პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მძიმე კადრები პაპიძის პროცესიდან - სასამართლო დარბაზში მკვლელობის ადგილიდან ამოღებული სისხლიანი ნივთები წარმოადგინეს
მძიმე კადრები პაპიძის პროცესიდან - სასამართლო დარბაზში მკვლელობის ადგილიდან ამოღებული სისხლიანი ნივთები წარმოადგინეს

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ამო­ღე­ბუ­ლი ნივთმტკი­ცე­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს. მათ შო­რის იყო მოკ­ლუ­ლი მამა-შვი­ლის ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი, სის­ხლით დას­ვრი­ლი ზე­წა­რი, ჩა­ქუ­ჩი და სხვა ნივ­თე­ბი. მათი და­ნახ­ვის გამო ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის დე­დამ ლილი მინ­დი­კა­ურ­მა თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო, რის შემ­დე­გაც სხდო­მა­ზე რამ­დე­ნი­მე წუ­თით შეს­ვე­ნე­ბა გა­მო­ცხად­და.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე მაგ­და პა­პი­ძის დე­დამ­თი­ლი და­ი­კი­თხა. სხდო­მა­ზე მას­სა და ბრალ­დე­ბულს შო­რის რამ­დენ­ჯერ­მე და­პი­რის­პი­რე­ბაც მოხ­და. ლილი მინ­დი­კა­ურ­მა რძა­ლი მკვლე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ "მაგ­დამ შვი­ლი სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­გუ­და".

იხი­ლეთ მაგ­და პა­პი­ძი­სა და ლილი მინ­დი­კა­უ­რის და­პი­რის­პი­რე­ბის კად­რე­ბი

გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე და­ი­კი­თხა პრო­კუ­რა­ტუ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მე ოთარ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი. მისი და­კი­თხვა, პრო­კუ­რო­რე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ნა­წი­ლობ­რივ და­ი­ხუ­რა, რად­გან ოთარ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა მისი და მაგ­და პა­პი­ძის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა, ასე­ვე გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქნა ოთარ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი­სა და მაგ­და პა­პი­ძის პი­რა­დი მი­მო­წე­რაც.

ასე­ვე ნა­ხეთ: "ქმარს რომ ღა­ლა­ტობ­დი, მა­შინ სად იყა­ვი" - დე­დამ­თილ­თან მო­რი­გი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო პა­პი­ძეს სხდო­მა და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს

"ოთოს მაგ­დას­თვის უთ­ქვამს, ფუ­კა­სა­ვით აგაც­ლი ქმარ­სო" - რა მოხ­და მკვლე­ლო­ბამ­დე ორი დღით ადრე პა­პი­ძის ქმარ­სა და ბერ­ძე­ნიშ­ვილს შო­რის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მძიმე კადრები პაპიძის პროცესიდან - სასამართლო დარბაზში მკვლელობის ადგილიდან ამოღებული სისხლიანი ნივთები წარმოადგინეს

მძიმე კადრები პაპიძის პროცესიდან - სასამართლო დარბაზში მკვლელობის ადგილიდან ამოღებული სისხლიანი ნივთები წარმოადგინეს

საქალაქო სასამართლოში, სადაც ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის პროცესი მიმდინარეობდა, გამოძიების მიერ ამოღებული ნივთმტკიცებები წარმოადგინეს. მათ შორის იყო მოკლული მამა-შვილის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სისხლით დასვრილი ზეწარი, ჩაქუჩი და სხვა ნივთები. მათი დანახვის გამო ომარ ქაფიაშვილის დედამ ლილი მინდიკაურმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც სხდომაზე რამდენიმე წუთით შესვენება გამოცხადდა.

დღევანდელ პროცესზე მაგდა პაპიძის დედამთილი დაიკითხა. სხდომაზე მასსა და ბრალდებულს შორის რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა. ლილი მინდიკაურმა რძალი მკვლელობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "მაგდამ შვილი საკუთარი ხელით გაგუდა".

იხილეთ მაგდა პაპიძისა და ლილი მინდიკაურის დაპირისპირების კადრები

გუშინდელ სხდომაზე დაიკითხა პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ოთარ ბერძენიშვილი. მისი დაკითხვა, პროკურორების შუამდგომლობების საფუძველზე ნაწილობრივ დაიხურა, რადგან ოთარ ბერძენიშვილმა მისი და მაგდა პაპიძის პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებზე ისაუბრა, ასევე გამოკვლეული იქნა ოთარ ბერძენიშვილისა და მაგდა პაპიძის პირადი მიმოწერაც.

ასევე ნახეთ: "ქმარს რომ ღალატობდი, მაშინ სად იყავი" - დედამთილთან მორიგი დაპირისპირების გამო პაპიძეს სხდომა დაატოვებინეს

"ოთოს მაგდასთვის უთქვამს, ფუკასავით აგაცლი ქმარსო" - რა მოხდა მკვლელობამდე ორი დღით ადრე პაპიძის ქმარსა და ბერძენიშვილს შორის

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ