პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გასროლისას დედამისმა გადაიხედა, იფიქრა, ვიღაც დაჭრეს, მივეშველებიო და შვილი შერჩა ხელში..." - კანდელაკზე მომხდარი მკვლელობის დეტალები
"გასროლისას დედამისმა გადაიხედა, იფიქრა, ვიღაც დაჭრეს, მივეშველებიო და შვილი შერჩა ხელში..." - კანდელაკზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

თბი­ლის­ში, კან­დე­ლა­კის ქუ­ჩა­ზე, 1-ელ ივ­ლისს და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 12 სა­ათ­ზე, 31 წლის მი­ხე­ილ ცხა­კა­ია სა­ნა­დი­რო თო­ფით მოკ­ლეს. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ცხა­კა­ია იპოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ი­დან, სა­დაც ძაღლს ასე­ირ­ნებ­და, შინ ბრუნ­დე­ბო­და. ის-ის იყო სახ­ლში უნდა შე­სუ­ლი­ყო, რომ ვი­ღა­ცამ და­უ­ძა­ხა, რა­საც რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა მოჰ­ყვა (თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, მკვლე­ლი გა­დაჭ­რი­ლი სა­ნა­დი­რო თო­ფით იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი).

ხმა­ურ­ზე გარ­დაც­ვლი­ლის დედა გა­მო­ვარ­და და სახ­ლის წინ წაქ­ცე­უ­ლი შვი­ლი და­ი­ნა­ხა... დაჭ­რი­ლი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ცხა­კა­ი­ას თა­ვი­სა და გულ­მკერ­დის არე­ში მძი­მე ჭრი­ლო­ბე­ბი ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბექა დ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხა­კა­ია შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით მოკ­ლეს, რა­ზეც საქ­მე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი.

ახ­ლობ­ლე­ბი მი­ხე­ილს და­დე­ბით ადა­მი­ა­ნად ახა­სი­ა­თე­ბენ, - წარ­სულ­ში ყო­ფი­ლი მო­ჭი­და­ვე მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და მშვი­დი ადა­მი­ა­ნი იყო. ცხა­კა­ი­ას ახ­ლო­ბე­ლი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს.

- მი­ხოს ისეთ დროს ეს­რო­ლეს, როცა ტე­ლე­ვი­ზორ­ში ფეხ­ბურ­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მატ­ჩი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თით­ქმის მთე­ლი უბა­ნი შინ იყო შე­კე­ტი­ლი და ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებ­და, მაგ­რამ სი­ცხის გამო ფან­ჯრე­ბი ყვე­ლას ღია აქვს და ზო­გი­ერ­თმა გა­ი­გო­ნა, მკვლელ­მა მი­ხოს რომ და­უ­ძა­ხა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გეთ, რომ მკვლე­ლი ჩვე­ნი უბ­ნე­ლია და ამ სა­ცო­დავ ბიჭს კარ­გად იც­ნობ­და. იცო­და, რო­დის გა­ვი­დო­და სახ­ლი­დან, რო­დის დაბ­რუნ­დე­ბო­და, კარ­გად მო­ემ­ზა­და, ჩა­უ­საფ­რდა და მოკ­ლა... 31 წლის ბიჭი გა­მო­ა­სალ­მეს სი­ცო­ცხლეს და ოჯა­ხი გა­ა­ნად­გუ­რეს. მი­ხოს ძა­ლი­ან კარ­გი დედა ჰყავს, ყო­ველ­თვის სხვი­სი ტკი­ვი­ლის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი იყო, ახლა კი მას მი­ა­ყე­ნეს მწა­რე და სას­ტი­კი ტკი­ვი­ლი. გას­რო­ლი­სას ქალ­მა ქუ­ჩა­ში იმი­ტომ გა­მო­ი­ხე­და, რომ იფიქ­რა, ვი­ღაც დაჭ­რეს და მი­ვეშვლე­ბიო და სა­კუ­თა­რი შვი­ლი შერ­ჩა ხელ­ში, ბიჭი სის­ხლის გუ­ბე­ში ცუ­რავ­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"გასროლისას დედამისმა გადაიხედა, იფიქრა, ვიღაც დაჭრეს, მივეშველებიო და შვილი შერჩა ხელში..." - კანდელაკზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

"გასროლისას დედამისმა გადაიხედა, იფიქრა, ვიღაც დაჭრეს, მივეშველებიო და შვილი შერჩა ხელში..." - კანდელაკზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, 1-ელ ივლისს დაახლოებით ღამის 12 საათზე, 31 წლის მიხეილ ცხაკაია სანადირო თოფით მოკლეს. ახლობლების თქმით, ცხაკაია იპოდრომის ტერიტორიიდან, სადაც ძაღლს ასეირნებდა, შინ ბრუნდებოდა. ის-ის იყო სახლში უნდა შესულიყო, რომ ვიღაცამ დაუძახა, რასაც რამდენიმე გასროლა მოჰყვა (თვითმხილველების თქმით, მკვლელი გადაჭრილი სანადირო თოფით იყო შეიარაღებული).

ხმაურზე გარდაცვლილის დედა გამოვარდა და სახლის წინ წაქცეული შვილი დაინახა... დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. ცხაკაიას თავისა და გულმკერდის არეში მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი, 1986 წელს დაბადებული ბექა დ. ცხელ კვალზე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ცხაკაია შურისძიების მიზნით მოკლეს, რაზეც საქმე განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლით არის აღძრული.

ახლობლები მიხეილს დადებით ადამიანად ახასიათებენ, - წარსულში ყოფილი მოჭიდავე მოწესრიგებული და მშვიდი ადამიანი იყო. ცხაკაიას ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მკვლელობის დეტალებზე საუბრობს.

- მიხოს ისეთ დროს ესროლეს, როცა ტელევიზორში ფეხბურთის ჩემპიონატის მატჩი მიმდინარეობდა. თითქმის მთელი უბანი შინ იყო შეკეტილი და ტელევიზორს უყურებდა, მაგრამ სიცხის გამო ფანჯრები ყველას ღია აქვს და ზოგიერთმა გაიგონა, მკვლელმა მიხოს რომ დაუძახა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ მკვლელი ჩვენი უბნელია და ამ საცოდავ ბიჭს კარგად იცნობდა. იცოდა, როდის გავიდოდა სახლიდან, როდის დაბრუნდებოდა, კარგად მოემზადა, ჩაუსაფრდა და მოკლა... 31 წლის ბიჭი გამოასალმეს სიცოცხლეს და ოჯახი გაანადგურეს. მიხოს ძალიან კარგი დედა ჰყავს, ყოველთვის სხვისი ტკივილის გამზიარებელი იყო, ახლა კი მას მიაყენეს მწარე და სასტიკი ტკივილი. გასროლისას ქალმა ქუჩაში იმიტომ გამოიხედა, რომ იფიქრა, ვიღაც დაჭრეს და მივეშვლებიო და საკუთარი შვილი შერჩა ხელში, ბიჭი სისხლის გუბეში ცურავდა...  განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ