საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ ფეხებში ესროლეს, თავის დაღწევა შეძლო, მაგრამ აფხაზი გამოჰყვა და ტყვია თავში ესროლა" - საოკუპაციო ხაზთან მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები
"ჯერ ფეხებში ესროლეს, თავის დაღწევა შეძლო, მაგრამ აფხაზი გამოჰყვა და ტყვია თავში ესროლა" - საოკუპაციო ხაზთან მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

ხურ­ჩა­ში, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. რო­გორც Ambebi.ge-ს გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბელ­მა გა­ნუ­ცხა­და, ოთხო­ზო­რი­ას სა­სიკ­ვდი­ლო ტყვია თა­ვის არე­ში აფხაზ­მა რა­შიდ კან­ჯი-ოღ­ლიმ ეს­რო­ლა.

"გიგა ოთხო­ზო­რია წარ­მო­შო­ბით გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო ბარ­ღე­ბი­დან არის, თუმ­ცა ზუგ­დიდ­ში ცხოვ­რობ­და. ბან­კში მუ­შა­ობ­და. ერთი შვი­ლი დარ­ჩა. სა­ზღვარ­ზე პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბით უნ­დო­და გად­მო­სუ­ლი­ყო. პრო­დუქ­ტი მოჰ­ქონ­და სა­ტი­რალ­ზე, აფხა­ზებ­მა არ გა­მო­უშ­ვეს. ერთ-ერთ მე­სა­ზღვრეს ყელ­ში ხელი წა­ავ­ლო და აგი­ნა აფხა­ზებს. მათ გი­გას ფე­ხებ­ში ეს­რო­ლეს. ამის მი­უ­ხე­და­ვად გა­მოქ­ცე­ვა შეძ­ლო. აფხა­ზიც გა­მოჰ­ყვა და ტყვია თავ­ში ეს­რო­ლა. ნა­თე­სა­ვე­ბი ჩი­ვილს არ აპი­რე­ბენ, მაგ­რამ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი ცდი­ლო­ბენ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­კვე­ვას", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლი გიგა ოთხო­ზო­რია ზუგ­დიდ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში უკვე გა­და­ას­ვე­ნეს. ცხე­დარს წუ­ხელ გვი­ან ღა­მემ­დე ქუ­თა­ი­სის პრო­ზექ­ტუ­რა­ში ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბო­და. მკვლე­ლო­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან გუ­შინ, შუა დღეს მოხ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია უკვე მი­ა­წო­დეს ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას.

"19 მა­ისს და­ახ­ლო­ე­ბით 14:30 სა­ათ­ზე ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხურ­ჩა­ში, სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის მიმ­დე­ბა­რედ, ოთხმა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბარ­ღე­ბის მკვიდ­რი გიგა ოთხო­ზო­რია. ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მუც­ლის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბით სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა გა­და­იყ­ვა­ნა ზუგ­დი­დის ჰოს­პი­ტალ­ში, სა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი გმობს ხურ­ჩა­ში მომ­ხდარ ფაქტს. აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას", - აღ­ნიშ­ნეს სუს-ში.

მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე

Ambebi.ge

"ჯერ ფეხებში ესროლეს, თავის დაღწევა შეძლო, მაგრამ აფხაზი გამოჰყვა და ტყვია თავში ესროლა" - საოკუპაციო ხაზთან მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

"ჯერ ფეხებში ესროლეს, თავის დაღწევა შეძლო, მაგრამ აფხაზი გამოჰყვა და ტყვია თავში ესროლა" - საოკუპაციო ხაზთან მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც Ambebi.ge-ს გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა, ოთხოზორიას სასიკვდილო ტყვია თავის არეში აფხაზმა რაშიდ კანჯი-ოღლიმ ესროლა.

"გიგა ოთხოზორია წარმოშობით გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებიდან არის, თუმცა ზუგდიდში ცხოვრობდა. ბანკში მუშაობდა. ერთი შვილი დარჩა. საზღვარზე პირადობის მოწმობით უნდოდა გადმოსულიყო. პროდუქტი მოჰქონდა სატირალზე, აფხაზებმა არ გამოუშვეს. ერთ-ერთ მესაზღვრეს ყელში ხელი წაავლო და აგინა აფხაზებს. მათ გიგას ფეხებში ესროლეს. ამის მიუხედავად გამოქცევა შეძლო. აფხაზიც გამოჰყვა და ტყვია თავში ესროლა. ნათესავები ჩივილს არ აპირებენ, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოები ცდილობენ ვითარებაში გარკვევას", - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.

გარდაცვლილი გიგა ოთხოზორია ზუგდიდში, საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. ცხედარს წუხელ გვიან ღამემდე ქუთაისის პროზექტურაში ექსპერტიზა უტარდებოდა. მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან გუშინ, შუა დღეს მოხდა.

აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

"19 მაისს დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გმობს ხურჩაში მომხდარ ფაქტს. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას", - აღნიშნეს სუს-ში.

მარიამ ლორთქიფანიძე

Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ