პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა" - პროკურატურამ გამოძიების შედეგები დადო
"ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა" - პროკურატურამ გამოძიების შედეგები დადო

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე არა­ვის არ მი­უყ­ვა­ნია და არა­ვის არ მო­უკ­ლავს, მან თავი მო­იკ­ლა, - ამის შე­სა­ხებ დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

AMBEBI.GE პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხდა­ბე­ას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ას­რუ­ლა გა­მო­ძი­ე­ბა ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტზე, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115 მუხ­ლით.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­გაც­ნოთ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი. აქვე გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ საქ­მის მსვლე­ლო­ბის დროს მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მნა ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად არის გად­მო­ცე­მუ­ლი ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფაქ­ტე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა ბრი­ფინ­გის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე.

გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბის დროს და­ი­კი­თხა და­ახ­ლო­ე­ბით 600 პირი. ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ად­ვო­კა­ტე­ბის და ოჯა­ხის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩა­ტარ­და ათე­უ­ლო­ბით ექ­სპერ­ტი­ზა. და­მუ­შავ­და და გა­ა­ნა­ლიზ­და ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი, რის შე­დე­გა­დაც დად­გინ­და ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის და მას­თან კავ­შირ­ში მყო­ფი პი­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტე­ბი, ასე­ვე და­მუ­შავ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი. აღ­დგა და შეს­წავ­ლი­ლი იქნა ყვე­ლა ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც შე­ნა­ხუ­ლი იყო ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფონ­სა და კომ­პი­უ­ტერ­ში. გარ­და ამი­სა, ჩა­ტარ­და არა­ერ­თი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, რის შე­დე­გა­დაც დად­გინ­და შემ­დე­გი:

2014 წლის 14 ივ­ლისს, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი მე­გო­ბარ ბად­რი ნა­ნე­ტაშ­ვილ­თან ერ­თად მი­ვი­და ქა­ლაქ თბი­ლის­ში პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ია­რა­ღის მა­ღა­ზია "დი­ა­ნა"-ში. ნა­ნე­ტაშ­ვილს სურ­და შე­ე­ძი­ნა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი. მა­ღა­ზი­ა­ში ყოფ­ნის დროს კიწ­მა­რიშ­ვილ­მაც გა­მოთ­ქვა ია­რა­ღის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი და შე­არ­ჩია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი. მომ­დევ­ნო დღეს მან და­ი­რე­გის­ტრი­რა ჩზ-75 სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი და დაბ­რუნ­და ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე N37-ში მდე­ბა­რე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბო­და მე­უღ­ლეს­თან ია კიწ­მა­რიშ­ვილ­თან ერ­თად. მე­უღ­ლის სახ­ლი­დან წას­ვლის შემ­დგომ, 15:05 სა­ათ­ზე, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და სახ­ლი­დან. 16 სა­ათ­სა და 47 წუთ­ზე კი, მისი გვა­მი მე­გობ­რებ­მა და თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­მა - გი­ორ­გი ხე­ვი­აშ­ვილ­მა, თა­მაზ ბა­წე­ლაშ­ვილ­მა, ვა­ლე­რი ტა­ტუ­აშ­ვილ­მა, მე­რაბ დო­ლი­ძემ და ზაზა ბა­ტი­აშ­ვილ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ქვეშ, ავ­ტო­სად­გომ­ზე სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში.

შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, რო­მელ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ გარ­დაც­ვლი­ლის ძმა ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვი­ლი და მისი ად­ვო­კა­ტი, მან­ქა­ნის წინა მარ­ცხე­ნა მხა­რეს, მძღო­ლის ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდა ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გვა­მი, რო­მელ­საც თა­ვის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბო­და ერთი ჭრი­ლო­ბა, რაც სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით წარ­მო­ად­გენს მარ­ჯვე­ნა სა­ფეთ­ქლის მხრი­დან შე­მა­ვალ და თა­ვის ქა­ლის მარ­ცხე­ნა უკა­ნა მხრი­დან გა­მო­მა­ვალ ცე­ცხლნას­როლ და­ზი­ა­ნე­ბას. ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილს, მარ­ჯვე­ნა სა­ფეთ­ქელ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ლუ­ლის ანა­ბეჭ­დი ე.წ. "შტან­ცმარ­კა" და დამ­წვრო­ბის კვა­ლი, რაც სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად ვი­თარ­დე­ბა მხო­ლოდ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მჭიდ­რო მიბ­ჯე­ნით გას­რო­ლის შე­დე­გად. ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი ტრავ­მის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის და მო­ცუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სიკ­ვდი­ლი დად­გა თა­ვის არე­ში ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბის მი­ყე­ნე­ბი­დან მო­მენ­ტა­ლუ­რად. გარ­დაც­ვლი­ლის ფე­ხებ­თან ეგდო პის­ტო­ლე­ტი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე შე­ი­ძი­ნა ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილ­მა. ამ ია­რა­ღი­დან გას­რო­ლი­ლი მას­რა აღ­მოჩ­ნდა სა­ლო­ნის უკა­ნა მხა­რეს, ტყვია კი გა­ჭე­დი­ლი იყო მარ­ცხე­ნა საყ­რდენ­ში. მარ­ცხე­ნა საყ­რდე­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ტყვია, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი და გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბის დას­კვნე­ბით გას­რო­ლი­ლია ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ია­რა­ღი­დან და გავ­ლი­ლი აქვს გარ­დაც­ვლი­ლის სხე­უ­ლი. ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ვარ­ძლე­ბი და სა­ლო­ნის დე­ტა­ლე­ბი მარ­ცხნი­დან მარ­ჯვნივ გაშ­ლის კლე­ბა­დო­ბით და­ფა­რუ­ლი იყო გარ­დაც­ვლი­ლის სის­ხლის შხე­ფე­ბით, რა­საც ადას­ტუ­რებს სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო, გე­ნე­ტი­კუ­რი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი და კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი. შე­სა­ბა­მი­სი მიკ­რო­ნა­წი­ლა­კე­ბის ექ­სპერ­ტი­ზით ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, რომ ა/მან­ქა­ნა­ში აღ­მოჩ­ნდა მხო­ლოდ კიწ­მა­რიშ­ვი­ლის მიკ­რო­ნა­წი­ლა­კე­ბი. ექ­სპერ­ტე­ბის მიერ და­მუ­შავ­და ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ტა­ნი­სა­მო­სი­დან და ორი­ვე ხე­ლის მტევ­ნი­დან აღე­ბუ­ლი დენ­თის კვლე­ბი. ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად კი დად­გინ­და, რომ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილს გას­რო­ლის დროს ია­რა­ღი მარ­ჯვე­ნა ხელ­ში ეჭი­რა. ამას მოწ­მობს ია­რაღ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი და გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბიც.

გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას ასე­ვე გა­ი­შიფ­რა ყვე­ლა ვი­დე­ო­კა­მე­რა, რო­მელ­საც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ჰქონ­და საქ­მი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ინ­ფორ­მა­ცია. მათ შო­რის ავ­ტო­ფა­რე­ხის შე­სას­ვლე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს 17:00 სა­ა­თამ­დე დრო­ის შუ­ა­ლედ­ში ავ­ტო­ფა­რეხ­ში შე­ვი­და 10 ავ­ტო­მან­ქა­ნა და ორი ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე პირი. ყვე­ლა მათ­გა­ნი დად­გე­ნი­ლია და და­კი­თხუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში. ესე­ნი არი­ან: კიწ­მა­რიშ­ვი­ლის მე­ზობ­ლე­ბი და მათი მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი, რომ­ლებ­საც მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან რა­ი­მე კავ­ში­რი არ აქვთ.

გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვი­ლის და მის მიერ მოწ­ვე­უ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩა­ტარ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტი, რო­მელ­შიც ჩა­მოთ­ვლი­ლი პი­რე­ბის გარ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის ექ­სპერ­ტებ­მაც.

ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ლონ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი სის­ხლის შხე­ფე­ბის გან­ლა­გე­ბის, სრო­ლის ტრა­ექ­ტო­რი­ის, ე.კიწ­მა­რიშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე და ტა­ნი­სა­მოს­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი დენ­თის კვა­ლის, ცე­ცხლსას­როლ ია­რაღ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი დნმ-ის კვა­ლის და ა/მან­ქა­ნა­ში მხო­ლოდ გარ­დაც­ვლი­ლის ტა­ნი­სა­მო­სის მოკ­რო­ნა­წი­ლა­კე­ბის აღ­მო­ჩე­ნის მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ღე­ბით გა­მო­ი­რი­ცხა სრო­ლის დროს ავ­ტო­მო­ბილ­ში ან მის­გან ისეთ დის­ტან­ცი­ა­ზე სხვა პი­რის ყოფ­ნა, სა­ი­და­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში და­ი­კი­თხა კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი: მე­უღ­ლე, ძმა და შვი­ლე­ბი. მათი და­კი­თხვით რა­ი­მე სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის სხვა შე­საძ­ლო ვერ­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბის დროს შეს­წავ­ლი­ლი იქნა ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს და დო­კუ­მენ­ტა­ლუ­რად დად­გინ­და, რომ მის ოჯახს კერ­ძო პი­რებ­თან, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და ბან­კებ­თან სა­ერ­თო ჯამ­ში ქონ­და და­ვა­ლი­ა­ნე­ბა 312 000 აშშ დო­ლა­რის და 120 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, რომ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი იყო მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, ხოლო ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილს არ გა­აჩ­ნდა საკ­მა­რი­სი შე­მო­სა­ვა­ლი ამ და­ვა­ლი­ა­ნე­ბის და­სა­ფა­რად. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ კიწ­მა­რიშ­ვი­ლის კომ­პი­უ­ტერ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რი ადას­ტუ­რებს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის არ­სე­ბო­ბას, ჩა­ნა­წერ­ში ის აცხა­დებს, რომ მას გა­აჩ­ნია მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რის გა­მოც მიმ­დი­ნა­რე პრობ­ლე­მებ­საც ვე­ღარ უმკლავ­დე­ბა.

აქვე გვინ­და გან­ვმარ­ტოთ, რომ რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებ­ზე მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ გვაქვს მხო­ლოდ ცალ­კე აღე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გი, ჩვენ ვით­ვა­ლის­წი­ნებთ საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლივ, თან­მიმ­დევ­რულ და ლო­გი­კურ ანა­ლიზს.

მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი, თან­მი­დევ­რუ­ლი და ლო­გი­კუ­რი ანა­ლი­ზი ცხად­ყოფს, რომ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე არა­ვის არ მი­უყ­ვა­ნია და არა­ვის არ მო­უკ­ლავს მან თავი მო­იკ­ლა, რად­გან კონ­კრე­ტუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ღე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია მკვლე­ლო­ბა იყოს ჩა­დე­ნი­ლი რო­მე­ლი­მე სხვა პი­რის მიერ. შე­სა­ბა­მი­სად მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

"ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა" - პროკურატურამ გამოძიების შედეგები დადო

"ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა" - პროკურატურამ გამოძიების შედეგები დადო

გამოძიების ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა, - ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

AMBEBI.GE პროკურატურის განცხდაბეას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით.

საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება გაგაცნოთ გამოძიების შედეგები. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქმის მსვლელობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შეიქმნა ვიდეომასალა, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ამსახველი ფაქტები. აღნიშნული მასალა ბრიფინგის დასრულებისთანავე გამოქვეყნდება პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

გამოძიების მსვლელობის დროს დაიკითხა დაახლოებით 600 პირი. ოჯახის წევრების, ადვოკატების და ოჯახის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა. დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეო ჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა ეროსი კიწმარიშვილის და მასთან კავშირში მყოფი პირების გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები. აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო ეროსი კიწმარიშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში. გარდა ამისა, ჩატარდა არაერთი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა შემდეგი:

2014 წლის 14 ივლისს, ეროსი კიწმარიშვილი მეგობარ ბადრი ნანეტაშვილთან ერთად მივიდა ქალაქ თბილისში პეკინის გამზირზე მდებარე იარაღის მაღაზია "დიანა"-ში. ნანეტაშვილს სურდა შეეძინა ცეცხლსასროლი იარაღი. მაღაზიაში ყოფნის დროს კიწმარიშვილმაც გამოთქვა იარაღის შეძენის სურვილი და შეარჩია ცეცხლსასროლი იარაღი. მომდევნო დღეს მან დაირეგისტრირა ჩზ-75 სისტემის პისტოლეტი და დაბრუნდა ჭავჭავაძის გამზირზე N37-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდა მეუღლესთან ია კიწმარიშვილთან ერთად. მეუღლის სახლიდან წასვლის შემდგომ, 15:05 საათზე, ეროსი კიწმარიშვილი გამოვიდა სახლიდან. 16 საათსა და 47 წუთზე კი, მისი გვამი მეგობრებმა და თანამოაზრეებმა - გიორგი ხევიაშვილმა, თამაზ ბაწელაშვილმა, ვალერი ტატუაშვილმა, მერაბ დოლიძემ და ზაზა ბატიაშვილმა აღმოაჩინეს საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ, ავტოსადგომზე საკუთარ ავტომანქანაში.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, რომელსაც ესწრებოდნენ გარდაცვლილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი და მისი ადვოკატი, მანქანის წინა მარცხენა მხარეს, მძღოლის ადგილზე აღმოჩნდა ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა ერთი ჭრილობა, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს მარჯვენა საფეთქლის მხრიდან შემავალ და თავის ქალის მარცხენა უკანა მხრიდან გამომავალ ცეცხლნასროლ დაზიანებას. ეროსი კიწმარიშვილს, მარჯვენა საფეთქელზე აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის ლულის ანაბეჭდი ე.წ. "შტანცმარკა" და დამწვრობის კვალი, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ვითარდება მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდრო მიბჯენით გასროლის შედეგად. ეროსი კიწმარიშვილის სხეულზე არსებული ტრავმის ლოკალიზაციის და მოცულობის გათვალისწინებით სიკვდილი დადგა თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობის მიყენებიდან მომენტალურად. გარდაცვლილის ფეხებთან ეგდო პისტოლეტი, რომელიც რამდენიმე საათით ადრე შეიძინა ეროსი კიწმარიშვილმა. ამ იარაღიდან გასროლილი მასრა აღმოჩნდა სალონის უკანა მხარეს, ტყვია კი გაჭედილი იყო მარცხენა საყრდენში. მარცხენა საყრდენიდან ამოღებული ტყვია, ჩატარებული ბალისტიკური და გენეტიკური ექსპერტიზების დასკვნებით გასროლილია ეროსი კიწმარიშვილის იარაღიდან და გავლილი აქვს გარდაცვლილის სხეული. ავტომანქანის სავარძლები და სალონის დეტალები მარცხნიდან მარჯვნივ გაშლის კლებადობით დაფარული იყო გარდაცვლილის სისხლის შხეფებით, რასაც ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო, გენეტიკური, ბიოლოგიური და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები. შესაბამისი მიკრონაწილაკების ექსპერტიზით ასევე დადგენილია, რომ ა/მანქანაში აღმოჩნდა მხოლოდ კიწმარიშვილის მიკრონაწილაკები. ექსპერტების მიერ დამუშავდა ეროსი კიწმარიშვილის ტანისამოსიდან და ორივე ხელის მტევნიდან აღებული დენთის კვლები. ექსპერტიზის შედეგად კი დადგინდა, რომ ეროსი კიწმარიშვილს გასროლის დროს იარაღი მარჯვენა ხელში ეჭირა. ამას მოწმობს იარაღზე ჩატარებული ბალისტიკური და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნებიც.

გამოძიების მსვლელობისას ასევე გაიშიფრა ყველა ვიდეოკამერა, რომელსაც დაფიქსირებული ჰქონდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. მათ შორის ავტოფარეხის შესასვლელის მიმართულებით განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა მიხედვით გარდაცვალების დღეს 17:00 საათამდე დროის შუალედში ავტოფარეხში შევიდა 10 ავტომანქანა და ორი ფეხით მოსიარულე პირი. ყველა მათგანი დადგენილია და დაკითხულია გამოძიების პროცესში. ესენი არიან: კიწმარიშვილის მეზობლები და მათი მომსახურე პერსონალი, რომლებსაც მის გარდაცვალებასთან რაიმე კავშირი არ აქვთ.

გამოძიების მიმდინარეობისას, ზურაბ კიწმარიშვილის და მის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით, ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც ჩამოთვლილი პირების გარდა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ექსპერტებმაც.

ავტომანქანის სალონში აღმოჩენილი სისხლის შხეფების განლაგების, სროლის ტრაექტორიის, ე.კიწმარიშვილის სხეულზე და ტანისამოსზე აღმოჩენილი დენთის კვალის, ცეცხლსასროლ იარაღზე აღმოჩენილი დნმ-ის კვალის და ა/მანქანაში მხოლოდ გარდაცვლილის ტანისამოსის მოკრონაწილაკების აღმოჩენის მხედველობაში მიღებით გამოირიცხა სროლის დროს ავტომობილში ან მისგან ისეთ დისტანციაზე სხვა პირის ყოფნა, საიდანაც შესაძლებელი იყო სროლის განხორციელება.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გამოძიების პროცესში დაიკითხა კიწმარიშვილის ოჯახის ყველა წევრი: მეუღლე, ძმა და შვილები. მათი დაკითხვით რაიმე საეჭვო გარემოება გარდაცვალების სხვა შესაძლო ვერსიასთან დაკავშირებით არ გამოვლენილა.

გამოძიების მსვლელობის დროს შესწავლილი იქნა ეროსი კიწმარიშვილის ფინანსური მდგომარეობა გარდაცვალების დროს და დოკუმენტალურად დადგინდა, რომ მის ოჯახს კერძო პირებთან, ორგანიზაციებთან და ბანკებთან საერთო ჯამში ქონდა დავალიანება 312 000 აშშ დოლარის და 120 000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველყოფისთვის იპოთეკით დატვირთული იყო მისი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ეროსი კიწმარიშვილს არ გააჩნდა საკმარისი შემოსავალი ამ დავალიანების დასაფარად. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ კიწმარიშვილის კომპიუტერში აღმოჩენილი საუბრის ჩანაწერი ადასტურებს ფინანსური პრობლემების არსებობას, ჩანაწერში ის აცხადებს, რომ მას გააჩნია მატერიალური პრობლემები, რის გამოც მიმდინარე პრობლემებსაც ვეღარ უმკლავდება.

აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ გამოძიების შედეგებზე მხედველობაში არ გვაქვს მხოლოდ ცალკე აღებული რომელიმე საგამოძიებო მოქმედების შედეგი, ჩვენ ვითვალისწინებთ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივ, თანმიმდევრულ და ლოგიკურ ანალიზს.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ. შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ