ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილმა დახურულ კარს მიღმა გამოაცხადა. ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირი იყო ბრალდებული: ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.
იხილეთ ვიდეო| ატირებული მაია ფანჯიკიძე სასამართლო პროცესზე
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთი ბრალდებულის, გიზო ღლონტის განაჩენის გამოცხადების დროს დარბაზში ხმაური ატყდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას ბრალდებულთა ახლობლები, ხმაურით, შეძახილებით და სასამართლოსადმი შეურაცხმყოფელი რეპლიკებით შეხვდნენ.
ნახეთ ფოტოები საქალაქო სასამართლოდან, რომლებიც "თავისუფალი დემოკრატების" ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა
''სიცოცხლის ფასად ვიბრძოლებ, რომ ეს ბიჭები დავიხსნა ტყვეობიდან. გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი აქტიურად არიან ჩართული სასამართლო საქმეებში, რაც დღესაც გამოჩნდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ამ რეჟიმის დასრულების დასაწყისი. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ჩემთვისაც და საქართველოს დიდი ნაწილისთვისაც, დარწმუნებული ვარ, მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ასეთ უსამართლობას მოსამართლისგან არავინ ელოდა. ვიცით, რომ ივანიშვილ-კვირიკაშვილის მთავრობაში სასამართლოს და პროკურატურის კონტროლი მიმდინარეობს, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას თუ აიძულებდნენ მოსამართლეს, არ ველოდით. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას, გარდა ამისა, მე ვპირდები ივანიშვილს, რომ ეს იქნება ის გადაწყვეტილება, რაც მის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ.
ასევე წაიკითხეთ: როგორ ეხმაურებიან "კაბელების საქმის" განაჩენს ფეისბუქზე