მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვებიან თვითმხილველები ავარიაზე, რომელსაც 27 წლის ბიჭი ემსხვერპლა: "მოტოციკლი მოდიოდა დიდი სისწრაფით... მოსდევდა პატრულის მანქანა"
რას ყვებიან თვითმხილველები ავარიაზე, რომელსაც 27 წლის ბიჭი ემსხვერპლა: "მოტოციკლი მოდიოდა დიდი სისწრაფით... მოსდევდა პატრულის მანქანა"

23 ივ­ნი­სის ღა­მეს, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, რეს­ტო­რან "აფხა­ზეთ­სა" და რეს­ტო­რან "ქარ­თულ სახ­ლს" შო­რის გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას 27 წლის თორ­ნი­კე სუ­ხი­აშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა.

ახალ­გაზ­რდა მო­ტო­ციკ­ლით მოძ­რა­ობ­და, რა დრო­საც ის მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა და ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

ავა­რი­ის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვერ­სია, რომ მო­ტო­ციკლს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია მის­დევ­და და ავა­რია სწო­რედ დევ­ნის დროს მოხ­და. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წერ­დნენ, რომ არა პატ­რუ­ლის ადევ­ნე­ბა, ტრა­გე­დია არ მოხ­დე­ბო­და და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შე­ეძ­ლოთ პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნათ და ის სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის­თვის და­ე­ჯა­რი­მე­ბი­ნათ დევ­ნის გა­რე­შე.

"პატ­რუ­ლი მოს­დევ­და ამ სა­წყალ ბიჭს, რო­გორც ჩანს არ და­ე­მორ­ჩი­ლა პატ­რულს და გა­ნაგ­რძო გზა, რა დრო­საც ღა­მის ხილ­ვა­დო­ბა იყო ცუდი და შემ­ხვედრ ავ­ტო­მან­ქნას შე­ე­ჯა­ხა ეს სა­წყა­ლი ბიჭი. აქვე მინ­და ავღ­ნიშ­ნო რომ თუ არ და­ე­მორ­ჩი­ლა და არ გა­ა­ჩე­რა, გა­და­ე­ცა ნო­მე­რი სხვა ეკი­პა­ჟის­თვის, იქ­ნე­ბა და ეს სა­ში­ნე­ლე­ბა აღარ მომ­ხდა­რი­ყო";

"მეც ასე ვიცი, პატ­რუ­ლის გა­მო­კი­დე­ბის გამო (ჩა­ფხუ­ტი არ ხუ­რე­ბია ) შე­ას­კდა რა­ღა­ცას და გარ­და­იც­ვა­ლა!" - წერ­დნენ ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

იმის გა­სარ­კვე­ვად, ტრა­გე­დია დევ­ნი­სას მოხ­და თუ არა, AMBEBI.GE შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს გა­ე­სა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლე­ბი გახ­დნენ. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერ­თმა ბი­ნა­დარ­მა გან­გვი­მარ­ტა, რომ რო­დე­საც ქუ­ჩი­დან სა­ში­ნე­ლი მტვრე­ვის ხმა გა­ი­გეს, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 00:50 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და.

"სა­ში­ნე­ლი ხმა გა­ვი­გო­ნე. და­ახ­ლო­ე­ბით, 00:50 სა­ათ­ზე. მა­შინ­ვე ფან­ჯრი­დან გა­და­ვი­ხე­დე და და­ვი­ნა­ხე ეს სა­ში­ნე­ლე­ბა, პატ­რუ­ლიც იქ იყო, სას­წრა­ფო არ იყო ჯერ მო­სუ­ლი, ან რას მო­ას­წრებ­და იმ წამ­სვე გა­და­ვი­ხე­დე, ხმის გა­გო­ნე­ბის­თა­ნა­ვე" - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში თვითმხილ­ვე­ლი, რო­მელ­მაც ავა­რია სახ­ლის ფან­ჯრი­დან და­ი­ნა­ხა.

პატ­რუ­ლის მხრი­დან თორ­ნი­კე სუ­ხი­აშ­ვი­ლის დევ­ნის ფაქ­ტზე სა­უბ­რობს გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი ანი და­ნი­ბე­გაშ­ვი­ლი. მისი თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მო­ტო­ციკლს სა­ბურ­თა­ლო­დან აე­დევ­ნენ და სა­ნა­პი­რო­ზე ავა­რი­ის ად­გი­ლამ­დე სდი­ეს:

"00:35 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, ასა­თი­ა­ნის კუ­თხე­ში მან­ქა­ნა­ში ვი­ჯე­ქი მე­გობ­რებ­თან ერ­თად. ძა­ლი­ან დიდი ხმა გა­ვი­გე. შევ­ხე­დე, მო­ტო­ციკ­ლე­ტი მო­დი­ო­და დიდი სის­წრა­ფით, შუქ­ნი­შან­ზე არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა და შე­უხ­ვია მარ­ჯვნივ, ანუ იპოდ­რო­მის მხა­რეს, ასე­ვე ძა­ლი­ან დიდი სის­წრა­ფით მის­დევ­და პატ­რუ­ლის მან­ქა­ნა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მათ შო­რის მან­ძი­ლი ძა­ლი­ან მცი­რე იყო", - ყვე­ბა დევ­ნის თვითმხილ­ვე­ლი და­ნი­ბე­გაშ­ვი­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უარ­ყოფს პატ­რუ­ლის მხრი­დან მძღო­ლის დევ­ნის ფაქტს. აი, რა გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში:

"სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მხრი­დან დევ­ნას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი შე­ე­ცა­და, შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი მო­ტო­ციკ­ლი, ასე­ვე მათ გა­დას­ცეს სხვა ეკი­პა­ჟებს, რომ შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ მო­ტო­ციკ­ლი, თუმ­ცა სა­ნამ შემ­ხვედ­რი ეკი­პა­ჟი შეხ­ვდე­ბო­და მო­ტო­ციკლს, მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა. შემ­დგო­მი ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დად­გინ­და, რომ მო­ტო­ციკ­ლის მძღოლს მარ­თვის უფ­ლე­ბა ჩა­მორ­თმე­უ­ლი ჰქონ­და", - გან­მარ­ტეს შსს-ში.

მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
მკითხველის რჩევით

რას ყვებიან თვითმხილველები ავარიაზე, რომელსაც 27 წლის ბიჭი ემსხვერპლა: "მოტოციკლი მოდიოდა დიდი სისწრაფით... მოსდევდა პატრულის მანქანა"

რას ყვებიან თვითმხილველები ავარიაზე, რომელსაც 27 წლის ბიჭი ემსხვერპლა: "მოტოციკლი მოდიოდა დიდი სისწრაფით... მოსდევდა პატრულის მანქანა"

23 ივნისის ღამეს, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან "აფხაზეთსა" და რესტორან "ქართულ სახლს" შორის გზაჯვარედინზე მომხდარ ავარიას 27 წლის თორნიკე სუხიაშვილი ემსხვერპლა.

ახალგაზრდა მოტოციკლით მოძრაობდა, რა დროსაც ის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა.

ავარიის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვერსია, რომ მოტოციკლს საპატრულო პოლიცია მისდევდა და ავარია სწორედ დევნის დროს მოხდა. ინტერნეტმომხმარებლები წერდნენ, რომ არა პატრულის ადევნება, ტრაგედია არ მოხდებოდა და სამართალდამცველებს შეეძლოთ პირის იდენტიფიცირება მოეხდინათ და ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაეჯარიმებინათ დევნის გარეშე.

"პატრული მოსდევდა ამ საწყალ ბიჭს, როგორც ჩანს არ დაემორჩილა პატრულს და განაგრძო გზა, რა დროსაც ღამის ხილვადობა იყო ცუდი და შემხვედრ ავტომანქნას შეეჯახა ეს საწყალი ბიჭი. აქვე მინდა ავღნიშნო რომ თუ არ დაემორჩილა და არ გააჩერა, გადაეცა ნომერი სხვა ეკიპაჟისთვის, იქნება და ეს საშინელება აღარ მომხდარიყო";

"მეც ასე ვიცი, პატრულის გამოკიდების გამო (ჩაფხუტი არ ხურებია ) შეასკდა რაღაცას და გარდაიცვალა!" - წერდნენ ფეისბუქ-მომხმარებლები სოციალურ ქსელში.

იმის გასარკვევად, ტრაგედია დევნისას მოხდა თუ არა, AMBEBI.GE შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და რამდენიმე ადამიანს გაესაუბრა, რომლებიც ფაქტის თვითმხილველები გახდნენ. შემთხვევის ადგილას, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთმა ბინადარმა განგვიმარტა, რომ როდესაც ქუჩიდან საშინელი მტვრევის ხმა გაიგეს, დაახლოებით ღამის 00:50 საათი იქნებოდა.

"საშინელი ხმა გავიგონე. დაახლოებით, 00:50 საათზე. მაშინვე ფანჯრიდან გადავიხედე და დავინახე ეს საშინელება, პატრულიც იქ იყო, სასწრაფო არ იყო ჯერ მოსული, ან რას მოასწრებდა იმ წამსვე გადავიხედე, ხმის გაგონებისთანავე" - ამბობს ჩვენთან საუბარში თვითმხილველი, რომელმაც ავარია სახლის ფანჯრიდან დაინახა.

პატრულის მხრიდან თორნიკე სუხიაშვილის დევნის ფაქტზე საუბრობს გარდაცვლილის მეგობარი ანი დანიბეგაშვილი. მისი თქმით, სამართალდამცველები მოტოციკლს საბურთალოდან აედევნენ და სანაპიროზე ავარიის ადგილამდე სდიეს:

"00:35 საათი იქნებოდა, ასათიანის კუთხეში მანქანაში ვიჯექი მეგობრებთან ერთად. ძალიან დიდი ხმა გავიგე. შევხედე, მოტოციკლეტი მოდიოდა დიდი სისწრაფით, შუქნიშანზე არ გაჩერებულა და შეუხვია მარჯვნივ, ანუ იპოდრომის მხარეს, ასევე ძალიან დიდი სისწრაფით მისდევდა პატრულის მანქანა, შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის მანძილი ძალიან მცირე იყო", - ყვება დევნის თვითმხილველი დანიბეგაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს პატრულის მხრიდან მძღოლის დევნის ფაქტს. აი, რა განუცხადეს AMBEBI.GE-ს უწყების პრესსამსახურში:

"საპატრულო პოლიციის მხრიდან დევნას ადგილი არ ჰქონია. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შეეცადა, შეეჩერებინა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი, ასევე მათ გადასცეს სხვა ეკიპაჟებს, რომ შეეჩერებინათ მოტოციკლი, თუმცა სანამ შემხვედრი ეკიპაჟი შეხვდებოდა მოტოციკლს, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. შემდგომი ძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მოტოციკლის მძღოლს მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა", - განმარტეს შსს-ში.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ