მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ისჯებიან საქართველოში ცოლების მკვლელი ქმრები
როგორ ისჯებიან საქართველოში ცოლების მკვლელი ქმრები

რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­ში შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა მოხ­და: ოთხი შვი­ლის დედა, 40 წლის ქალი, ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ მოკ­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მკვლელ­მა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ელექტრო­სა­დე­ნით გა­გუ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა გახ­და. 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ცხელ კვალ­ზე აიყ­ვა­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სსკ-ის 108-ე მუხ­ლით).

ოთხი შვი­ლის დე­დის მსგავ­სად სა­ქარ­თვე­ლო­ში ქმრებ­მა ათო­ბით ქალი გა­წი­რეს სა­სიკ­ვდი­ლოდ. ბოლო წლებ­ში ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის გახ­ში­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი არა­ერ­თხელ მო­ექ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ყვე­ლა­ზე ხშირ შემ­თხვე­ვებ­ში მო­ძა­ლა­დე მა­მა­კა­ცე­ბის ასა­კი 24-დან 44 წლამ­დე მერ­ყე­ობს. ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის მი­ზე­ზი ხში­რად ხდე­ბა ქო­ნებ­რი­ვი დავა, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის ხში­რი მი­ღე­ბა...

მოკ­ლუ­ლი ცო­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კა შემ­ზა­რა­ვია... AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ ის­ჯე­ბი­ან ქმრე­ბი, რომ­ლე­ბიც ცო­ლებს სა­სიკ­ვდი­ლოდ იმე­ტე­ბენ.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­დან 2014-2016 წლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­თხო­ვის შე­დე­გად ირ­კვე­ვა, რომ რა­ი­ო­ნუ­ლი და სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 11 პრი­მა-108-ე მუხ­ლით (ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) და 109-ე მუხ­ლე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში) 2014 და 2015 წლე­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ერ­თო ჯამ­ში 35 ადა­მი­ა­ნია პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი.

გა­სუ­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქმრის მიერ ცო­ლის მკვლე­ლო­ბის ყვე­ლა­ზე მეტი - 9 საქ­მე გა­ნი­ხი­ლა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ (2014 წელს 7 საქ­მე, 2015 წელს - 2 საქ­მე). ბრალ­დე­ბუ­ლებს შო­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი - 15-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი, სწო­რედ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მი­უ­სა­ჯა გან­სას­ჯელს. გა­ნა­ჩე­ნი 2014 წლის ივ­ლის­შია გა­მო­ტა­ნი­ლი და თუ საქ­მის სიმ­ძი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვი­ვა­რა­უ­დებთ (სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სტა­ტის­ტი­კა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ ხდე­ბა), საქ­მე ეხე­ბა 2014 წლის 15 მა­ისს, თბი­ლის­ში მომ­ხდარ შემ­ზა­რავ მკვლე­ლო­ბას. ყო­ფილ­მა ქმარ­მა 27 წლის სოფო ზუ­რე­ბი­ა­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან 24 გას­რო­ლით მოკ­ლა, მისი ძმა კი დაჭ­რა. მკვლე­ლო­ბა ვარ­კე­თილ­ში, გა­ხო­კი­ძის ქუ­ჩა­ზე მოხ­და.

გარ­დაც­ვლი­ლი სოფო ზუ­რე­ბი­ა­ნი სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ტექ­ნი­კუ­რი აღ­რი­ცხვის არ­ქი­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო. შსს-ს თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ისა­ნი-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით, რა­მაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, 32 წლის ალექ­სნად­რე ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბი­სა და ცო­ლის ძმის დაჭ­რის­თვის, მას 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ქა­ლა­ქე­ბის რა­ი­ო­ნულ და სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ებს, 2014-2016 წლებ­ში ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო და თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლო­ებ­მა 6-6 საქ­მე გა­ნი­ხი­ლეს, 3 საქ­მე გა­ნი­ხი­ლა რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, ხოლო თითო-თითო მსგავ­სი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და სიღ­ნა­ღის, ბოლ­ნი­სის, ბა­თუ­მი­სა და ამ­ბრო­ლა­უ­რის სა­სა­მარ­თლო­ებ­ში

კი­დევ ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის საქ­მე, რო­მელ­ზეც გა­ნა­ჩე­ნი ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 2015 წლის აპ­რილ­ში გა­მო­ი­ტა­ნა, სა­სა­მარ­თლო­ში 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იხი­ლე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს, ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა სერ­გი სა­ცე­რა­ძემ 2014 წლის 25 ივ­ლისს, ქა­ლაქ ზეს­ტა­ფონ­ში ე.წ "ირი­ნეს ბაღ­ში", სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საშ­ტა­ტო "იე­რი­ხოს" მო­დე­ლის ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლით გან­ზრახ მოკ­ლა მი­სი­ვე ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე სა­ლო­მე ჯორ­ბე­ნა­ძე. სა­ცე­რა­ძე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დღეს, 2014 წლის 25 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. მას 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 2015 წლის 17 აპ­რილს მი­ე­სა­ჯა.

კი­დევ ერთი სა­დის­ტუ­რი მკვლე­ლო­ბის ჩამ­დენ ქმარს ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 7-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. 2014 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სო­ფელ დვაბ­ზუ­ში მომ­ხდარ­მა მკვლე­ლო­ბამ სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. 40 წლის თე­მურ რა­მიშ­ვილ­მა 29 წლის მე­უღ­ლე, ორი შვი­ლის დედა, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ნა­ჯა­ხის თავ­ში ჩარ­ტყმით მოკ­ლა. ცოლ-ქმარს ორი შვი­ლი - 7 წლის გო­გო­ნა და 4 წლის ვაჟი ჰყავთ. იმ დღეს გო­გო­ნა სკო­ლი­დან ახა­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი იყო და ძმას­თან ერ­თად ეზო­ში თა­მა­შობ­და, როცა მამა დედა მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა სახ­ლს ბენ­ზი­ნი მი­ას­ხა და იქა­უ­რო­ბას ცე­ცხლი წა­უ­კი­და. რა­მიშ­ვი­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. რამ­დე­ნი­მე თვე­ში სა­სა­მარ­თლომ მას 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 7 წლის ვა­დით (აქე­დან 6 რე­ა­ლუ­რი და 1 პი­რო­ბი­თი) ოჯა­ხის წევ­რის მკვლე­ლო­ბის­თვის ბოლო ორი წლის მან­ძილ­ზე სა­სა­მარ­თლო­ებ­ში შე­ფარ­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი გა­ნა­ჩე­ნია.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე, ნინო და­თაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

როგორ ისჯებიან საქართველოში ცოლების მკვლელი ქმრები

როგორ ისჯებიან საქართველოში ცოლების მკვლელი ქმრები

რამდენიმე დღის წინ თბილისში შემზარავი მკვლელობა მოხდა: ოთხი შვილის დედა, 40 წლის ქალი, ყოფილმა მეუღლემ მოკლა. როგორც ცნობილია, მკვლელმა ყოფილი მეუღლე ელექტროსადენით გაგუდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. 1975 წელს დაბადებული მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე აიყვანეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე მუხლით).

ოთხი შვილის დედის მსგავსად საქართველოში ქმრებმა ათობით ქალი გაწირეს სასიკვდილოდ. ბოლო წლებში ქალებზე ძალადობის გახშირებული ფაქტები არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ყველაზე ხშირ შემთხვევებში მოძალადე მამაკაცების ასაკი 24-დან 44 წლამდე მერყეობს. ოჯახური კონფლიქტების მიზეზი ხშირად ხდება ქონებრივი დავა, ეჭვიანობა და ალკოჰოლური სასმელის ხშირი მიღება...

მოკლული ცოლების სტატისტიკა შემზარავია... AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორ ისჯებიან ქმრები, რომლებიც ცოლებს სასიკვდილოდ იმეტებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოდან 2014-2016 წლების მონაცემების გამოთხოვის შედეგად ირკვევა, რომ რაიონული და საქალაქო სასამართლოების მონაცემების მიხედვით, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით (ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობა) და 109-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) 2014 და 2015 წლების პერიოდში საერთო ჯამში 35 ადამიანია პასუხისგებაში მიცემული.

გასული ორი წლის განმავლობაში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის ყველაზე მეტი - 9 საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ (2014 წელს 7 საქმე, 2015 წელს - 2 საქმე). ბრალდებულებს შორის მაქსიმალური - 15-წლიანი სასჯელი, სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუსაჯა განსასჯელს. განაჩენი 2014 წლის ივლისშია გამოტანილი და თუ საქმის სიმძიმიდან გამომდინარე ვივარაუდებთ (საქალაქო სასამართლოს სტატისტიკაში ბრალდებულის იდენტიფიცირება არ ხდება), საქმე ეხება 2014 წლის 15 მაისს, თბილისში მომხდარ შემზარავ მკვლელობას. ყოფილმა ქმარმა 27 წლის სოფო ზურებიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან 24 გასროლით მოკლა, მისი ძმა კი დაჭრა. მკვლელობა ვარკეთილში, გახოკიძის ქუჩაზე მოხდა.

გარდაცვლილი სოფო ზურებიანი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის სპეციალისტი იყო. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 32 წლის ალექსნადრე ცოცხალაშვილი დააკავეს. მეუღლის მკვლელობისა და ცოლის ძმის დაჭრისთვის, მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რაც შეეხება სხვა ქალაქების რაიონულ და საქალაქო სასამართლოებს, 2014-2016 წლებში ქუთაისის საქალაქო და თელავის რაიონულმა სასამართლოებმა 6-6 საქმე განიხილეს, 3 საქმე განიხილა რუსთავის საქალაქო სასამართლომ, ხოლო თითო-თითო მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა სიღნაღის, ბოლნისის, ბათუმისა და ამბროლაურის სასამართლოებში

კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობის საქმე, რომელზეც განაჩენი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის აპრილში გამოიტანა, სასამართლოში 6 თვის განმავლობაში იხილებოდა. საქართველოს შს სამინისტროს, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა სერგი საცერაძემ 2014 წლის 25 ივლისს, ქალაქ ზესტაფონში ე.წ "ირინეს ბაღში", სამსახურებრივი საშტატო "იერიხოს" მოდელის იარაღიდან რამდენიმე გასროლით განზრახ მოკლა მისივე ყოფილი მეუღლე სალომე ჯორბენაძე. საცერაძე დანაშაულის ჩადენის დღეს, 2014 წლის 25 ივლისს დააკავეს. მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა 2015 წლის 17 აპრილს მიესაჯა.

კიდევ ერთი სადისტური მკვლელობის ჩამდენ ქმარს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2014 წლის ოქტომბერში სოფელ დვაბზუში მომხდარმა მკვლელობამ საქართველო შეძრა. 40 წლის თემურ რამიშვილმა 29 წლის მეუღლე, ორი შვილის დედა, ეჭვიანობის ნიადაგზე ნაჯახის თავში ჩარტყმით მოკლა. ცოლ-ქმარს ორი შვილი - 7 წლის გოგონა და 4 წლის ვაჟი ჰყავთ. იმ დღეს გოგონა სკოლიდან ახალი დაბრუნებული იყო და ძმასთან ერთად ეზოში თამაშობდა, როცა მამა დედა მოკლა. მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა სახლს ბენზინი მიასხა და იქაურობას ცეცხლი წაუკიდა. რამიშვილი იმავე დღეს დააკავეს. რამდენიმე თვეში სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით (აქედან 6 რეალური და 1 პირობითი) ოჯახის წევრის მკვლელობისთვის ბოლო ორი წლის მანძილზე სასამართლოებში შეფარდებული ყველაზე მოკლევადიანი განაჩენია.

ქრისტინე გამთენაძე, ნინო დათაშვილი

AMBEBI.GE

"თვითონ დაურეკავს პოლიციაში, მოდით, მშობლები დავხოცეო" - თელავში მომხდარი სამმაგი მკვლელობის რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

2020 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალი მოკლეს, 20 - ის მიმართ კი მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი - საია

"ხურვალეთთან პოლიციამ  საქართველოს მოქალაქის დაკავების მცდელობა აღკვეთა... საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დაკავებულები არ არიან" - სუს-ი