდ დაისაჯნენ თუ არა დამნაშავეები. დანაშაული კი, ვინც არ უნდა იყოს მსხვერპლი, დანაშაულია და დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს სამართლიანად. უპირველესად ეს უნდა იყოს საზოგადოების მოთხოვნა და ინტერესი დანაშაულების მიმართ არ უნდა იყოს შერჩევითი, რადგან სამართლიანობა ადამიანობის გარეშე ნაჯახია და ადამიანობა სამართლიანობის გარეშე უზნეობა".

წყარო: gyla.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ