Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხორცს რატო არ ჭამ ბიჭოო? მოდი მიკბინე, მიკბინე!" - თბილისში ვეგეტარიანულ კაფეზე თავდასხმის ახალი დეტალები
"ხორცს რატო არ ჭამ ბიჭოო? მოდი მიკბინე, მიკბინე!" - თბილისში ვეგეტარიანულ კაფეზე თავდასხმის ახალი დეტალები

თბი­ლის­ში, ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე, ვე­გე­ტა­რი­ა­ნულ კა­ფე­ში "კივი" ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, და­ახ­ლო­ე­ბით 10-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ყვი­რი­ლით შე­ვარ­და კა­ფე­ში და "სო­სი­სე­ბი და მწვა­დე­ბი შე­ყა­რა". ბარ­მე­ნის და მიმ­ტა­ნე­ბის მო­წო­დე­ბას, გა­რეთ გა­სუ­ლიყ­ვნენ, შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მოჰ­ყვა. თავ­და­პირ­ვე­ლად ფაქ­ტის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნონო ან­თა­ძემ და­წე­რა.

"მი­ვე­დი კი­ვი­ში, ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე ძაან საყ­ვა­რე­ლი და გემ­რი­ე­ლი ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი კა­ფეა, შე­ვუკ­ვე­თე 2 ბურ­გე­რი და 2 ლი­მო­ნა­თი, დავ­ჯე­ქი და ვე­ლო­დე­ბო­დი ანას, თან ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი გა­უშ­ვეს კე­დელ­ზე და ვუ­ყუ­რებ­დით... იყო სიმ­შვი­დე და კარ­გი სი­ტუ­ა­ცია, ამ დროს კა­ფე­ში შე­მო­ვი­და ნა­ცის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის 10 ყ*ე და შე­მო­ყა­რეს კა­ფე­ში სო­სი­სე­ბი, შამ­ფუ­რით მწვა­დე­ბი და და­ი­წყეს ხმა­მაღ­ლა ყვი­რი­ლი. ბარ­მენ­მა და მიმ­ტან­მა, ერთხელ, ორ­ჯერ, სამ­ჯერ უთხრეს გა­ჩუ­მე­ბუ­ლიყ­ვნენ ან გა­სუ­ლიყ­ვნენ გა­რეთ. ატყდა შეხ­ლა-შე­მოხ­ლა, და­ნე­ბის ტრი­ა­ლი, მზა­რე­ულს გა­უ­ხეთ­ქეს წარ­ბი, და­ა­სის­ხლი­ა­ნეს, მიმ­ტა­ნი გოგო ით­რი­ეს თმე­ბით, აფეთ­ქდა მაშ­ხა­ლე­ბი, მო­ვარ­დნენ მე­ზობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­თხოვ­დნენ სი­წყნა­რეს და სულ ფე­ხებ­ზე ეკი­დათ, ვინ იყო მარ­თა­ლი. ვი­ღაც აივ­ნი­დან გა­მოდ­გა და ჰა­ერ­ში ის­რო­და! იმე­დი მაქვს გა­ზის ია­რა­ღით... მო­ვი­და პატ­რუ­ლი, 10 ყ*ე უკვე გაქ­ცე­უ­ლი იყო... პატ­რულ­მა იმის გამო, რო ბარ­ში მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს და სტუმ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბას პირ­სინ­გე­ბი, დრე­დე­ბი და ირო­კე­ზე­ბი ჰქონ­და, ჩათ­ვა­ლა, რო ჩვენ ვი­ყა­ვით კონ­ფლიქ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი, 2 კა­მე­რაა იქვე და იმე­დია ნა­ხა­ვენ ჩა­ნა­წერს და გა­ი­გე­ბენ რაც მოხ­და. მოკ­ლედ ყვე­ლა­ფე­რი სა­ში­ნე­ლე­ბა გა­მი­გია ამ ქვე­ყა­ნა­ში, მარა - ხორცს რატო არ ჭამ ბი­ჭო­ოო??? - ეგე­თი აღარ გა­მი­გია! - ხორცს რატო არ ჭამ ბი­ჭო­ოო??? მოდი მი­კ­ბი­ნე, მი­კ­ბი­ნე­ეე!!! - 13 წე­ლია ხორ­ცი არ მი­ჭა­მია, მარა ასე­თი არ გა­მი­გია და რა ვქნა", - და­წე­რა ნონო ან­თა­ძემ.

იხი­ლეთ კა­ფე­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­ზე Palitratv.ge-სთან სა­უბ­რი­სას ინ­ცი­დენ­ტის თვითმხილ­ვე­ლებ­მა ისა­უბ­რეს. "ფილ­მის ჩვე­ნე­ბა გვქონ­და. 15-20 ბავ­შვი იყო ფილ­მის სა­ნა­ხა­ვად მო­სუ­ლი. შე­მო­ვი­და ათამ­დე ბიჭი და და­ი­წყეს ხმა­მაღ­ლა ყვი­რი­ლი, სო­სი­სე­ბი ეკე­თათ კი­სერ­ზე. თა­ვი­დან ვერ მივ­ხვდი, რა ხდე­ბო­და. რამ­დენ­ჯერ­მე გაფრ­თხი­ლე­ბა მი­ე­ცათ, რომ კაფე და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. უნ­დო­დათ პრო­ვო­კა­ცია. კა­ფის თა­ნამ­შრომ­ლებს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, დას­ცი­ნოდ­ნენ, აგი­ნებ­დნენ. და­ა­სის­ხლი­ა­ნეს მზა­რე­ბუ­ლი ბიჭი. წარ­ბი ჰქონ­და გა­ხეთ­ქი­ლი. შემ­დეგ ბარ­მენ­მა პატ­რუ­ლი გა­მო­ი­ძა­ხა და ამა­სო­ბა­ში ის ათი­ო­დე კაცი გა­იქ­ცა. პატ­რუ­ლი რომ მო­ვი­და, მათი მხრი­დან ცოტა არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იგ­რძნო­ბო­და", - იხ­სე­ნე­ბენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

რო­გორც Ambebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით წი­ნა­სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"მიმ­დი­ნა­რე­ობს წი­ნა­სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რომ­ლის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­კი­თხნენ შემ­თხვე­ვის მო­მენ­ტში ბარ­ში მყო­ფი პი­რე­ბი, ერთი მხა­რე. ასე­ვე გა­მო­ი­კი­თხე­ბა მე­ო­რე მხა­რეც. გა­მო­კი­თხვის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ცია კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დებს", - აცხა­დე­ბენ შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

"ხორცს რატო არ ჭამ ბიჭოო? მოდი მიკბინე, მიკბინე!" - თბილისში ვეგეტარიანულ კაფეზე თავდასხმის ახალი დეტალები

"ხორცს რატო არ ჭამ ბიჭოო? მოდი მიკბინე, მიკბინე!" - თბილისში ვეგეტარიანულ კაფეზე თავდასხმის ახალი დეტალები

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, ვეგეტარიანულ კაფეში "კივი" ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაახლოებით 10-კაციანი ჯგუფი ყვირილით შევარდა კაფეში და "სოსისები და მწვადები შეყარა". ბარმენის და მიმტანების მოწოდებას, გარეთ გასულიყვნენ, შეხლა-შემოხლა მოჰყვა. თავდაპირველად ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში ნონო ანთაძემ დაწერა.

"მივედი კივიში, ვერცხლის ქუჩაზე ძაან საყვარელი და გემრიელი ვეგეტარიანული კაფეა, შევუკვეთე 2 ბურგერი და 2 ლიმონათი, დავჯექი და ველოდებოდი ანას, თან ანიმაციური ფილმი გაუშვეს კედელზე და ვუყურებდით... იყო სიმშვიდე და კარგი სიტუაცია, ამ დროს კაფეში შემოვიდა ნაცისტური დაჯგუფების 10 ყ*ე და შემოყარეს კაფეში სოსისები, შამფურით მწვადები და დაიწყეს ხმამაღლა ყვირილი. ბარმენმა და მიმტანმა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უთხრეს გაჩუმებულიყვნენ ან გასულიყვნენ გარეთ. ატყდა შეხლა-შემოხლა, დანების ტრიალი, მზარეულს გაუხეთქეს წარბი, დაასისხლიანეს, მიმტანი გოგო ითრიეს თმებით, აფეთქდა მაშხალები, მოვარდნენ მეზობლები, რომლებიც მოითხოვდნენ სიწყნარეს და სულ ფეხებზე ეკიდათ, ვინ იყო მართალი. ვიღაც აივნიდან გამოდგა და ჰაერში ისროდა! იმედი მაქვს გაზის იარაღით... მოვიდა პატრული, 10 ყ*ე უკვე გაქცეული იყო... პატრულმა იმის გამო, რო ბარში მომსახურე პერსონალს და სტუმრების უმეტესობას პირსინგები, დრედები და იროკეზები ჰქონდა, ჩათვალა, რო ჩვენ ვიყავით კონფლიქტის ინიციატორები, 2 კამერაა იქვე და იმედია ნახავენ ჩანაწერს და გაიგებენ რაც მოხდა. მოკლედ ყველაფერი საშინელება გამიგია ამ ქვეყანაში, მარა - ხორცს რატო არ ჭამ ბიჭოოო??? - ეგეთი აღარ გამიგია! - ხორცს რატო არ ჭამ ბიჭოოო??? მოდი მიკბინე, მიკბინეეე!!! - 13 წელია ხორცი არ მიჭამია, მარა ასეთი არ გამიგია და რა ვქნა", - დაწერა ნონო ანთაძემ.

იხილეთ კაფეში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები

მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებზე Palitratv.ge-სთან საუბრისას ინციდენტის თვითმხილველებმა ისაუბრეს. "ფილმის ჩვენება გვქონდა. 15-20 ბავშვი იყო ფილმის სანახავად მოსული. შემოვიდა ათამდე ბიჭი და დაიწყეს ხმამაღლა ყვირილი, სოსისები ეკეთათ კისერზე. თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. რამდენჯერმე გაფრთხილება მიეცათ, რომ კაფე დაეტოვებინათ. უნდოდათ პროვოკაცია. კაფის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დასცინოდნენ, აგინებდნენ. დაასისხლიანეს მზარებული ბიჭი. წარბი ჰქონდა გახეთქილი. შემდეგ ბარმენმა პატრული გამოიძახა და ამასობაში ის ათიოდე კაცი გაიქცა. პატრული რომ მოვიდა, მათი მხრიდან ცოტა არასერიოზული დამოკიდებულება იგრძნობოდა", - იხსენებენ თვითმხილველები.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები, რომლის ფარგლებში გამოიკითხნენ შემთხვევის მომენტში ბარში მყოფი პირები, ერთი მხარე. ასევე გამოიკითხება მეორე მხარეც. გამოკითხვის პროცესის დასრულების შემდეგ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს", - აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ