მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქნებ აღარც მრცხვენია არაფრის..." - რაზე ისაუბრა მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე
"იქნებ აღარც მრცხვენია არაფრის..." - რაზე ისაუბრა მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძის საქ­მის გან­ხილ­ვა ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­ი­მარ­თა. დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მხა­რე­ებ­მა შე­სა­ვა­ლი სი­ტყვა წარ­მოთ­ქვეს. ასე­ვე სი­ტყვის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლიც, თუმ­ცა რო­გორც ად­ვო­კა­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, მათი სი­ტყვის შემ­დეგ თუ რა­ი­მე ექ­ნე­ბა სათ­ქმე­ლი მაგ­და პა­პი­ძეს, ის გან­ცხა­დე­ბას ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­კე­თებს.

პრო­კუ­რო­რის ელე­ნე ჩხე­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "მაგ­და პა­პი­ძეს შე­უყ­ვარ­და ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი და გა­და­წყვი­ტა ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან და­წყე­ბა. ცდი­ლობ­და მის­გან და­ორ­სუ­ლე­ბას, რომ ახა­ლი ოჯა­ხი შე­ექ­მნა. მას არ სურ­და, ქმარ-შვი­ლის მიმ­ტო­ვე­ბე­ლი ქა­ლის სა­ხე­ლი ჰქო­ნო­და, ამი­ტომ ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი გზა აირ­ჩია და გა­და­წყვი­ტა, ეს გა­ე­კე­თე­ბი­ნა ისე, რომ მკვლე­ლო­ბა სხვას დაბ­რა­ლე­ბო­და და თვი­თონ მგლო­ვი­ა­რე ცო­ლის სა­ხე­ლი ჰქო­ნო­და".

პა­პი­ძემ პრო­ცეს­ზე კი­დევ ერთხელ გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, და­კა­ვე­ბი­სას მას­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე და პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ მო­ტივს, რომ მან ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბის მიზ­ნით და­ხო­ცა ქმარ-შვი­ლი, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი უწო­და:

"გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, რომ არ მრცხვე­ნო­დეს, ამ პე­რანგს გა­ვიხ­სნი­დი და შიშ­ველ მუ­ცელს გაჩ­ვე­ნებ­დით... იქ­ნებ აღარც მრცხვე­ნია არაფ­რის... რაც მე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­მა­ტა­ნი­ნეს იმ 9 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჩემს სა­კან­ში 50 ფურ­ცლად არის შე­მო­ტა­ნი­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი აპა­რა­ტი­დან. დღემ­დე თავ­ხე­დუ­რად მწე­რენ, მოგ­ვა­წო­დეთ სა­ხე­ლი და გვა­რე­ბი ამ პი­როვ­ნე­ბე­ბის... სა­ხე­ლი და გვა­რე­ბი არ ვიცი, მაგ­რამ პი­როვ­ნუ­ლად ვცნობ... მო­ტი­ვი, რო­მელ­საც ამ­ბობთ, რომ პა­პი­ძე მაგ­დას სხვა ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა უნ­დო­და, ნამ­დვი­ლად არ გა­მარ­თლდე­ბა თქვენ­გან პირ­ველ რიგ­ში, რო­გორც მშობ­ლე­ბის­გან და დე­დე­ბის­გან და შემ­დეგ უკვე გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის­გან..."

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ალი­ბის შე­საქ­მნე­ლად, დე­დას მე­სიჯს უგ­ზავ­ნის, რომ ომარ­მა ხელი და­არ­ტყა, წა­ი­ღო ოქრო და წა­ვი­და..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"იქნებ აღარც მრცხვენია არაფრის..." - რაზე ისაუბრა მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე

"იქნებ აღარც მრცხვენია არაფრის..." - რაზე ისაუბრა მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. ასევე სიტყვის უფლებით სარგებლობს თავად ბრალდებულიც, თუმცა როგორც ადვოკატები განმარტავენ, მათი სიტყვის შემდეგ თუ რაიმე ექნება სათქმელი მაგდა პაპიძეს, ის განცხადებას ამ შემთხვევაში გააკეთებს.

პროკურორის ელენე ჩხეიძის ინფორმაციით, "მაგდა პაპიძეს შეუყვარდა ბერძენიშვილი და გადაწყვიტა ცხოვრების თავიდან დაწყება. ცდილობდა მისგან დაორსულებას, რომ ახალი ოჯახი შეექმნა. მას არ სურდა, ქმარ-შვილის მიმტოვებელი ქალის სახელი ჰქონოდა, ამიტომ ყველაზე სასტიკი გზა აირჩია და გადაწყვიტა, ეს გაეკეთებინა ისე, რომ მკვლელობა სხვას დაბრალებოდა და თვითონ მგლოვიარე ცოლის სახელი ჰქონოდა".

პაპიძემ პროცესზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, დაკავებისას მასზე პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე და პროკურატურის მიერ დასახელებულ მოტივს, რომ მან ახალი ცხოვრების დაწყების მიზნით დახოცა ქმარ-შვილი, გაუმართლებელი უწოდა:

"გულწრფელად ვამბობ, რომ არ მრცხვენოდეს, ამ პერანგს გავიხსნიდი და შიშველ მუცელს გაჩვენებდით... იქნებ აღარც მრცხვენია არაფრის... რაც მე პოლიციის განყოფილებაში გადამატანინეს იმ 9 საათის განმავლობაში და ჯანმრთელობის დაზიანებები ჩემს საკანში 50 ფურცლად არის შემოტანილი უფლებადამცველი აპარატიდან. დღემდე თავხედურად მწერენ, მოგვაწოდეთ სახელი და გვარები ამ პიროვნებების... სახელი და გვარები არ ვიცი, მაგრამ პიროვნულად ვცნობ... მოტივი, რომელსაც ამბობთ, რომ პაპიძე მაგდას სხვა ცხოვრების დაწყება უნდოდა, ნამდვილად არ გამართლდება თქვენგან პირველ რიგში, როგორც მშობლებისგან და დედებისგან და შემდეგ უკვე გამომძიებლებისგან..."

ასევე წაიკითხეთ: "ალიბის შესაქმნელად, დედას მესიჯს უგზავნის, რომ ომარმა ხელი დაარტყა, წაიღო ოქრო და წავიდა..."

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ