მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლანა ეუბნებოდა: აირჩიე ან ომარი ან სხვაო" - რა ახალ დეტალებზე ისაუბრა პაპიძის პროცესზე ბრალდების მოწმემ
"ლანა ეუბნებოდა: აირჩიე ან ომარი ან სხვაო" - რა ახალ დეტალებზე ისაუბრა პაპიძის პროცესზე ბრალდების მოწმემ

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძის საქ­მის გან­ხილ­ვა ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მემ ახალ დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა.

მოწ­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ომარ ქა­ფი­აშ­ვილ­თან და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე მაგ­და პა­პი­ძეს სხვა მა­მა­კაც­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა.

რო­გორც მოწ­მე პა­ტარ­ქა­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, "მაგ­და პა­პი­ძეს ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლი არ უყ­ვარ­და".

"მაგ­და ამ ბიჭს სკა­იპ­ში ემე­სი­ჯე­ბო­და. ხში­რად რჩე­ბო­და მას სკა­ი­პი ჩარ­თუ­ლი და ლანა ნა­ხუ­ლობ­და მი­მო­წე­რებს. ლანა ეუბ­ნე­ბო­და: აირ­ჩიე ან ომა­რი ან სხვაო. ამ ბიჭს ქორ­წი­ლამ­დე ერთი კვი­რით ადრე მე და ლანა შევ­ხვდით, აღ­მოჩ­ნდა რომ უთხრა - ომა­რის მივ­ყვე­ბიო და ჩვენ გვი­თხრა, მე მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ვერ ჩა­ვე­რე­ვიო", - გა­ნა­ცხა­და პა­ტარ­ქა­ლაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ქა­ფი­აშ­ვი­ლე­ბის და პა­პი­ძის სახ­ლის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობს.

მოწ­მემ ასე­ვე 2015 წლის 19 დე­კემ­ბრის ღამე გა­იხ­სე­ნა და მაგ­და პა­პი­ძის ქმე­დე­ბებ­ზე ისა­უბ­რა. რო­გორც მა­რი­ამ პა­ტარ­ქა­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სას­წრა­ფოს და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ მაგ­და პა­პი­ძემ ტე­ლე­ფონ­ზე ორ­ჯერ სცა­და და­რეკ­ვა. "ერთხელ რომ და­რე­კა, თქვა - ამას სულ გა­თი­შუ­ლი რო­გორ უნდა ჰქონ­დეს ტე­ლე­ფო­ნიო. მე­ო­რედ რომ და­რე­კა გა­ვი­გო­ნე სა­ხე­ლი ოთო, თუმ­ცა მერე ცოტა მო­შო­რე­ბით გა­ვი­და და სა­უ­ბა­რი აღარ გა­მი­გია", - გა­ნა­ცხა­და მოწ­მემ.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა რომ მაგ­და პა­პი­ძე მე­ზო­ბელ ბიჭს სთხოვ­და დახ­მა­რე­ბას სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მოს­ვლამ­დე, რათა ბავ­შვი მან­ქა­ნით აეყ­ვა­ნათ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რად­გან მას მარ­თვის მოწ­მო­ბა არ ჰქონ­და და პატ­რუ­ლის ეში­ნო­და. თუმ­ცა, პა­ტარ­ქა­ლაშ­ვილ­მა აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ მაგ­და პა­პი­ძე ხში­რად იჯდა სა­ჭეს­თან.

მოწ­მის თქმით, მაგ­და პა­პი­ძეს მის­თვის და მისი დის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. "2015 წლის ზა­ფხულ­ში ბინა მქონ­და გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მაგ­დას და ომა­რის ოთა­ხის თავ­ზე მდე­ბა­რე­ობს. მათ სახ­ლში ჩემ­გან წყა­ლი ჩა­ვი­და. მო­ვი­და ჩემ­თან და ჩემს დას­თან მაგ­და პა­პი­ძე და მომ­თხო­ვა გა­კე­თე­ბა, რა დრო­საც მო­მა­ყე­ნა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. ანუ შეგ­ვა­გი­ნა მე და ჩემს დას, ასე­ვე სცა­და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მო­ყე­ნე­ბაც, თუმ­ცა შუ­ა­ში იდგა მე­ზო­ბე­ლი და მაგ­დას მოქ­ნე­უ­ლი ხელი მას მოხ­ვდა", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ პა­ტარ­ქა­ლაშ­ვილ­მა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

მძი­მე კად­რე­ბი პა­პი­ძის პრო­ცე­სი­დან - სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი სის­ხლი­ა­ნი ნივ­თე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს

დე­დამ­თი­ლის ბრალ­დე­ბე­ბი მაგ­და პა­პი­ძეს და მისი პა­სუ­ხი - "8 სა­ა­თი ორი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი გედო ოთახ­ში, მა­შინ რა­ტომ არ აგი­წია შა­ქარ­მა?"

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"ლანა ეუბნებოდა: აირჩიე ან ომარი ან სხვაო" - რა ახალ დეტალებზე ისაუბრა პაპიძის პროცესზე ბრალდების მოწმემ

"ლანა ეუბნებოდა: აირჩიე ან ომარი ან სხვაო" - რა ახალ დეტალებზე ისაუბრა პაპიძის პროცესზე ბრალდების მოწმემ

თბილისის საქალაქო სასამართლოში მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმემ ახალ დეტალებზე ისაუბრა.

მოწმის ინფორმაციით, ომარ ქაფიაშვილთან დაქორწინებამდე მაგდა პაპიძეს სხვა მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა.

როგორც მოწმე პატარქალაშვილმა აღნიშნა, "მაგდა პაპიძეს ომარ ქაფიაშვილი არ უყვარდა".

"მაგდა ამ ბიჭს სკაიპში ემესიჯებოდა. ხშირად რჩებოდა მას სკაიპი ჩართული და ლანა ნახულობდა მიმოწერებს. ლანა ეუბნებოდა: აირჩიე ან ომარი ან სხვაო. ამ ბიჭს ქორწილამდე ერთი კვირით ადრე მე და ლანა შევხვდით, აღმოჩნდა რომ უთხრა - ომარის მივყვებიო და ჩვენ გვითხრა, მე მათ ურთიერთობაში ვერ ჩავერევიო", - განაცხადა პატარქალაშვილმა, რომელიც ქაფიაშვილების და პაპიძის სახლის მეზობლად ცხოვრობს.

მოწმემ ასევე 2015 წლის 19 დეკემბრის ღამე გაიხსენა და მაგდა პაპიძის ქმედებებზე ისაუბრა. როგორც მარიამ პატარქალაშვილმა აღნიშნა, სასწრაფოს და სამართალდამცველების მოსვლის შემდეგ მაგდა პაპიძემ ტელეფონზე ორჯერ სცადა დარეკვა. "ერთხელ რომ დარეკა, თქვა - ამას სულ გათიშული როგორ უნდა ჰქონდეს ტელეფონიო. მეორედ რომ დარეკა გავიგონე სახელი ოთო, თუმცა მერე ცოტა მოშორებით გავიდა და საუბარი აღარ გამიგია", - განაცხადა მოწმემ.

მან ასევე აღნიშნა რომ მაგდა პაპიძე მეზობელ ბიჭს სთხოვდა დახმარებას სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, რათა ბავშვი მანქანით აეყვანათ საავადმყოფოში, რადგან მას მართვის მოწმობა არ ჰქონდა და პატრულის ეშინოდა. თუმცა, პატარქალაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ მაგდა პაპიძე ხშირად იჯდა საჭესთან.

მოწმის თქმით, მაგდა პაპიძეს მისთვის და მისი დისთვის შეურაცხყოფა აქვს მიყენებული. "2015 წლის ზაფხულში ბინა მქონდა გაქირავებული, რომელიც მაგდას და ომარის ოთახის თავზე მდებარეობს. მათ სახლში ჩემგან წყალი ჩავიდა. მოვიდა ჩემთან და ჩემს დასთან მაგდა პაპიძე და მომთხოვა გაკეთება, რა დროსაც მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ანუ შეგვაგინა მე და ჩემს დას, ასევე სცადა ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენებაც, თუმცა შუაში იდგა მეზობელი და მაგდას მოქნეული ხელი მას მოხვდა", - განაცხადა მარიამ პატარქალაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

მძიმე კადრები პაპიძის პროცესიდან - სასამართლო დარბაზში მკვლელობის ადგილიდან ამოღებული სისხლიანი ნივთები წარმოადგინეს

დედამთილის ბრალდებები მაგდა პაპიძეს და მისი პასუხი - "8 საათი ორი მიცვალებული გედო ოთახში, მაშინ რატომ არ აგიწია შაქარმა?"

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ