პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგდა პაპიძე ბერძენიშვილის შესანარჩუნებლად, ცდილობდა დაორსულებულიყო" - პროკურორის შესავალი სიტყვა პაპიძის პროცესზე
"მაგდა პაპიძე ბერძენიშვილის შესანარჩუნებლად, ცდილობდა დაორსულებულიყო" - პროკურორის შესავალი სიტყვა პაპიძის პროცესზე

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძის საქ­მის გან­ხილ­ვა ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მხა­რე­ე­ბი შე­სა­ვალ სი­ტყვას წარ­მოს­თქვა­მენ. ასე­ვე სი­ტყვის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლიც, თუმ­ცა რო­გორც ად­ვო­კა­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, მათი სი­ტყვის შემ­დეგ თუ რა­ი­მე ექ­ნე­ბა სათ­ქმე­ლი მაგ­და პა­პი­ძეს, ის გან­ცხა­დე­ბას ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­კე­თებს.

იხი­ლეთ ვი­დე­ო­მა­სა­ლა პრო­ცე­სი­დან

პა­პი­ძის საქ­მის პრო­კუ­რო­რის ელე­ნე ჩხე­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა ქმარ­სა და შვილს სა­კუ­თა­რი ხე­ლით მო­უს­წრა­ფა სი­ცო­ცხლე. შე­სა­ვა­ლი სი­ტყვის დროს, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლი­სა და მაგ­და პა­პი­ძის მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის ფო­ტო­ე­ბი წა­რად­გი­ნა, რა­ზეც ბრალ­დე­ბუ­ლი ატირ­და.

პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "მაგ­და პა­პი­ძეს შე­უყ­ვარ­და ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი და გა­და­წყვი­ტა ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან და­წყე­ბა. ჰქონ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ოთარ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­თან და უნ­დო­და მისი ცოლი გამ­ხდა­რი­ყო. ცდი­ლობ­და მის­გან და­ორ­სუ­ლე­ბას, რომ ახა­ლი ოჯა­ხი შე­ექ­მნა. მას არ სურ­და, ქმარ-შვი­ლის მიმ­ტო­ვე­ბე­ლი ქა­ლის სა­ხე­ლი ჰქო­ნო­და, ამი­ტომ ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი გზა აირ­ჩია და გა­და­წყვი­ტა, ეს გა­ე­კე­თე­ბი­ნა ისე, რომ მკვლე­ლო­ბა სხვას დაბ­რა­ლე­ბო­და და თვი­თონ მგლო­ვი­ა­რე ცო­ლის სა­ხე­ლი ჰქო­ნო­და".

ჩხე­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მაგ­და პა­პი­ძემ ოთარ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს გა­იც­ნო და მას­თან არა­ერ­თხელ ჰქონ­და სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი.

პრო­კუ­რორ­მა ასე­ვე წა­რად­გი­ნა მაგ­და პა­პი­ძის დღი­უ­რი, სა­დაც იმ ნივ­თე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია გა­კე­თე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მას უნდა შე­ე­ძი­ნა. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა შე­სა­ვალ სი­ტყვა­ში აღ­ნიშ­ნა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბით მტკიც­დე­ბა, რომ მაგ­და პა­პი­ძეს მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"მაგდა პაპიძე ბერძენიშვილის შესანარჩუნებლად, ცდილობდა დაორსულებულიყო" - პროკურორის შესავალი სიტყვა პაპიძის პროცესზე

"მაგდა პაპიძე ბერძენიშვილის შესანარჩუნებლად, ცდილობდა დაორსულებულიყო" - პროკურორის შესავალი სიტყვა პაპიძის პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვას წარმოსთქვამენ. ასევე სიტყვის უფლებით სარგებლობს თავად ბრალდებულიც, თუმცა როგორც ადვოკატები განმარტავენ, მათი სიტყვის შემდეგ თუ რაიმე ექნება სათქმელი მაგდა პაპიძეს, ის განცხადებას ამ შემთხვევაში გააკეთებს.

იხილეთ ვიდეომასალა პროცესიდან

პაპიძის საქმის პროკურორის ელენე ჩხეიძის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებებით, ბრალდებულმა ქმარსა და შვილს საკუთარი ხელით მოუსწრაფა სიცოცხლე. შესავალი სიტყვის დროს, პროკურატურამ ომარ ქაფიაშვილისა და მაგდა პაპიძის მცირეწლოვანი შვილის ფოტოები წარადგინა, რაზეც ბრალდებული ატირდა.

პროკურორის ინფორმაციით, "მაგდა პაპიძეს შეუყვარდა ბერძენიშვილი და გადაწყვიტა ცხოვრების თავიდან დაწყება. ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა ოთარ ბერძენიშვილთან და უნდოდა მისი ცოლი გამხდარიყო. ცდილობდა მისგან დაორსულებას, რომ ახალი ოჯახი შეექმნა. მას არ სურდა, ქმარ-შვილის მიმტოვებელი ქალის სახელი ჰქონოდა, ამიტომ ყველაზე სასტიკი გზა აირჩია და გადაწყვიტა, ეს გაეკეთებინა ისე, რომ მკვლელობა სხვას დაბრალებოდა და თვითონ მგლოვიარე ცოლის სახელი ჰქონოდა".

ჩხეიძემ აღნიშნა, რომ მაგდა პაპიძემ ოთარ ბერძენიშვილი ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობის დროს გაიცნო და მასთან არაერთხელ ჰქონდა სქესობრივი კავშირი.

პროკურორმა ასევე წარადგინა მაგდა პაპიძის დღიური, სადაც იმ ნივთების ჩამონათვალია გაკეთებული, რომელიც მას უნდა შეეძინა. როგორც პროკურორმა შესავალ სიტყვაში აღნიშნა, აღნიშნული ჩანაწერებით მტკიცდება, რომ მაგდა პაპიძეს მეუღლისა და შვილის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ