ყოფილი ტელეწამყვანის ლევან როსტოშვილის და მსახიობ ლაშა კურტანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. როგორც ”ამბები.გე”-ს თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სპორტსმენი და ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.