თბილისის საქალაქო სასამართლომ დედა-შვილის ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება 2014 წლის 17 დეკემბერს მომხდარ მკვლელობის საქმეს, კერძოდ, ბრალდებულებმა გურამ კვეზერელი მოტყუებით მიიყვანეს კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა. მოგვიანებით კი, ახალგაზრდა მამაკაცის დედა საკუთარ სახლში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.
მკვლელობაში ბრალდებულები არიან გიორგი ყუფარაძე და ვასილ გოშაძე, რომლებიც ასევე ფიგურირებენ რამდენიმე მძიმე დანაშაულში. "კვირის პალიტრის" არქივში იძებნება ინტერვიუ 46 წლის ალექსანდრე ჭუმბურიძესთან, რომელმაც ტერორიზმის ბრალდებით ციხეში 6 წელი გაატარა. მან მოგვიანებით პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა ციხე. ინტერვიუში ყოფილი პოლიტპატიმარი პროკურატურისგან იმ პირების დასჯას ითხოვდა, ვინც საპატიმროში სასტიკად აწამა. მისი მტკიცებით, დასჯის ნაცვლად უმძიმესი დამნაშავეები ციხიდან გამოვიდნენ და დღეს ქუჩაში დადიან. სწორედ ამ ინტერვიუში ახსნებს ის ყუფარაძესა და გოშაძეს:
- რუსთავის მე-6 დაწესებულებაში ყველაზე საშიში დამნაშავეების, ვასილ გოშაძის და გიორგი ყუფარაძის საკანში აღმოვჩნდი. ორივე ყოფილი ძალოვანია. ყუფარაძე 2008 წელს აზერბაიჯანელი ძმების მკვლელობისთვის გაასამართლეს და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს მკვლელობა სვანეთის უბანში, ნაქირავებში მოხდა. ძმები ჯერ მოკლეს, შემდეგ გააშიშვლეს, ეზოში დამარხეს და ჩააბეტონეს. გოშაძის საქმეც საყოველთაოდაა ცნობილია. ის გლდანში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ამხილეს და ასევე ისინი ლაერტ ზუბადალაშვილის შვილის, ზურაბის შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებლად დასახელდნენ. გოშაძეს 27 წელი ჰქონდა მისჯილი, 2005 წლიდან იხდიდა სასჯელს განაგრძეთ კითხვა