მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედამთილის ბრალდებები მაგდა პაპიძეს და მისი პასუხი - "8 საათი ორი მიცვალებული გედო ოთახში, მაშინ რატომ არ აგიწია შაქარმა?"
დედამთილის ბრალდებები მაგდა პაპიძეს და მისი პასუხი - "8 საათი ორი მიცვალებული გედო ოთახში, მაშინ რატომ არ აგიწია შაქარმა?"

დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შენ დედა არ ხარ და რა­ტომ გინ­და დაგ­ვიმ­ტკი­ცო, რომ დედა ხარ? შენ ეს არ უნდა გა­გე­კე­თე­ბი­ნა, - ასე მი­მარ­თა ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის დე­დამ და­რე­ჯან მინ­დი­კა­ურ­მა მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მაგ­და პა­პი­ძეს.

ბრალ­დე­ბის მხა­რის მხრი­დან და­კი­თხვის შემ­დეგ და­რე­ჯან მინ­დი­კა­ურს კი­თხვე­ბი თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მა და­უს­ვა. ერთ-ერთი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ და­რე­ჯან მინ­დი­კა­ურ­მა მაგ­და პა­პი­ძეს გა­ნუ­მარ­ტა, თუ რას გუ­ლის­ხმობ­და დის­ტან­ცი­რე­ბა­ში, რო­მელ­საც მაგ­და პა­პი­ძე იჩენ­და.

"დე­დაშ­ვი­ლო­ბა მარ­ტო საჭ­მლის კე­თე­ბა და სხვა რა­ღა­ცე­ბის ყიდ­ვა არ არის. თორ­ნი­კეს სით­ბო აკ­ლდა, შენ რომ აუ­კივ­ლდე­ბო­დი და კი­ო­დი, ბავ­შვი იყო და­ფე­თე­ბუ­ლი. ამ­ბობ­დი, ჩემი შვი­ლია და რო­გორც მინ­და ისე გავზრდიო. დის­ტან­ცი­ა­ზე როცა ვლა­პა­რა­კობ, გა­იხ­სე­ნე, რო­დე­საც მშო­ბი­ა­რობ­დი, ჩემ­თვის არ და­გი­ძა­ხია შენ­გან 11 მეტრში რომ ვი­ყა­ვი და შენს დას და­უ­ძა­ხე მე­ო­რე სარ­თულ­ზე. თუ შე­გეძ­ლო ფან­ჯა­რას­თან მის­ვლა, იმა­საც შეძ­ლებ­დი, რომ ჩემ­თან მო­სუ­ლი­ყა­ვი", - გა­ნა­ცხა­და და­რე­ჯან მინ­დი­კა­ურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლი მაგ­და პა­პი­ძის­გან ხში­რად შე­უ­რა­ცხყო­ფებს ით­მენ­და.

"დიდ შე­უ­რა­ცხყო­ფას ით­მენ­და ჩემი შვი­ლი. ძმა­კა­ცებ­ში რომ იჯდა გა­რეთ, რო­დე­საც მი­უ­ვარ­დე­ბო­დი წი­ვილ-კი­ვი­ლით, ჩუ­მად ად­გე­ბო­და და მოგ­ყვე­ბო­და, იმი­ტომ რომ უყ­ვარ­დი. შენ რაც შე­მოხ­ვე­დი ჩემ ოჯახ­ში, ერთი წლის თავ­ზე, ჩემი ოჯა­ხი­დან სულ შენი წი­ვი­ლი და კი­ვი­ლი ის­მო­და. გა­ი­კი­თხოს ყვე­ლამ, ჩემი ოჯა­ხი­დან არას­დროს ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი არ გა­უ­გი­ათ, შენს შე­მოს­ვლამ­დე", - გა­ნა­ცხა­და და­რე­ჯან მინ­დი­კა­ურ­მა.

ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის დედა პე­რი­ო­დუ­ლად მაგ­და პა­პი­ძეს მი­მარ­თავ­და რეპ­ლი­კით "ნუ მსა­ხი­ო­ბობ". და­კი­თხვის ბო­ლოს მაგ­და პა­პი­ძემ დე­დამ­თილს სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში მომ­ხდა­რი სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და მის მიერ დას­მუ­ლი კი­თხვა - ესიზ­მრე­ბა თუ არა თორ­ნი­კე მა­ინც, გა­ახ­სე­ნა.

"თორ­ნი­კე მე­სიზ­მრე­ბა კი არა, სულ ჩემ­თა­ნაა. ყო­ველ­დღე მნა­ხუ­ლობს მა­მაო და მე­უბ­ნე­ბა, რომ მათი სუ­ლე­ბი ცო­ცხა­ლია", - გა­ნა­ცხა­და მაგ­და პა­პი­ძემ, რომ­ლის სი­ტყვებ­საც და­რე­ჯან მინ­დი­კა­უ­რის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა.

"მა­მაო და­დის ყო­ველ­დღე? აღ­სა­რე­ბა ჩა­ა­ბა­რე? შენ რა უფ­ლე­ბა გაქვს შა­ვე­ბი გეც­ვას? მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე­თი მსა­ხი­ო­ბი იყა­ვი. 8 სა­ა­თი ორი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი გედო ოთახ­ში, მა­შინ რა­ტომ არ აგი­წია შა­ქარ­მა? მა­ინ­ტე­რე­სებს. მაგ­და, ცხოვ­რე­ბა­ში ფიქ­რობ, რომ ამა­ზე მე­ტად ვინ­მეს შე­უყ­ვარ­დე­ბო­დი, რო­გორც ამ ორ ადა­მი­ანს უყ­ვარ­დი?" - მი­მარ­თა და­რე­ჯან მინ­დი­კა­ურ­მა, რის სა­პა­სუ­ხო­დაც მაგ­და პა­პი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ის სიყ­ვა­რუ­ლის­თვის არ იბ­რძვის.

"რო­გორ და­ვირ­ქვა თვით­მკვლე­ლის სა­ხე­ლი. მე არა­ფე­რი ჩა­მი­დე­ნია. ამ ხელ­ზე ომა­რის სის­ხლი მქონ­და და სულ ვკოც­ნი, მე არა­ფე­რი ჩა­მი­დე­ნია", - გა­ნა­ცხა­და მაგ­და პა­პი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: შე­ლა­პა­რა­კე­ბა სა­სა­მარ­თლო­ზე პა­პი­ძე­სა და ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის დე­დას შო­რის - "შენ ხარ მკვლე­ლი, შვი­ლი სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­გუ­დე"

"ოთოს მაგ­დას­თვის უთ­ქვამს, ფუ­კა­სა­ვით აგაც­ლი ქმარ­სო" - რა მოხ­და მკვლე­ლო­ბამ­დე ორი დღით ადრე პა­პი­ძის ქმარ­სა და ბერ­ძე­ნიშ­ვილს შო­რის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

დედამთილის ბრალდებები მაგდა პაპიძეს და მისი პასუხი - "8 საათი ორი მიცვალებული გედო ოთახში, მაშინ რატომ არ აგიწია შაქარმა?"

დედამთილის ბრალდებები მაგდა პაპიძეს და მისი პასუხი - "8 საათი ორი მიცვალებული გედო ოთახში, მაშინ რატომ არ აგიწია შაქარმა?"

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, შენ დედა არ ხარ და რატომ გინდა დაგვიმტკიცო, რომ დედა ხარ? შენ ეს არ უნდა გაგეკეთებინა, - ასე მიმართა ომარ ქაფიაშვილის დედამ დარეჯან მინდიკაურმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს.

ბრალდების მხარის მხრიდან დაკითხვის შემდეგ დარეჯან მინდიკაურს კითხვები თავად ბრალდებულმა დაუსვა. ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ დარეჯან მინდიკაურმა მაგდა პაპიძეს განუმარტა, თუ რას გულისხმობდა დისტანცირებაში, რომელსაც მაგდა პაპიძე იჩენდა.

„დედაშვილობა მარტო საჭმლის კეთება და სხვა რაღაცების ყიდვა არ არის. თორნიკეს სითბო აკლდა, შენ რომ აუკივლდებოდი და კიოდი, ბავშვი იყო დაფეთებული. ამბობდი, ჩემი შვილია და როგორც მინდა ისე გავზრდიო. დისტანციაზე როცა ვლაპარაკობ, გაიხსენე, როდესაც მშობიარობდი, ჩემთვის არ დაგიძახია შენგან 11 მეტრში რომ ვიყავი და შენს დას დაუძახე მეორე სართულზე. თუ შეგეძლო ფანჯარასთან მისვლა, იმასაც შეძლებდი, რომ ჩემთან მოსულიყავი“, - განაცხადა დარეჯან მინდიკაურმა.

მისივე თქმით, ომარ ქაფიაშვილი მაგდა პაპიძისგან ხშირად შეურაცხყოფებს ითმენდა.

„დიდ შეურაცხყოფას ითმენდა ჩემი შვილი. ძმაკაცებში რომ იჯდა გარეთ, როდესაც მიუვარდებოდი წივილ-კივილით, ჩუმად ადგებოდა და მოგყვებოდა, იმიტომ რომ უყვარდი. შენ რაც შემოხვედი ჩემ ოჯახში, ერთი წლის თავზე, ჩემი ოჯახიდან სულ შენი წივილი და კივილი ისმოდა. გაიკითხოს ყველამ, ჩემი ოჯახიდან არასდროს ხმამაღალი საუბარი არ გაუგიათ, შენს შემოსვლამდე“, - განაცხადა დარეჯან მინდიკაურმა.

ომარ ქაფიაშვილის დედა პერიოდულად მაგდა პაპიძეს მიმართავდა რეპლიკით „ნუ მსახიობობ“. დაკითხვის ბოლოს მაგდა პაპიძემ დედამთილს სასამართლო დარბაზში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება და მის მიერ დასმული კითხვა - ესიზმრება თუ არა თორნიკე მაინც, გაახსენა.

„თორნიკე მესიზმრება კი არა, სულ ჩემთანაა. ყოველდღე მნახულობს მამაო და მეუბნება, რომ მათი სულები ცოცხალია“, - განაცხადა მაგდა პაპიძემ, რომლის სიტყვებსაც დარეჯან მინდიკაურის გაღიზიანება მოჰყვა.

„მამაო დადის ყოველდღე? აღსარება ჩააბარე? შენ რა უფლება გაქვს შავები გეცვას? მთელი ცხოვრება ასეთი მსახიობი იყავი. 8 საათი ორი მიცვალებული გედო ოთახში, მაშინ რატომ არ აგიწია შაქარმა? მაინტერესებს. მაგდა, ცხოვრებაში ფიქრობ, რომ ამაზე მეტად ვინმეს შეუყვარდებოდი, როგორც ამ ორ ადამიანს უყვარდი?“ - მიმართა დარეჯან მინდიკაურმა, რის საპასუხოდაც მაგდა პაპიძემ აღნიშნა, რომ ის სიყვარულისთვის არ იბრძვის.

„როგორ დავირქვა თვითმკვლელის სახელი. მე არაფერი ჩამიდენია. ამ ხელზე ომარის სისხლი მქონდა და სულ ვკოცნი, მე არაფერი ჩამიდენია“, - განაცხადა მაგდა პაპიძემ.

წაიკითხეთ ასევე: შელაპარაკება სასამართლოზე პაპიძესა და ომარ ქაფიაშვილის დედას შორის - "შენ ხარ მკვლელი, შვილი საკუთარი ხელით გაგუდე"

"ოთოს მაგდასთვის უთქვამს, ფუკასავით აგაცლი ქმარსო" - რა მოხდა მკვლელობამდე ორი დღით ადრე პაპიძის ქმარსა და ბერძენიშვილს შორის

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ