მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდებოდა დარბაზში, მაგდა პაპიძის განაჩენის გამოცხადების დროს - ფოტოები ბოლო პროცესიდან
რა ხდებოდა დარბაზში, მაგდა პაპიძის განაჩენის გამოცხადების დროს - ფოტოები ბოლო პროცესიდან

მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მაგ­და პა­პი­ძეს უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. სას­ჯე­ლის ზომა, ნა­ფიც მსა­ჯულ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­სა­მარ­თლემ გან­სა­ზღვრა. გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას დარ­ბაზ­ში ტაში მოყ­ვა.

სას­ჯე­ლის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თეს ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მხა­რემ, ასე­ვე მაგ­და პა­პი­ძის დე­დამ­თილ­მა და­რე­ჯან მინ­დი­კა­ურ­მა და თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მა:

"მე თუ ამ და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ვიქ­ნე­ბი, არ მაქვს სი­ცო­ცხლის პრე­ტენ­ზია. არ მაქვს პრე­ზენ­ტა­ცია არც უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა­ზე. მე დე­ნით სკა­მის­თვი­საც მზად ვარ. გა­ა­კე­თოს ეს სა­ხელ­მწი­ფომ ჩემ­თვის. მზად ვარ ერმა მო­მიშ­ვი­როს ტყვია. არ მაქვს პრე­ტენ­ზია ვიბ­რძო­ლო სი­ცო­ცხლის­თვის, რად­გან ეს სა­შუ­ა­ლე­ბა არ მო­მე­ცა. და­კა­ვე­ბის დღი­დან ვიბ­რძვი სი­მარ­თლის­თვის, მაგ­რამ ამას ვერ მი­ვაღ­წიე. გთხოვთ, ასე­თი სა­ში­ში მო­ქა­ლა­ქე არ და­ტო­ვოთ ცო­ცხა­ლი. გთხოვთ ზემ­დგომ ორ­გა­ნო­ებს, ვთხოვ ჩემს პრე­ზი­დენტს, გას­ცეს ბრძა­ნე­ბა, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი არ და­ტო­ვოს ცო­ცხა­ლი", - გა­ნა­ცხა­და მაგ­და პა­პი­ძემ.

ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დამ­თილ­მა და­რე­ჯან მინ­დი­კა­ურ­მა თა­ვის სი­ტყვა­ში რძლის­თვის უვა­დო პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა მო­ი­თხო­ვა: "ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ორი ადა­მი­ა­ნი და­უნ­დობ­ლად მოკ­ლა, სა­ში­შია ყვე­ლას­თვის. მარ­ტო ჩემს ოჯახ­ზე არაა სა­უ­ბა­რი, ამი­ტომ ვი­თხოვ უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას", - გა­ნა­ცხა­და მინ­დი­კა­ურ­მა.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა და­ვით ნე­ფა­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბამ მაგ­და პა­პი­ძის­თვის უვა­დო პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა მო­ი­თხო­ვა და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მი­დან, ბრალ­დე­ბუ­ლის პი­როვ­ნე­ბი­დან და მისი წარ­სუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი სა­სა­მარ­თლო­დან

"ამ ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი შვი­ლი სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მა, ამი­ტომ ის იზო­ლი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან", - აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა.

რო­გორც პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა მა­რი­კა ფხა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის ვერ­დიქ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მან ვერ და­იც­ვა მაგ­და პა­პი­ძის ინე­ტე­რე­სე­ბი, თუმ­ცა ითხოვ­და, რომ ბარლ­დე­ბულს სას­ჯე­ლის მი­ნი­მა­ლუ­რი ზომა გან­სა­ზღვრო­და.

"მი­ჭირს სა­უ­ბა­რი იმი­ტომ, რომ ვი­ცავ­დი პა­პი­ძის ინ­ტე­რე­სებს, თუმ­ცა ვერ და­ვი­ცა­ვი. იგი ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა სა­კუ­თა­რი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ცნეს დამ­ნა­შა­ვედ. მეც დედა ვარ და ნამ­დვი­ლად ვერ შევ­ძლებ­დი მის დაც­ვას, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რომ მას შვი­ლი არ მო­უკ­ლავს. სა­სა­მარ­თლოს ვთხოვ გა­ი­ზი­ა­როს იმ მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ახა­სი­ა­თებ­დნენ მას რო­გორც დე­დას, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ შვილს თავ­ზე ევ­ლე­ბო­და და სა­კუ­თა­რი შვი­ლის თვალ­ზე ცრემლს ვერ იტან­და", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ფოტო: სულ­ხან ნა­მი­ჭე­იშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

რა ხდებოდა დარბაზში, მაგდა პაპიძის განაჩენის გამოცხადების დროს - ფოტოები ბოლო პროცესიდან

რა ხდებოდა დარბაზში, მაგდა პაპიძის განაჩენის გამოცხადების დროს - ფოტოები ბოლო პროცესიდან

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის ზომა, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლემ განსაზღვრა. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ტაში მოყვა.

სასჯელის გამოცხადებამდე სასამართლოს მიმართეს ბრალდებისა და დაცვის მხარემ, ასევე მაგდა პაპიძის დედამთილმა დარეჯან მინდიკაურმა და თავად ბრალდებულმა:

"მე თუ ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი ვიქნები, არ მაქვს სიცოცხლის პრეტენზია. არ მაქვს პრეზენტაცია არც უვადო პატიმრობაზე. მე დენით სკამისთვისაც მზად ვარ. გააკეთოს ეს სახელმწიფომ ჩემთვის. მზად ვარ ერმა მომიშვიროს ტყვია. არ მაქვს პრეტენზია ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, რადგან ეს საშუალება არ მომეცა. დაკავების დღიდან ვიბრძვი სიმართლისთვის, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე. გთხოვთ, ასეთი საშიში მოქალაქე არ დატოვოთ ცოცხალი. გთხოვთ ზემდგომ ორგანოებს, ვთხოვ ჩემს პრეზიდენტს, გასცეს ბრძანება, რომ ასეთი ადამიანი არ დატოვოს ცოცხალი", - განაცხადა მაგდა პაპიძემ.

ბრალდებულის დედამთილმა დარეჯან მინდიკაურმა თავის სიტყვაში რძლისთვის უვადო პატიმრობის შეფარდება მოითხოვა: "ადამიანი, რომელმაც ორი ადამიანი დაუნდობლად მოკლა, საშიშია ყველასთვის. მარტო ჩემს ოჯახზე არაა საუბარი, ამიტომ ვითხოვ უვადო პატიმრობას", - განაცხადა მინდიკაურმა.

როგორც პროკურორმა დავით ნეფარიძემ აღნიშნა, სახელმწიფო ბრალდებამ მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდება მოითხოვა დანაშაულის სიმძიმიდან, ბრალდებულის პიროვნებიდან და მისი წარსულიდან გამომდინარე.

დაათვალიერეთ ფოტოები სასამართლოდან

"ამ ადამიანმა საკუთარი შვილი სიცოცხლეს გამოასალმა, ამიტომ ის იზოლირებული უნდა იყოს საზოგადოებისგან", - აღნიშნა პროკურორმა.

როგორც პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ აღნიშნა, ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტიდან გამომდინარე, მან ვერ დაიცვა მაგდა პაპიძის ინეტერესები, თუმცა ითხოვდა, რომ ბარლდებულს სასჯელის მინიმალური ზომა განსაზღვროდა.

"მიჭირს საუბარი იმიტომ, რომ ვიცავდი პაპიძის ინტერესებს, თუმცა ვერ დავიცავი. იგი ნაფიცმა მსაჯულებმა საკუთარი შვილის მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ. მეც დედა ვარ და ნამდვილად ვერ შევძლებდი მის დაცვას, რომ დარწმუნებული არ ვყოფილიყავი, რომ მას შვილი არ მოუკლავს. სასამართლოს ვთხოვ გაიზიაროს იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ახასიათებდნენ მას როგორც დედას, რომელიც საკუთარ შვილს თავზე ევლებოდა და საკუთარი შვილის თვალზე ცრემლს ვერ იტანდა", - განაცხადა ადვოკატმა.

ფოტო: სულხან ნამიჭეიშვილი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ