პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დედა-შვი­ლის ნატო და გუ­რამ კვე­ზე­რე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ორი ან მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე - ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ეხე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­დან აც­ნო­ბეს, საქ­მე ეხე­ბა 2014 წლის 17 დე­კემ­ბერს მომ­ხდარ დედა-შვი­ლის ნატო და გუ­რამ კვე­ზე­რე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს, კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გუ­რამ კვე­ზე­რე­ლი მო­ტყუ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნეს კო­ჯორ­ში, ერთ-ერთ აგა­რაკ­ზე და ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

"ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ცხე­და­რი მო­ა­თავ­სეს კას­რში, და­ას­ხეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მჟა­ვა და აგა­რა­კის ეზო­ში ჩა­მარ­ხეს. იმა­ვე დღეს, აღ­ნი­შულ­მა პი­რებ­მა თბი­ლი­სის ზღვის და­სახ­ლე­ბა­ში ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს დე­დას, ნატო კვე­ზე­რელს. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა სახ­ლი­დან 12 000 აშშ დო­ლა­რი, გუ­რამ კვე­ზე­რე­ლის სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი ორი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, პორ­ტა­ტუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რი, პი­რა­დი ნივ­თე­ბი გა­ი­ტა­ცეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით ერთ-ერთ ბრალ­დე­ბულს, რო­მე­ლიც მი­მალ­ვა­შია, და­უს­წრებ­ლად აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, ხოლო ამა­ვე საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი კი­დევ ერთი პირი სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვა, ვი­ნა­ი­დან, იგი უკვე მსჯავ­რდე­ბუ­ლია სხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე და სას­ჯელს იხ­დის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში", - აცხა­დე­ბენ სა­სა­მარ­თლო­ში.

მა­თი­ვე თქმით, ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლომ ღია სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნი­ხი­ლა და წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის თა­რი­ღად 2016 წლის 14 ივ­ნი­სი, 12:00 სა­ა­თი, გან­სა­ზღვრა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

სასამართლომ დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედა-შვილის ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობის საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შუამდგომლობა დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე - ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ეხება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, საქმე ეხება 2014 წლის 17 დეკემბერს მომხდარ დედა-შვილის ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობის საქმეს, კერძოდ, ბრალდებულებმა გურამ კვეზერელი მოტყუებით მიიყვანეს კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა.

„ბრალდებულებმა ცხედარი მოათავსეს კასრში, დაასხეს სპეციალური მჟავა და აგარაკის ეზოში ჩამარხეს. იმავე დღეს, აღნიშულმა პირებმა თბილისის ზღვის დასახლებაში ცივი იარაღით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს დედას, ნატო კვეზერელს. ბრალდებულებმა სახლიდან 12 000 აშშ დოლარი, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული ორი ცეცხლსასროლი იარაღი, პორტატული კომპიუტერი, პირადი ნივთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სასამართლოს განჩინებით ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც მიმალვაშია, დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი პირი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, ვინაიდან, იგი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში“, - აცხადებენ სასამართლოში.

მათივე თქმით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლომ ღია სასამართლო პროცესზე განიხილა და წინასასამართლო სხდომის თარიღად 2016 წლის 14 ივნისი, 12:00 საათი, განსაზღვრა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ